x
image
melody_inside
ფიქრობდნენ, რომ მას სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ექიმი. მაგრამ ...

image
თქვენ შეიძლება უკვე ნანახი გაქვთ ეს სურათი. მან უკვე მოასწრო ინტერნეტ-სივრცის დაპყრობა. ბევრი თვლიდა, რომ ეს ფოტოშოპია. მაგრამ არა– ეს სურათი ნამდვილია. და, მასზე გამოსახული არაა გუბურაში ჩაძირული უბედური ლოთი.


ამ ადამიანს ქვია ჯიმი კოქსი, ის 23 წლისაა და ცხოვრობს შტატ ტეხასის ქალაქ გრანბერში. და ახლა მას მთელი მსოფლიო იცნობს, როგორც პლანეტის ყველაზე კეთილსინდისიერ სანტქნიკოსს.



მანამ, სანამ ჯიმი თავისი შესახედაობით აშინებდა მცირერიცხოვან გამვლელებს, ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ანდრეა ადამსმა ეს სურათი გადაუღო. მას უბრალოდ არ შეეძლო არ ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, თუ როგორი აღმაფრენით არემონტებდა მის სახლთან მილს ახალგაზრდა სანტექნიკოსი. იმის გამო, რომ ბიჭს არ შეეშინდა ჩაეყვინთა გუბეში, მან შეძლო იმ გაჟონვის შეკეთება, რომელიც რაიონის ნახევარს დატბორავდა.

image

ამის შემდეგ სანტექნიკზე ტელევიზიაშიც ალაპარაკდნენ. იმ კომპანიამაც კი, რომლის წარმოებული ჯინსის შარვალიც ეცვა იმ დღეს, ეცადა დაეჭირა მისი ცოტაოდენი დიდება და შესთავაზა ჯიმს მთელი წლის მანმავლობაში უფასოდ აერჩია ტანსაცმელი მის საფირმო მაღაზიებში.

ადამიანები მთელი მსოფლიოდან წერენ მას და გამოხატავენ თავიანთ აღტაცებას. თვითონ ყმაწვილი, რა თქმა უნდა მადლობელია თბილი სიტყვებისთვის, მაგრამ ირწმუნება, რომ უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდა, როგორც ყოველ დღე. ვიმედოვნებთ, რომ მისი ხელმძღვანელობაც მოინდომებს თავისი აღფრთოვანების გამოხატვას არა მხოლოდ კომენტარებში, არამედ სოლიდური პრემიის სახით.

1
640
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
640
  
2016, 10 სექტემბერი, 14:27
მილების შეკეთების საინტერესო მეთოდია
0 1 1