x
მეტი
  • 13.12.2018
  • სტატია:83667
  • ვიდეო:334467
  • სურათი:441717
ჩვენი პლანეტის თავბრუდამხვევად ლამაზი ხედები

ამ ქვეყანაზე უამრავი რამ არსებობს, რის გამოც შეიძლება ადამიანს სუნთქვა შეეკრას და ეს არ არის არც მრავალკილომეტრიანი მარათონი, პარაშუტით ხტომა ან დაივინგი. ასეთია ჩვენი პლანეტის ულამაზესი ადგილები, რომელთა ხილვაც ადამიანს ნუსხავს და ხმის ამოღების საშუალებას არ აძლევს.

აქ წარმოგიდგენთ 15 ადგილს, რომელსაც ულამაზესი ხედებით, ნებისმიერ ადამიანზე შეუძლია შთაბეჭდილების მოხდენა:


სასტუმრო «Cambrian»-ი, შვეიცარიის ალპები


image


სასტუმრო მთიან პეიზაჟზე, თვალწარმტაცი ხედით, შვეიცარიის ალპების მაღალმთიან რეგიონში მდებარეობს. ხოლო, მისი აუზი ყველაზე ლამაზ აუზად ითვლება მსოფლიოში.



ხიდი დახშტაინის მყინვარზე, ავსტრია


image
დაახლოებით, 1000 მ-ის გავლის შემდეგ, მოხვდებით ხიდზე, რომელიც ზღვის დონიდან 2700 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ის ერთ-ერთი, ყველაზე მაღალი ხიდია მსოფლიოში, რომელიც ავსტრიის ალპებში მდებარეობს და იქიდან, ასობით მწვერვალზე ულამაზესი პანორამა იშლება.



ნამიბის უდაბნოს და ატლანტიკის ოკეანის შეხვედრის ადგილი


image
ნამიბის უდაბნოში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ყველაზე სანახაობრივი დიუნებია, რომლებიც ატლანტიკის კიდემდე არის გადაჭიმული და ჭეშმარიტად ზღაპრულ ხედს ქმნიან.



თორმეტი მოციქული, ავსტრალია


image
თორმეტი მოციქული – პორტ-კემპბელის ეროვნული პარკის სანაპიროზე მდებარე კირქვის კლდეებია, რომლებიც ოკეანის ათასწლოვანი მოღვაწეობის შედეგია.



ბაგანის ტაძრები, მიანმარი


image
ბაგანის უძველეს ქალაქში ბევრი ბუდისტური ტაძარი და მონასტერია. ადრე, 10000-ზე მეტი იყო მოქმედი, დღეს კი, მხოლოდ 2200 ობიექტი აგრძელებს ფუნქციონირებას.



ვიქტორიას პიკი, ჰონ-კონგი


image
ვიქტორიას პიკიდან, რომელიც ჰონ-კონგის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ულამაზესი ხედი იხსნება და მთელი ქალაქი ისე ჩანს, როგორც ხელისგულზე. ეს კ. ჰონ-კონგის უმაღლესი მწვერვალია.



მთვარის ხიდი, ტაიბეი, ტაივანი


image
მთვარის ხიდი – «დაჰუს პარკის» მთავარი ღირშესანიშნაობაა. ბინდის დადგომისთანავე, ხიდი ტბის წყალში აირეკლება და საოცარ სარკისებურ ლანდშაფტს ქმნის.



დუვრის თეთრი კლიფები, დიდი ბრიტანეთი


image
დუვრის კლიფი ზღვის ტალღების მიერ შექმნილი კლდე არის კენტის საგრაფოში, რომლიც მეზღვაურებისთვის ძველთაგანვე ინგლისის სანაპიროსთან მიახლოების სიმბოლოდ ითვლება. სწორედ ამ თეთრი კლდეების გამო შეარქვეს რომაელებმა დიდი ბრიტანეთის კუნძულებს «ალბიონი» («albus» — «თეთრი»).



ტროლის ენა, ნორვეგია


image
ეს ქვის შვერილი კლდის ქანების ჩამოშლის შედეგად არის წარმოქმნილი. ის ტბის თავზე, 350 მ. სიმაღლეზე მდებარეობს და იქ მისასვლელად 12 კმ-ს გავლა არის საჭირო, ფეხით.



კორკოვადოს მთა, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია


image
კორკოვადოს მთის მწვერვალიდან, რომელზეც ყველასთვის ცნობილი ქრისტეს ქანდაკება დგას, უნიკალური ხედი იშლება ქ. რიო-დე-ჟანეიროზე და შაქრისთავიან მთაზე.



მელისანის მღვიმე, კ. კეფალონია, საბერძნეთი


image
ბერძნული მითის თანახმად, ამ მღვიმეში ნიმფები ცხოვრობდნენ, რომლებიც მასში ადამიანებს იტყუებდნენ, თავიანთი უნაკლო სილამაზის წყალობით. მაგრამ ამჟამად არავის შეტყუება საჭირო არ არის. ნებისმიერ ადამიანს, ვინც ცურვა იცის, შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს მზის სხივებით განათებული, ღია ლურჯი ზღვის წყალი.



ფიალაბაკსლეიდი (Fjallabaksleid), ისლანდია


image

imageეს არის გზა და ტურისტული მარშრუტი, მთებით გარშემორტყმულ, ულამაზეს ხეობაში, რომელშიც მრავლად არის თბილი გეიზერი და სწორედ იქ მდებარეობს ისლანდიის სიმბოლოდ ქცეული – ვულკანი ჰეკლა.imageimage

image

imageმთა კილიმანჯარო, ტანზანია


image
ვულკანური წარმოშობის მთა, ქვეყნის ჩრდ-აღმ. ნაწილში, აფრიკის უმაღლესი მწვერვალია (5895 მ.) და ყოველწლიურად, მის დასალაშქრად, საშუალოდ, 40000 ადამიანი ადის (მებარგულების და გიდების გარდა). და ეს, ნამდვილად ღირს ამად!

imageდიდი კანიონის კიდე, აშშ


image
ყოველწლიურად, ამერიკული ბუნების ამ მარგალიტში, 5 მლნ-ზე მეტი ტურისტი ჩადის და ამდენი ადამიანი იქ ნამდვილად არ ჩავიდოდა, ნანახს მათი იმედები რომ არ გაემართლებინა. რთულია სიტყვებით და თუნდაც ფოტოსურათებით იმის გადმოცემა, თუ რას ნიშნავს დიდი კანიონის კიდეზე დგომა.



მაჩუ-პიქჩუს მწვერვალი, პერუ


image
ინკების ამ უძველესი ქალაქის ნარჩენები — ვიზიტების და კვლევის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც 1911 წელს ახლიდან აღმოაჩინეს, თითქმის 400 წლიანი დავიწყების შემდეგ. ადგილობრივებმა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იცოდნენ მაჩუ-პიქჩუს არსებობის შესახებ, მაგრამ ქალაქის არქეოლოგიური კვლევა მხოლოდ გასული საუკუნის I მეოთხედში დაიწყო.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

imageმარტვილის კანიონი ანუ იურული პერიოდის პარკი ქართულად

მსოფლიოს განსაკუთრებულად გამორჩეული პლაჟები

ევროპის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ლამაზი ქალაქები. TOP – 10

საოცარი სამყარო ჩვენს ირგვლივ (60 ფოტო)

0
341
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0