x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
10 ფრესკა, რომელზეც ნათლად ჩანს უცხოპლანეტელთა კვალი. ფრესკებიდან ერთ-ერთი საქართველოშია!

ხელოვნებაში, განსაკუთრებით ფერწერაში, ჩვენ ხშირად ვხვდებით ისეთ, ნამუშევრებს, რომლებზეც აღბეჭდილია არაამქვეყნიური მოვლენები და არსებები. თუმცა ეს სტატია განსაკუთრებულად საინტერესოა იმით, რომ ქვემოთ მოყვანილია 10 კლასიკური რელიგიური შინაარსის ნიმუში, რომლებშიც ნათლად ჩანს კავშირი რელიგიურ სცენებსა და გარე სამყაროს შორის. image10) ხარება - კარლო კრიველი (1486 წ)
ნამუშევარი ეკუთვნის იტალიელ კარლო კრიველს. მასზე აღბეჭდილია ღვთისმშობელი ცოტა ხნით ადრე, სანამ გაიგებს, რომ უნდა შვას იესო ქრისტე - მხსნელი კაცობრიობისა.
თქვენ ალბათ შემჩნევდით ცაზე გამოსახულ წრიული ფორმის ობიექტს. ხელოვნებათმცოდნეები და ისტორიკოსები ამბობენ, რომ ღვთისმშობლის თავზე არსებული ეს ამოუცნობი ობიქტი შარავანდედია. თუმცა “UFO"-ს და სხვა არაამქვეყნიური არსებებეის სპეციალისტები ერთხმად აცხადებენ, რომ ეს ობიექტი უცხოპლანეტელების “თეფშია''.image9) ქრისტეს ჯვარცმა (კოსოვო) - ვისოკი დეკანი (1350 წ)
ეს ფრესკა, რომელზეც გამოსახულია ქრისტეს ჯვარცმის სცენა, მდებარეობს კოსოვოს ერთ-ერთ მონასტერში.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ორი ობიექტი, განთავსებული ფრესკის მარჯვენა და მარცხენა ზედა კუთხეებში, წარმოადგენენ მზეს და მთვარეს, თუმცა ეს არაა მართებული მსჯელობა, ვინაიდან ქრისტიანობაში მზე და მთვარე არ წარმოადგენს რაიმე ღვთაებას ან ღვთიურ საწყისს. ამას ამბობენ “UFO''-ს სპეციალისტები და მატკიცებენ, რომ ეს ობიექტები დაკავშირებულია გარე სამყაროსთან.image8) ქრისტეს ნათლისღება - აერტ დე გელდე (1710)
ჰოლანდიელი ხატმწერის მიერ შესრულებულ ამ ფრესკაზე ჩანს დისკი ფორმის ნათება, რომლიდანაც გადმოდის სხივები და ქრისტეს მონათვლის ადგილს ეცემა.
მხატვარი გელდე გახლდათ რემბრანდტის გამორჩეული მოწაფე. ერთნი ამბობენ, რომ მას შემთხვევით ხელში ჩაუვარდა ვატიკანის არქივები და მისი “საიდუმლო ცოდნა''. ფიქრობენ, რომ გელდის ეს და სხვა ნახატები არის სწორედ ამ “საიდუმლო ცოდნის'' ჭკვიანურად გავრცელება ხალხში.
შესაძლოა ეს მართლაც ასეა, თუმცა ფაქტი ერთია, რომ სინათლის ოთხი სვეტი, რაღაც ამოუცნობი ობიექტიდან გარდმოედინება.
ამჟამად ეს ნამუშევარი ინახება ერთ-ერთ მუზეუმში, ცამრიჯში, დიდ ბრიტანეთში.image7) მადონა და წმინდა ჯოვანინო (1400-იანი წლები)
ეს ნახატი განსაუთრებულად საინტერესოა. თუ კარგად დააკვირდებით თქვენ დაინახავთ მადონა მარჯვენა მხარეს, უკანა ფონზე გამოსახულ ამოუცნობ ობიექტს, მის ქვემოთ კი კაცს ძაღლთან ერთად. კაცი უყურებს ამ ობიექტს, ძაღლი კი უყეფს მას. ეს ამტკიცებს იმას, რომ ობიექტი არ არის ღვთაებრივი. მაშ რა არის ეს?image6) ტრიუმფი (1538 წ)
