x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ამ ისტორიამ მსოფლიო შეძრა! - გოგონა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 360 ადამიანი გადაარჩინა
image

ეს მოხდა 1986 წლის 5 სექტემბერს, პაკისტანში, ქალაქ კარაჩში. რადიკალური ისლამისტების ჯგუფმა ხელში ჩაიგდო ამერიკული ავიაკომპანიის - Pan American-ის თვითმფრინავი. რომ არა მამაცი სიუარდესა ნირჟდა ბხანოტი, ასობით ადამიანი დასაღუპად განწირული იყო. თუმცა გოგონამ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გასწირა საკუთარი სიცოცხლე სხვების გადასარჩენად.
image

ნირჯამ საშუალო სკოლა დაამთავრა და მუმბაიში სწავლობდა. გარკვეული დროით მოდელად მუშაობდა და ბევრი ცნობლი ბრენდის წარმომადგენელი იყო. 1985 წლის მარტში ნირჯა გარიგებით გაათხოვეს, მაგრამ ორი თვის შემდეგ სახლში დაბრუნება მოუწია, რადგან ქმარი მზითვით უკმაყოფილო დარჩა. წარუმატებელი ქორწინების შემდეგ ნირჯამ გადაწყვიტა Pan American-ში სტიუარდესად დაეწყო მუშაობა.
image
ბხანოტი უფროს ბორტგამცილებელი იყო რეისზე "PA 73". როცა მუმბაიდან აფრენილი თვითმფრინავი 05:00-ზე ჩაფრინდა პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, ოთხმა შეიარაღებულმა ტერორისტმა ხელში ჩაიგდო თვითმფრინავი, ეკიპაჟი და მგზავრები კი მძევლებად აიყვანა. ნირჯა მაშინვე გონს მოეგო: მან მოახერხა პილოტების გაფრთხილება, რის შედეგადაც მფრინავებმა შეძლეს სათადარიგო ლუქიდან გასვლა და თვითმფრინავის დატოვება.
image
თავიდან ტერორისტებმა დახოცეს ყველა, ვინც კი განაცხადა, რომ ამერიკელი იყო, შემდეგ მგზავრებს მოსთხოვეს პასპოპრტები ჩაებარებინათ. ამგვარად განზრახული ჰქონდათ დანარჩენი ამერიკის მოქალაქეებიც დაეხვრიტათ. მაგრამ მამაცმა სტიუარდესამ შეძლო პასპორტების დამალვა ნაგვის საცლელში. და, შესაბამისად, ისლამისტებმა აღარავინ მოკლეს, რადგან უბრალოდ ვერ შეძლეს ამერიკელების ამოცნობა.

პაკისტანის პოლიციის მხრიდან შეტევის მომენტში ნირჯამ ისარგებლა არეულობით და ყველა მგზავრის ევაკუირება მოახერხა. იგი არ შეუშინდა არც სროლას და არც აფეთქებებს. სანამ თავადაც დატოვებდა თვითმფრინავს, ახალგაზრდა სტიუარდესამ ერთ-ერთ სავარძელზე დამჯდარი სამი ბავშვი შენიშნა, რომლებსაც გასვლის ეშონოდათ.
image

გოგონა დაბრუნდა, მაგრამ ტერორისტებმა ბავშვები შეამჩნიეს და ცეცხლი გაუსხნეს. ნირჯა პატარებს მთელი ტანით გადაეფარა და სასიკვდილოდ დაიჭრა. თუმცა სიკვდილამდე მაინც შეძლო ბავშვების თვითმფრინავიდან გაყვანა...


სხვათა შორის, ნირჯას მიერ გადარჩენილი სამი ბავშვიდან ერთ-ერთი პილოტი გამოვიდა...

ნირჯა ბხანოტი გამოვლენილი სიმამაცისთვის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ინდოეთის უმაღლესი ჯილდოთი - აშოკ ჩაკრას მედალით.



image
2016 წელს კი გამოვიდა მხატვრული ფილმი, სახელწოდებით "Neerja", რომელიც ნირჯა ბხანოტის გმირულ საქციელზე მოგვითხრობს.



image


5
2388
11-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2388
  
2016, 13 სექტემბერი, 22:23
რაღაც კითხვას სვავენ ყოველ კვირას და პირველი ვინც გასცემს სწორ პასუხს, მის სასურველ ფილმს თარგმნიან
2016, 13 სექტემბერი, 22:20
უი, გილოცავ!:) და რომელ კონკურსში გაიმარჯვე? :)
2016, 13 სექტემბერი, 21:41
იმედია აჭარანეთი დადებს, კიდე თუ გავიმარჯვებ კონკურსში, ამ ფილმს მოვითხოვ
2016, 13 სექტემბერი, 21:01
კი, ალექს, გეთანხმები, მეც სემთხვევით გადავაწყდი ამ ისტორიას და ძალიან იმოქმედა. ფილმი დევს ინტერნეტში, გუგლში ბევრ საიტზე იპოვი, ინგლისურადაც და რუსულადაც. მეც მინდა ვუყურო. ქართულად არ ვიცი, არა მგონია გადათარგმნა მოესწროთ, წელს გამოვიდა.
2016, 13 სექტემბერი, 20:07
ვაიმე ნათი ეს რა ისტორია დადე ჩემო კარგო. ესეთი რაღაცეები ჩემზე ძაან მოქმედებს. რა მაგარი გოგო ყოფილა აზე ხარ? გული ამიჩუყდა ბრავო. ამის ფილმს თუ სადმე ნახავ ძალიან დიდი თხოვნით დამიპოსტე რა გეხვეწები:-(
0 1 5