x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
«საკვები გონებისთვის» – ის, რაც კაკლის შესახებ უნდა ვიცოდეთ

კაკალი — იდეალური საკვებია მათთვის, ვისაც მეხსიერების გაძლიერება, სხარტი გონების ქონა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა. ის ნამდვილი «არისტოკრატია» თხილეულს შორის.

კაკლის სამშობლო მცირე და შუა აზია არის. მას ხშირად, იმ სასარგებლო თვისების გამო, რაც გააჩნია, «გონების საკვებსაც» ეძახიან და სიმბოლურია, რომ მისი ნაყოფის ფორმა ადამიანის ტვინს ძალიან ჰგავს.


image




«ღმერთების რკო»


როგორც აღვნიშნეთ, კაკლის სამშობლო აზიაა, მაგრამ მისი გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია: ამერიკიდან – შუა აზიამდე, ბალკანეთის ნახევარკუნძულის «გავლით». ძველ საბერძნეთში კაკლის ხის ნაყოფს «ღმერთების რკო» ეძახდნენ, რაც მისი სამკურნალო თვისებებით იყო განპირობებული. გარდა ამისა, ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა შენიშნეს, რომ ვინც ნიგოზს რეგულარულად მოიხმარდა, უკეთესი მეხსიერებით და განვითარებული აზროვნებით გამოირჩეოდა. სწორედ ამის გამო, ბაბილონში უბრალო ადამიანებს კაკლის მოხმარება ეკრძალებოდათ, – ხელისუფლებას არ უნდოდა, რომ ისინი «მეტისმეტად ჭკვიანები» გამხდარიყვნენ.




თხილეულის მეფე


კაკალი დამსახურებულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო პროდუქტად. ყოველდღიურად, თუნდაც ერთი კაკლის მირთმევის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად მცირდება ათეროსკლეროზის განვითარების რისკი. ნიგოზი ისეთ მნიშვნელოვან მინერალებს შეიცავს, როგორიც არის რკინა, კობალტი, თუთია და სპილენძი. გარდა ამისა, მასში უამრავი ვიტამინიც არის. ნიგოზი სასარგებლოა დიაბეტის, სტრესის, გულ–სისხლძარღვთა დაავადებების და ანემიის დროს. მამაკაცებს ნიგოზი პოტენციის აღდგენაში ეხმარება, არის კარგი პროფილაქტიკური საშუალება ადენომის და პროსტატიტის ადენომის წინააღმდეგ. ხოლო, ქალებს ეს პროდუქტი ჯანმრთელი და ლამაზი კანით უზრუნველყოფს. ნიგოზისგან ამზადებენ კოსმეტიკურ რძეს, ხოლო კაკლის ხის ფოთლის ნახარში – საუკეთესო საშუალებაა თმის დასაბანად და გასამაგრებლად.



სასარგებლო თვისებები


კაკლის სარგებლობა ჯანმრთელობისთვის უდაოა. სასარგებლო ცხიმების, ცილების, ბოჭკოვანას, ვიტამინების (А, В1, В2, В6, С, Е, Р, РР, К, ) და მინერალების (მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, იოდი) მაღალი კონცენტრაცია, კაკალს უნიკალურ გემოს ანიჭებს და ბევრი დაავადების სამკურნალო ნატურალურ საშუალებად ხდის.

კაკალი — სპორტსმენების საუკეთესო მეგობარია. მის შემადგენლობაში შედის არგინინის ამინომჟავა, რომელიც სისხლძარღვებს აფართოებს და ხელს უწყობს კუნთებში სისხლის აქტიურ მიმოქცევას.

ნიგოზი ყველაზე დიდი რაოდენობით Е ვიტამინს შეიცავს, რომელიც მანდილოსნებს ჯანსაღი კანის, თმის და ფრჩხილების შენარჩუნებაში ეხმარება, ხოლო მამაკაცებს პროსტსტიტის ადენომის განვითარებისგან იცავს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ნიგოზი დიდი რაოდენობით ბიოაქტიურ ნივთიერებას შეიცავს, რაც თავის მხრივ, დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე, ხსნის ნერვულ დაძაბულობას და თავის ტვინის მუშაობის აქტივაციას იწვევს.

ნიგოზი სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლისთვისაც. იოდის დიდი რაოდენობის შემცველობის გამო, ის ამ ორგანოს დაავადებებისგან დაცვის საუკეთესო საპროფილაქტიკო საშუალებაა.

მაგნიუმის დიდი რაოდენობის შემცველობის წყალობით, ნიგოზს დამამშვიდებელი და მსუბუქი საძილე საშუალების ეფექტი აქვს. 2-3 კაკალი, თაფლთან ერთად, სისხლძარღვების სპაზმის მოხსნის და წნევის დაწევის საუკეთესო საშუალებაა.

