სხვა ამ ისტორიამ მსოფლიო შეძრა! - გოგონა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 360 ადამიანი გადაარჩინა 2016, 13 სექტემბერი, 12:37
ეს მოხდა 1986 წლის 5 სექტემბერს, პაკისტანში, ქალაქ კარაჩში. რადიკალური ისლამისტების ჯგუფმა ხელში ჩაიგდო ამერიკული ავიაკომპანიის - Pan American-ის თვითმფრინავი. რომ არა მამაცი სიუარდესა ნირჟდა ბხანოტი, ასობით ადამიანი დასაღუპად განწირული იყო. თუმცა გოგონამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გასწირა საკუთარი სიცოცხლე სხვების გადასარჩენად. ნირჯამ საშუალო სკოლა დაამთავრა და მუმბაიში სწავლობდა. გარკვეული დროით მოდელად მუშაობდა და ბევრი ცნობლი ბრენდის წარმომადგენელი იყო. 1985 წლის მარტში ნირჯა გარიგებით გაათხოვეს, მაგრამ ორი თვის შემდეგ სახლში დაბრუნება მოუწია, რადგან ქმარი მზითვით უკმაყოფილო დარჩა. წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ნირჯამ გადაწყვიტა Pan American-ში სტიუარდესად დაეწყო მუშაობა. ბხანოტი უფროს ბორტგამცილებელი იყო რეისზე "PA 73". როცა მუმბაიდან აფრენილი თვითმფრინავი 05:00-ზე ჩაფრინდა პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, ოთხმა შეიარაღებულმა ტერორისტმა ხელში ჩაიგდო თვითმფრინავი, ეკიპაჟი და მგზავრები კი მძევლებად აიყვანა. ნირჯა მაშინვე გონს მოეგო: მან მოახერხა პილოტების გაფრთხილება, რის შედეგადაც მფრინავებმა შეძლეს სათადარიგო ლუქიდან გასვლა და თვითმფრინავის დატოვება. თავიდან ტერორისტებმა დახოცეს ყველა, ვინც კი განაცხადა, რომ ამერიკელი იყო, შემდეგ მგზავრებს მოსთხოვეს პასპოპრტები ჩაებარებინათ. ამგვარად განზრახული ჰქონდათ დანარჩენი ამერიკის მოქალაქეებიც დაეხვრიტათ. მაგრამ მამაცმა სტიუარდესამ შეძლო პასპორტების დამალვა ნაგვის საცლელში. და, შესაბამისად, ისლამისტებმა აღარავინ მოკლეს, რადგან უბრალოდ ვერ შეძლეს ამერიკელების ამოცნობა. პაკისტანის პოლიციის მხრიდან შეტევის მომენტში ნირჯამ ისარგებლა არეულობით და ყველა მგზავრის ევაკუირება მოახერხა. იგი არ შეუშინდა არც სროლას და არც აფეთქებებს. სანამ თავადაც დატოვებდა თვითმფრინავს, ახალგაზრდა სტიუარდესამ ერთ-ერთ სავარძელზე დამჯდარი სამი ბავშვი შენიშნა, რომლებსაც გასვლის ეშონოდათ. გოგონა დაბრუნდა, მაგრამ ტერორისტებმა ბავშვები შეამჩნიეს და ცეცხლი გაუსხნეს. ნირჯა პატარებს მთელი ტანით გადაეფარა და სასიკვდილოდ დაიჭრა. თუმცა სიკვდილამდე მაინც შეძლო ბავშვების თვითმფრინავიდან გაყვანა... სხვათა შორის, ნირჯას მიერ გადარჩენილი სამი ბავშვიდან ერთ-ერთი პილოტი გამოვიდა... ნირჯა ბხანოტი გამოვლენილი სიმამაცისთვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ინდოეთის უმაღლესი ჯილდოთი - აშოკ ჩაკრას მედალით. 2016 წელს კი გამოვიდა მხატვრული ფილმი, სახელწოდებით "Neerja", რომელიც ნირჯა ბხანოტის გმირულ საქციელზე მოგვითხრობს. 2388 11-ს მოსწონს 2-ს არა
|