x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რა მოხდება თუ დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება ერთდროულად გონიერი გახდება?

image

უცებ რომ წარმოვიდინოთ და ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება ადამიანივით გონიერი გახდეს რა მოხდება? რა ელოდება დედამიწას?ამის გარკვევას BBC Future შეეცადა.



"რაც მოხდება ამის პასუხი შეიძლება ავღწეროთ ერთი სიტყვით-ქაოსი"-აცხადებს ინეს კატჰილი, ბრისტოლის უნივერსიტეტის ქცევითი ბიოლოგიის სპეციალისტი-არც უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ინტელექტი, - ეს კარგია.


"ჩვენ ყველანი ერთმანეთს ამოვხოცავდით-მხარს უჭერს კოლეგას რობინ დანბერი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ევოლუციური ფსიქოლოგიის სპეციალისტი.-ადამიანები არასოდეს გამოირჩეოდნენ სხვა ცხოველების მიმართ განსაკუთრებული მშვიდობიანი თანაარსებობით."



ყველაზე დიდი ალბათობით გაიმართება მორიგი ახალი მსოფლიო ომი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანები როგორ ანადგურებდნენ ერთმანეთს და სხვა ცხოველების სახეობებს, არ არსებობს იმის მიზეზი, რომ სხვა ცხოველები, რომლებიც ინტელექტს შეიძენენ, სხვაგვარად მოიქცევიან.


მაინც რა მოხდება თუ საყოველთაო გონიერება დამკვიდრდება დედამიწაზე.მაინც ვინ გაიმარჯვებს?


მეცნიერებმა ადამიანის ყველაზე სახიფათო კონკურენტებად პრიმატები დაასახელეს.


მათაც ხომ აქვს შორისი თითები, ამასთანავე ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან.აგრეთვე მათ შეუძლიათ თავისუფლად დაეფლონ ჩვენს იარაღს, კომპიუტერებს თუ სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს.

მათ რიცხვს მიეკუთვნებიან აგრეთვე, ლომები, ვეფხვები, დათვები..აგრეთვე სპილოებიც.დიდი საფრთხე არ იქნებოდა ზვიგენებისგან და სხვა წყლის ბინადრებისგან, ისინი ოკეანეებში და ზღვებში გადაინაწილებდნენ გავლენის სფეროს.

image

მეცნიერების აზრით გამარჯვების ყველაზე ნაკლები შანსი აქვთ ბალახისმჭამელ ცხოველებს.ისინი დიდ დროს უთმობენ საკვებს, აგრეთვე ცხოველებს, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან გარემოს(უდაბნო, ჭაობი ან ჯუნგლები).


"ბოლო-ბოლო ჩვენ ყველას დავამარცხებთ-აცხადებს ალექს კაჩელნიკი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ქცევითი ეკოლოგიის სპეციალისტი-თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანებს გააჩნიათ თანამედროვე იარაღი და ამასთანავე რიცხობრივად ბევრად მეტნი ვართ."


მაგრამ მაინც რის წინაშე დამარცხდება ადამიანი და საერთოდ კაცობრიობა?ეს არის ბაქტერიები.


"ბაქტერიები ყველგან არის, ჩვენ სხეულშიც კი"-ამბობს კატჰილი, -"ისინი ყველაზე დიდი კონკურენტები იქნებიან.


"არც გამიკვირდება, თუ ეს პაწაწინა არსებები დარჩებიან გამარჯვებულები-ეთანხმება კოლეგას დანბარი-დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევიქმნებით ბევრად უფრო პრიმიტული არსებების მსხვერპლი: ეს არის ბაქტერიები და ვირუსები.

image

ეს იმის ნიშნავს, რომ დედამიწას დაიპყრობენ ბაქტერიები, მით უმეტეს მათ ნერვიული სისტემა არა აქვთ და მათი ინტელექტი კიდევ უფრო სახიფათო იქნებოდა.თან რაოდენობრივად ყველაზე მეტნი არიან, ხოლო ადამიანი მის წინაშე ბრძოლისთვის სრულიად უსუსური იქნება.


"სახეობების გაქრობასთან ერთად დაირღვევა ეკოსისტემაც და გადარჩებიან მხოლოდ ყველაზე ამტანნი: ესენი იქნებიან ბაქტერიები, ტარაკანები და ალბათ ვირთხებიც"-დასძენს მეცნიერი.


image


0
286
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
286
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0