x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
იღბლიანი რიცხვები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - აუცილებლად გამოგადგებათ


ზოდიაქო (ბერძნ. zōdiakos<zōon - ცხოველი), ეკლიპტიკის გასწვრივ განლაგებული 12 თანავარსკვლავედია. ზოდიაქოს თანავარსკვლავედებზე გადის მზის ხილული წლიური გზა ვარსკვლავთა შორის და მზის სისტემის პლანეტების ხილული წლიური გზები. სახელწოდება იმით არის გაპირობებული, რომ ზოდიაქოს თანავარსკვლავთა უმრავლესობა ძველთაგანვე ცხოველების სახელს ატარებს.

ზოდიაქოს ნიშნებით იბადებიან ადამიანები. ამის მიხედვით ჩვენ მათზე ბევრი რამის თქმა შეგვიძლია. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ თქვენ იღბლიან რიცხვებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით (+ მოკლე დახასიათება).

image1) ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ამ ნიშნის ადგილი ჰოროსკოპში არის N1, ამიტომაც ეს ნიშნები ყველგან და ყველაფერში პირველობას ცდილობენ. ვერძი - ძალიან ეგოისტური ნიშანია. ვერძი მებრძოლია, დაუკოებელი და შერკინებისაკენ მსწრაფი. არიან იდეალისტები და რომანტიკოსები. სამწუხაროდ, ვერძი ადვილად ივიწყებს ცხოვრების გაკვეთილებს და ხშირად მარცხისა და შეურაცხყოფის შემდეგაც ისეთივე მიმნდობი რჩება.
ვერძის ნიშნით დაბადებულთათვის იღბლიანი რიცხვია: 9 და ყველა რიცხვი, რაც 9-ზე იყოფა.image2) კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
ტიპური კურო - თბილი, მეგობრული, ნაზი და ვნებიანი ადამიანია, თუმცა შეიძლება ეს არც გამოაჩინოს. მიზნის მისაღწევად კურო ძალას იყენებს. მათ იციან, რაც უნდათ და ბეჯითად შრომობენ მისთვის. კურო მეტისმეტად მატერილაისტია, ხშირად ადგენს ფულის მომტან გეგმებს.
კუროს ნიშნით დაბადებულთათვის ბედნიერი რიცხვია: 6 და ყველა რაც 6-ზე იყოფა.

