x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ იღებდნენ "ბრილიანტის ხელის" ყველაზე პიკანტურ სცენას და რა ეწყინა მსახიობს
image



როგორ იღებდნენ საბჭოთა კინოს ერთ-ერთ ყველაზე პიკანტურ სცენას? ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქმე ეხება სასტუმროს სცენას შესანიშნავი კომედიიდან "ბრილიანტის ხელი", სადაც სვეტლანა სვეტლიჩნაიამ მომხიბვლელი ანა სერგეევნას როლი შეასრულა და მაშინვე საბჭოთა კავშირის სექს-სიმბოლოდ იქცა.
image

კლარა ლუჩკოსა და სვეტლანა სვეტლიჩნაიას ფოტოსინჯები


image

"ბრილიანტის ხელში" მხოლოდ ფოტოსინჯები მქონდა, - იხსენებს ლუჩკო. სტუდიაში მივდიოდი და საპირისპირო მხარიდან გაიდაი მოდიოდა. უცბად დამიყვირა: "კლარა, გინდა ჩემ ფილმში სცადო მონაწილეობა?" "იცი, საცურაო კოსტიუმში გადაღება რაღაც არ მომწონს. თუმცა ვცადოთ, რატომაც არა, " - მივუგე მე. საცურაო კოსტიუმი მომცეს, სცენა ამიხსნეს. ფოტოსინჯები გავაკეთეთ და სულ ეს იყო. როლი არ მომეჩვენა სერიოზულად. წავედი სხვა ფილმში გადასაღებად. როცა დავბრუნდი სვეტლანა უკვე დამტკიცებული იყო."
image

ლუჩკოს მოულოდნელი წასვლის შემდეგ სამხატვრო საბჭომ ანა სერგეევნას როლის შემსრულებელი აარჩია სამ მსახიობს - სვეტლანა სვეტლიჩნაიას, ევა კივისა და იუდინას შორის. საბჭოს არჩევანის გაკეთება გაცხარებული კამათის შედეგად მოუწია: იუდინა ზედმეტად გამომწვევად მიიჩნიეს, კივი - ზედმეტად "არა ჩვენებურად", სვეტლიჩნაია კი სექსუალური და ზედმეტად მომხიბვლელი მოეჩვენათ. მაგრამ ბოლოს მაინც ამ უკანასკნელზე შეაჩერეს არჩევანი.


image

გადაღებების წინ სვეტლიჩნაია ძალიან ნერვიულობდა - პირველად უნდა გაშიშვვლებულიყო კამერის წინ. ისიც კი ვერ ამშვიდებდა, რომ ფილმში მხოლოდ ზურგი გამოჩნდებოდა. ამასთან, ზემოდ, სპეციალურ კიბეებზე გამნათებლები იდგნენ, რომლებსაც შეეძლოთ მისი შიშველი სხეული წინიდან დაენახათ. ამიტომ, სანამ გადაღებები დაიწყებოდა, გაიდაიმ გამნათებლებს უბრძანა მოედანი დაეტოვებინათ. დარჩა მხოლოდ გაიდაი, ასისტენტი, ოპერატორი და სვეტლიჩნაია.



image

სცეტლიჩნაიამ შესანიშნავად ითამაშა, თუმცა ფილმში სიტყვაც არ მიუციათ. ვნებიანი ტანგო, "Помоги мне" აიდა ვედიშევამ შეასრულა. სვეტლიჩნაია გაიდაიზე ძალიან იყო ნაწყენი იმის გამო, რომ არ ამღერა. იგი ნინა გრებეშკოვასაც კი შეეკითხა, რატომ არ მამღერა გაიდაიმ ჩემივე ხმითო?. თავად როლიც პრაქტიკულად მთლიანად ხელახლა გაახმოვანეს (გადაის მოთხოვნით ეს ზოია ტოლბუზინამ გააკეთა). საკუთარი ხმით ფილმში სვეტლანა ერთადერთ (მაგრამ ყველაზე ცნობილ!) ფრაზას იძახის: "Не виноватая я! Он сам пришёл!".


image

1
3103
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3103
  
2016, 14 სექტემბერი, 19:38
როგორ მიყვააარს :D :D
0 1 1