გობელენზე შესრულებული ეს ნამუშევარი რამდენიმე ამოუცნობ ობიექტს ასახავს. ის შეიქმნა 1538 წელს, ბრიუგეში, ბელგიაში. აღნიშნული ობიექტები მართლაც ძალიან ჰგავს თანამედროვე ე.გ უცხოპლანტელთა თეფშებს.
დღესდღეობით ნახატი გერმანიაში ინახება.image5) ლა თებაიდე (La tebaide) - (მე-15 საუკუნის მეორე ნახ.)
ეს ნამუშევარი მოიცავს რამდენიმე რელიგიურ სცენას, ქრისტეს ჯვარცმას და სამონასტრო ცხოვრებას. დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს ცენტრთან ახლოს, მარჯვენა მხარეს გამოსახულ ქრისტეს ჯვარცმის სცენას, მის ქვემოთ კი დისკოს ფორმის ობიექტს. “უფოლოგისტების'' აზრით ეს ობიექტი უცხოპლანეტელთა თეფშია.
ამჟამად ნიმუში ინახბა ფლორენციაში, იტალიაში.imageimage4) თოვლის სასწაული - მასოლინო დე პალიკალე (1428–1432 წ)
ნახატი ასახავს მეოთხე საუკუნეში აგვისტოში თოვლის წამოსვლის სასწაულს. ფრესკაზე ჩანს იესო ქრისტე და ღვთისმშობელი, რომლებიც ღრუბელზე, ანუ ზეცაზე არიან დაბრძანებულნი. მათ უკან კი ბევრი პატარ-პატარა ღრუბელია, თუმცა უცხოპლანეტელთა სპეციალისტები ამ ობიექტებს სულაც არ აღიქვამენ ღრუბლებად...image3) “ისრაელო, დაამაყარე იმედები ღმერთზე'' (მხატვრობა)
ამ იდუმალ ფერწერულ ნამუშევარზე ასახულია უზარმაზარი დისკოს ფორმის ობიექტი ცეცხლმოკიდებული ტაძრის თავზე. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიკოსების ნაწილი ამტკიცებს, რომ ობიექტი უბრალოდ კვამლია და მეტი არაფერი, სხვებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ დისკო უცხოპლანეტელებთანაა კავშირში.image2) ეუქარისტის დიდება - ვენტურა სალიმბენი (1600 წლები ან უფრო ადრე)
თქვენ ალბათ შეამჩნევდით ნახატის ზედა ნაწილში იესო ქრსიტესა და მამა ღმერთს შორის არსებულ სფეროს ფორმის ობიექტს.
ერთნი ამბობენ, რომ ეს უბრალოდ რაიმე ღვთაებრივი მინიშნებაა, ზოგნი კი ამტკიცებენ, რომ ეს არის სატელიტი, სხვა სამყაროებთან. ვინაიდან მეტალის ფერი, რომელიც გამოსახულია ნახატზე, ამტკიცებს, რომ ეს არ არის ღვთაებრივი ნიშანი. image1) ქრისტეს ჯვარცმა - საქართველო (დაახ. 1600 წ)
მე-9 ნომერში აღნიშნული ფრესკის მსგავსად ამ ფრსესკაზეც მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ჯვარცმა. ფრესკა განთავსებულია საქართველოში, მცხეთაში - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. ფრესკის ორივე მხარეს ზედა კუთხეებში, კარგად ჩანს ამოუცნობი ობიექტები, რომელშიც “უფოლოგების'' მტკიცებით ჩანს სახეები, რომლებიც ამ ობიექტებს მართავენ. image

3
2160
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2160
  
2016, 13 სექტემბერი, 21:39
არაფრისოოო
2016, 13 სექტემბერი, 20:45
ძალიან დიდი მადლობააა
2016, 13 სექტემბერი, 19:52
თვის ერთერთი ყველაზე საინტერესო და საოცარი სტატიაა. მე ძალიან მომეწონა გვანცც
0 1 3