x
image
ციცი
Mediator image
"არც სანდრას სტრიპტიზ-აქციები, არც რურუას "ძველბიჭობა", არც ვარშალომიძის ნაზი ჟღურტული აინტერესებს ვინმეს!"

image
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს. მისი პოსტი 8 ოქტომბრის არჩევნებს ეხება, სჯერა გამარჯვების და ყველას მშვიდობიან ბარიკადებთან ბრზოლისკენ მოუწოდებს:

"ჩვენ ამ ბრძოლასაც მოვიგებთ!

მთავარია ეჭვმა და გულგატეხილობამ არ გვაჯობოს!
მთავარია ერთმანეთის გვჯეროდეს!
მთავარია გვახსოვდეს, რომ ერთხელ უკვე გავიმარჯვეთ! ერთხელ, ერთ ბრძოლაში, ერთი სიმაღლე ავიღეთ, ღირსეულთა შესატყვისი სიმაღლე!
... და რაში გვაინტერესებს ვინ წერია ამ არაფრის მთქმელ სიებში?! ვინ რომელ სავარძელს ერგება?! ვინ რა გზით ცდილობს პოლიტიკურ აბანოში მოხვედრას?

1....აბანოში, სადაც თეთრიც და შავიც ჩვენი დასანახი და შესაფასებელია... და წყალიც ჩვენი გადასაკეტი!!!!! იყვნენ, იჭყუმპალაონ....
ჩვენ ერთი ბრძოლა უკვე მოვიგეთ!
4 წლის წინ... ბრძოლა ღირსების გადასარჩენად!
რთული და ტკივილიანი იყო ეს 4 წელი...
შინაური და გარეშე მტრების მოგერიების 4 წელი...
"მეგობრული" შანტაჟებით და ფარული დიპლომატიური ულტიმატუმებით სავსე 4 წელი!
"მაიდნების" საშიშროებით, მოქრთამული "სტივ რასელებით". NDI-ს ჩატარებული "ჩაუტარებელი" კვლევებით, ლარის ხელოვნური ვარდნა-გაფრენებით, ნაციონალური უნამუსობით და უსინდისობით გაჯერებული 4 წელი!!!!!!!!!!!!!!!!!
გადავაგორეთ!!!
ჭკუით, მოთმინებით, სიდინჯით გადავაგორეთ!!!
კიდევ ერთი ბრძოლა გველის!
ბრძოლა მშვიდობიან ბარიკადებთან!
ბოლო ბრძოლა, რომელშიც ჩვენ თავს უნდა ვაჯობოთ, ჩვენ, გამარჯვებულებმა უნდა ვძლიოთ საკუთარ სიბრაზეს, გულგატეხილობას, შემოპარულ იმედგაცრუებას და დაგეგმილ ბოროტებას გადავეღობოთ!
ჩემო კარგებო, ჩემო უანგარო, ღირსეულო, საქართველოს რიგითო ჯარისკაცებო! შინაურ და გარეშე მტრებს გავაგებინოთ, რომ...
-არანაირ პროვოკაციებს არ ავყვებით!
-არანაირი დარღვევები არჩევნებზე არ იქნება!
-ეს იქნება ყველაზე სამართლიანი და ლეგიტიმური არჩევნები არჩევნებს შორის!
-არც ავტომაიდანი გამოუვათ!
-არც 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" სახეცვლილი სცენარი!
-უკრაინელი ტრენერებიც შეუძლიათ სახლებში გაუშვან... ემანდ, რამე შარს არ გადაეყარონ!
-არც მომრავლებულ ენჯეობეს, არც ამერიკის ელჩს, არც საქართველოს პრეზიდენტს და არც სიებში შეთხრილ "ნასედკებს" არ ექნებათ საფუძველი არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებისთვის!
-არც სანდრას სტრიპტიზ-აქციები, არც რურუას "ძველბიჭობა", არც ვარშალომიძის ნაზი ჟღურტული აინტერესებს ვინმეს! ეს წვრილმანებია!
ჩვენ კიდევ ერთ სიმაღლეს ავიღებთ!
ჩვენ კიდევ ერთ ბრძოლაში გავიმარჯვებთ!!!!
2016 წლის 8 ოქტომბერს!
ყველანი მშვიდობიან ბარიკადებზე!!!!!!!!!!"image


0
440
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
440
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0