image3) ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
მრავალმხრივობა - ტყუპების ერთ-ერთი მახასიათებელია. არიან გონებამახვილნი და საზრიანნი, სწორედ ეს, ხშირად იწვევს მათში თვითკმაყოფილებას და ამპარტავნებას. ისინი საკმაოდ ემოციურნი არიან და ახასიათებთ განწყობის სწრაფი ცვლა.
ტყუპების იღბლიანი რიცხვი: 5 და ყველა სხვა რიცხვი, რომელიც 5-ზე იყოფა.image4) კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბი ძალიან მორცხვია და უარის თქმას უფრო მეტად ერიდება, ვიდე ყველა სხვა ნიშანს ერთად აღებულს. ამავე დროს, იგი საკმაოდ პატივმოყვარეა. არის ძლიერი და გაბედული. კირჩხიბი კომფორტის მოყვარე ნიშანია. ის ძალიან ეჭვიანია და იშვიათად ავლენს საკუთარ “მეს'' სასიყვარულო საქმეებშიც და ბიზნესშიც.
ამ ნიშნით დაბადებულთათვის ბედნიერი რიცხვია: 2 და ყველა რიცხვი, რომელიც 2-ზე იყოფა.image5) ლომი (23 ივილისი - 22 აგვისტო)
ლომს გააჩნია უკიდურესი პატივმოყვარეობა და სიამაყე. ლომს გონება კარგად აქვს განვითარებული. ის ინტელექტითა და მაგნეტიზმით არის დაჯილდოებული. ამ ნიშნის ადამიანები ბუნებით ხელმძღვანელები და მმართველები არიან. ლომის ნიშნისანები მეგობრულნი, მაგრამ გრძნობებში არცთუ ღრმანი გახლავთ.
ლომებისთვის იღბლიანი რიცხვებია: 1 და 11.image6) ქალწული (23 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ქალწულის ნიშნიანები მძლავრად განვითარებული ანალიტიკური ჭკუით არიან აღჭურვილნი. ქალწული წარმატებას აღწევს ლოგიკაში, წესრიგში, თანმიმდევრობასა და დისციპლინაში. ქალწული ხშირად გულჩათხრობილია და შესაძლოა ზომაზე ფრთხილიც. ქალწული - დაბადებით კრიტიკოსია. საუკეთესიდ ახასიათებს მას სიტყვა - ულიტარისტი.
მათი ბედნიერი რიცხვია: 5 და ყველა, რაც 5-ზე იყოფა. image7) სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
სასწორს ძალიან სჭირდება თავისი რწმენა და ჰარმონია. სასწორი გონიერებით გამოირჩევა და რჩევის საკითხავად მრავალი აკითხვას. იგი ამავე დროს გულწრფელი მეგობარია და მუყაითი, საქმიანი პარტნიორი. სასწორის დამოუკიდებლობა ურყევია.
სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ბედნიერი რიცხვია: 6 და ყველა, რაც 6-ზე იყოფა. image8) ღრიანკალი (24 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
ღრიანკალი მძლავრი ნებისყოფითაა აღჭურვილი. ღრიანკალი წარმატებისთვის უფრო მეტი ენერგიით იბრძვის, ვიდრე დანარჩენი ნიშნები ერთად აღებული. ღრიანკალი ძალიან ემოციურია. იგი სიტყვაძვირია, თავნება, გარდა ამისა, ყველაფრის საიდუმლოდ შენახვა უყვარს.
მათი იღბლიანი რიცხვები: 9 და ყველა, რაც 9-ზე იყოფა.image9) მშვილდოსანი (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მშვილდოსნები მოუსვენრები არიან: ისინი მუდამ აფართოვებენ თავიანთ პიროვნებას. მშვილდოსანს ყოველივე უცხო ხიბლავს. მას სწრაფად მოსდით თავში სხვადასხვა იდეები, მათი წარმატება კი ხშირად ინტუიციურ წინათგრძნობაზე არის დამყარებული. მშვილდოსანი საკმაოდ რომანტიკული და ვნებიანია. გულღიაობის მიუხედვად, ის ხშირად ძალიან მარტოსულია.
მშვილდოსნების იღბლიანი რიცხვებია: 3 და ყველა რიცხვი, რაც 3-ზე იყოფა.image10) თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
თხის რქას იშვიათად აკმაყოფლებს ის, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. თხის რქას მარტოობისკენ აქვს მიდრეკილება. მისი ბედნიერება მუყაით შრომაშია. ის დარწმუნებული უნდა იყოს ყოველი ნაბიჯის უსაფრთხოებაში. ცდილობს, რომ მის ირგვლის იყოს გონებამახვილი, უდარდელი ხალხი კომპანია, რათა მისი კონსერვატიული განწყობილება გააქარვოს.
ამ ნიშნით დაბადებულების ბედნიერი რიცხვია: 8 და ყველა, რაც 8-ზე იყოფა.image11) მერწყული (20 იანვარი - 18 თებერვალი)
მერწული მეამბოხე და ფიცხია. ის გამღები ნიშანია. ეს ხალხი ნამდვილი სიბეჯითით გამოირჩევა. მისი თვისებებია ორიგინალობა და თვითგამოხატვა. მერწულნი არასდროს არიან გულგრილნი. ისინი ასევე საოცრად მოწესრიგებული ხალხია.
გამორჩეული ბედნიერი რიცხვი არ აქვს.image12) თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი)
მთელს ზოდიაქოში თევზი ყველაზე ექსცენტრიულია. ის სრულიადნ უანგაროა. ამ ხალხს უყვარს ოცნებებში ცხოვრება. იგი მართალი პიროვნებაა, მაგრამ ბევრს მოიგებდა, მეტ რეალიზმს, მკაცრ დისციპლინას და პრაქტიკულობას თუ მოუხმობდა. ამ ნიშნის ხალხი ძალზე დაბნეული და გულმავიწყია.
თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანების ბედნიერი რიცხვია: 7 და ყველა, რაც 7-ზე იყოფა.image

1
12329
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
12329
  
2016, 12 სექტემბერი, 9:45
ვაჰ არ მჯერა ამ ჰოროსკოპების მაგრამ..ესე როგორ ემთხვევა?
0 1 1