x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ქალმა მუმია შობა- შოკისმომგვრელი ამბავი მედიცინის ისტორიაში
კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. ის, რომ ჯანმრთელობის ფასი არაფერია, ტყუილი გამონათქვამი არ არის დამეთანხმებით. მედიცინა მეცნიერებისა და პრაქტიკული საქმიანობის დარგია, რომელიც მიმართულია ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებების თავიდან აცილების, მკურნალობისა და სიცოცხლის გახანგრძლივებისაკენ. საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა გამოცდილებით დაგროვდა სამკურნალო საშუალებები და მეთოდები, რომლებიც შემონახულ იქნა, მათ შორის ხალხურ მედიცინაში და რომლებიც მოგვიანებით მეცნიერული მედიცინის ნაწილი გახდა. წარსულიდან მოყოლებული დღემდე კი ჩვენი სამედიცინო ისტორია რიგ დაავადებებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს ინახავს. მაშასადამე მედიცინის ისტორია სავსეა ველური სიუჟეტებით, უცნაური მკურნალობითა და სამედიცინო პროცედურებით, რომელშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ტკივილმა და ტანჯვამ. მიუხედავად ექიმების კეთილშობილური და გულწრფელი სურვილისა ჰუმანური გზით განეკურნა ესა თუ ის პაციენტი, სამედიცინო პროცედურები უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე დაავადება.


რაოდენ განსაცვიფრებელიც არ უნდა იყოს, დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ მეტად საოცარი ამბავი Zahra Aboutalib-ის შესახებ, რომელმაც მუმია შობა.


image


ეს ამბავი 1955 წელს დაიწყო. წარმოშობით მაროკოდან, 25 წლის Zahra Aboutalib-ი სამშობიაროში მშობიარეს სტატუსით აღნიშნული ტკივილებით მიიყვანეს. სამედიცინო შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მას გართულებული მშობიარობა ჰქონდა დაწყებული და საკეისრო კვეთა გარდაუვალი იყო. ამის გაგონებაზე ზარა ძალიან შეშინდა, რადგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ საკეისრო კვეთის შედეგად გარდაიცვალა მისი მეზობელი, ამიტომ შიშის ფონზე მან უარი განაცხადა ოპერაციაზე და უკან, კასაბლანკას სოფელში დაბრუნდა, სადაც იმ მომენტში ცხოვრობდა. სამედიცინო დაწესებულების ტრანსპორტით ქალი მის საცოხვრებელში მიიყვანეს, სადაც ის სახლის პირობებში თავად იმშობიარებდა. მცირე დროის შემდეგ გაუსაძლისმა ტკივილებმა გაიარა, ნაყოფიც აღარ მოძრაობდა და ზარამ ჩათვალა, რომ ბავშვმა მიიძინა.



ამ ამბიდან ზუსტად 50 წლის შემდეგ, მუცლის არეში მტანჯველი ტკივილების ჩივილით 75 წლის ასაკში Zahra Aboutalib-მა მიაკითხა ექიმს, რომელმაც მას ულტრაბგერითი გამოკვლევა ჩაუტარა და აღმოჩნდა, რომ გარე ორსულობის შედეგად, რომელიც ქალს 50 წლის წინ ჰქონდა, მკვდარი ნაყოფი მუმიფიცირებული იყო. სეფსისი კი მხოლოდ იმიტომ არ განვითარდა, რომ მკვდარი ნაყოფი ქალის სხვა ორგანოებს მიუერთდა და კალცინოზური გახდა. ხუთ საათიანი ოპერაციის შემდეგ ზარასმუცლიდან 40 სანტიმეტრიანი მუმიფიცირებული ნაყოფი ამოუღეს, რომელიც 2 კგ-ზე მეტს იწონიდა.


სამედიცინო ისტორიას მსგავსი შემთხვევების 290 ამბავი აქვს შემონახული.


imageimageimageimage

2
885
20-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
885
  
2016, 12 სექტემბერი, 12:01
გმადლობთ თამარ.
2016, 12 სექტემბერი, 11:58
დაუდევრობის გამო ხდება მსგავსი რამეები.ძალიან საინტერესო სტატიაა.
0 1 2