x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134333
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ავტობუსი 27 ბავშვით ალიგატორებიან ტბაში გადავარდა, 10 წლის ბიჭი ნამდვილი გმირია
ეს საშინელი შემთხვევა მოხდა აშშ-ში ფლორიდას შტატში.


სკოლის ავტობუსის მძღოლი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს სახლებში არიგებდა. მოულოდნელად საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსი გზიდან გადავიდა, გაანგრია ტბის გარშემო არსებული შემოღობვა და წყალში გადაბრუნდა.


image


მოგვიანებით მოსწავლეები იხსენებდნენ, რომ მძღოლმა ყველაფერი იღონა, მაგრამ


ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა. მაგრამ ეს არაფერი _ ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, მაგრამ წყალსაცავი, რომელშიც ავტობუსი აღმოჩნდა, უბრალო ტბა არ იყო! იქ ალიგატორები ცხოვრობდნენ.


image



იქ რაც ხდებოდა, ნამდვილი კოშმარი იყო. ბავშვები შეშინებულები ყვიროდნენ და პანიკაში არ იცოდნენ რა ექნათ. მძღოლიც დაიბნა. და მაშინ 10 წლის ნიკოლასმა, პირველი მოვიდა რა გონს, მოქმედება დაიწყო და ყველა გადაარჩინა. მან ზურგზე მოისვა პატარა გოგონა, ამოძვრა ფანჯრიდან და გამოიყვანა ნაპირზე. მართალია ავტობუსი პატარა სიღრმეში გადაბრუნდა, მაგრამ დაბალკლასელების უმრავლესობისთვის ეს მანძილი მაინც გადაულახავ სიძნელეს წარმოადგენდა.


ნიკოლასმა გოგონა გადაიყვანა უსაფრთხო ადგილზე და კვლავ დაბრუნდა ავტობუსში. სანამ ალიგატორები განაგრძობდნენ ადამიანებზე ფრთხილ დაკვირვებას, ნიკოლასმა ნაპირზე კიდევ ორი პატარა გადაიყვანა.


image


ტბისკენ უკვე მორბოდნენ უფროსები. მალე ყველა ბავშვი უსაფრთხოდ იყო. არავინ არ დაშავებულა, მხოლოდ ერთმა ბიჭუნამ მიიღო რამდენიმე ნაკაწრი. პატარა


image


ნიკოლასს შეხვდნენ როგორც გმირს. ეჭვგარეშეა, ის მშვენიერი მამაკაცი გაიზრდება!




1
2859
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2859
  
2016, 11 სექტემბერი, 0:18
საყვარელი
0 1 1