ნიგვზის შემადგენლობაში შემავალი ცილები, რძის და ხორცის ცილების ექვივალენტურია, თუმცა ლიზინის შემცველობის გამო, მისი ათვისება უფრო სწრაფად ხდება. ამასთან, მცენარეული ცილების გადამუშავებისას, ორგანიზმში არ ხდება შარდმჟავის გამოყოფა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში მარილების დაგროვება არ ხდება.

სასარგებლოა კაკლის უღელიც, რომლის ნახარში არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

და კიდევ, ნიგოზი ახალგაზრდობის გახანგრძლივების საუკეთესო საშუალებაა, რადგან მის შემადგენლობაში არსებული მანგანუმის და სპილენძის მინერალები, ორგანიზმში ნაადრევი სიბერის გამომწვევ, თავისუფალ რადიკალებს ანადგურებენ.



კაკლის არჩევა


სავაჭრო ქაელში იყიდება როგორც ნიგოზი, ისე კაკალი და ამ პროდუქტის შეძენისას, იმის გათვალისწინება არის საჭირო, რომ შავი ფერის ნიგოზი ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე შედარებით ღია ფერის. გარდა ამისა, შეძენამდე უნდა ნახოთ, დამძაღებული (ძველი კარაქის მაგვარი სუნი აქვს) ხომ არ არის. რა თქმა უნდა, ნიგოზი მოსახმარად გამზადებული პროდუქტია. თუმცა, ვარგისიანობის ვადა უფრო ნაკლები აქვს, ვიდრე კაკალს.

თუ არჩევანს კაკალზე შეაჩერებთ, მაშინ თითოეულის მასა ხელით უნდა შეაფასოთ და მძიმეები შეიძინეთ. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ, რომ ნაჭუჭი გაბზარული არ იყოს, არ ჰქონდეს ლაქები და ნახვრეტებო — მსგავსი ნიშნები შიგნით მავნებლის არესბობაზე მიუთითებს.

რაც შეეხება შენახვას, დიდი ოდენობით ცხიმმჟავების შემცველობის გამო, არასათანადო პირობებში შენახვის შემთხვევაში, კაკალი მალე ფუჭდება. კაკალმა სასარგებლო თვისებები დიდი ხნის მანძილზე რომ შეინარჩუნოს, ის მაცივარში, ჰერმეტულ კონტეინერით უნდა ინახებოდეს. ხოლო, ნიგოზის შენახვა, მშრალ, ბნელ და გრილ ადგილზე, 6 თვის მანძილზე შეიძლება.



საინტერესო ფაქტები:


1. კავკასიაში კაკალი წმინდა ხედ ითვლება და მის მოჭრას ყველა ერიდება. ამიტომ, რეგიონში ბევრია ისეთი ხის ნახვა შეიძლება, რომელის ასაკი არა ერთ ათეულ და ასეულ წელს ითვლის.

2. 400 გრ. ნიგოზს შეუძლია ჩვენი დღიური რაციონის სრულად ჩანაცვლება, რადგან ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ყველა სახის ვიტამინს და მინერალს შეიცავს. მაგრამ...

3. დიეტოლოგები დღის მანძილზე მხოლო 100 გრ. ნიგვზის მოხმარების რეკომენდაციას იძლევიან. ამ პროდუქტის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება ნუშისებრი ჩირკვლების გადიდება, სტომატიტი, სისხლძარღვების სპაზმები და თავის ტკივილი გამოიწვიოს.

4. საკვები ღირებულების თვალსაზრისით, 100 გრ. ნიგოზი — 300 გრ. ხორბლის პურის, 700 გრ. კარტოფილის ან 1 ლ. ძროხის რძის ტოლფასი იქნება.
5. ნიგვზიდან მაქსიმალური სარგებლობის მიღება, მისი კარგად დაღეჭვის შემთხვევაში შეიძლება.

6. კაკლის ნაჭუჭიდან უმაღლესი ხარისხის აქტივირებულ ნახშირს ამზადებენ.
7. შუა აზიაში დარწმუნებულები არიან, რომ კაკალს ყვავილი არა აქვს და ამასთან დაკავშირებით, გამოთქმაც არსებობს: «ვინც კაკლის ყვავილს ნახავს, მოკვდებაო».
8. ერთ დიდ ხეს წელიწადში, შესაბამისი კლიმატური პირობების შემთხვევაში, 300 კგ. კაკლის ნაყოფის მოცემა შეუძლია.
9. კაკლის 21 სახეობა არსებობს და ყველაზე ცნობილი, მათ შორის — Juglans regia (ნიგვზის ხე) არის.
10. კაკლის მწვანე რძიანი ნაყოფი დიდი რაოდენობით С ვიტამინს შეიცავს. მეცნიერების შეფასებით, ერთი ნაყოფი, რომლის მასა 15 გრამს შეადგენს, 100 მლ. გრ-მდე С ვიტამინს შეიცავს, რაც ზრდასრული ადამიანისთვის, დღე-ღამის ორმაგ დოზას წარმოადგენს.

imageimageimageimageimageimageimage






0
687
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
687
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0