x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134376
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ღვიძლის გაწმენდა სახლის პირობებში (2 რეცეპტი). სუფთა ღვიძლი – კარგი ჯანმრთელობის უტყუარი გარანტი არის

ყველასთვის ცნობილია იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის 90% იმაზე არის დამოკიდებული, თუ რითი ვსუნთქავთ, რას ვსვამთ და რითი ვიკვებებით. ვთქვათ, ის თუ რას ვსვამთ და რას მივირთმევთ, ჩვენზე არის დამოკიდებული, მაგრამ რა ვუყოთ გლობალურ ეკოლოგიურ მდგომარეობას? ჰაერის სისუფთავის დაცვა ჩვენს ძალებს აღემატება და იმას, რაც ყოველი ჩასუნთქვის დროს ხვდება ჩვენს ორგანიზმში, ვერ გავაკონტროლებთ. ამდენად, როგორც არ უნდა ვეცადოთ თავის დაცვას, მავნებელი ნივთიერებები, ტოქსინების სახით, მაინც ხვდება ჩვენს ორგანიზმში. ამ ნივთიერებების მავნე ზემოქმედებისგან, ჩვენს ორგანიზმს ღვიძლი იცავს – ის სისხლს ასუფთავებს მავნე მინარევებისგან და ყველაზე მეტად, სწორედ ეს ორგანო ბინძურდება.

image


ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მძიმე ორგანოა, მისი წონა, ზრდასრული ადამიანის წონის 2, 5% შეადგენს, რაც საშუალოდ, 1, 5 კილოგრამის ტოლია.

ეს ორგანო ჩენს ორგანიზმში 500-ზე მეტ ფუნქციას ასრულებს. ღვიძლის მილიონობით უჯრედი გამუდმებით ამუშავებს სისხლს, რათა მისი სწორი ქიმიური შემადგენლობა უზრუნველყოს. ღვიძლის ფუნქციების დიდი ნაწილი საჭმლის მონელებას უკავშირდება. საკვებით გამდიდრებულ სისხლს ღვიძლი პირდაპირ წვრილი ნაწლავიდან იღებს, სადაც შემადგენლობას აწესრიგებს, სანამ გასუფთავებული სისხლი ჩვეულებრივ შევა მიმოქცევის სისტემაში. მასში ხდება ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გარდაქმნა, შხამიანი ნივთიერებათა გაუვნებელყოა, რიგი ფერმენტებისა და სხვა ნივთიერებათა, მათ შორის ნაღვლის წარმოქმნა. იგი ასევე ინახავს ვიტამინებსა და რკინას (ვიკიპედია).

მისი მრავალი ფუნქციიდან, მხოლოდ ორი: სისხლის გაფილტვრა და ნაღვლის გამომუშავება რომ გამოვყოთ, უკვე საკმარისი იქნება იმის გასაცნობიერებლად, თუ რას ნიშნავს ღვიძლი ადამიანისთვის და საჭიროა, თუ არა მასზე ზრუნვა – მავნე ნივთიერებებისგან მისი გაწმენდა.

ღვიძლის გაწმენდის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. აქ წარმოდგენილია ორი მათგანი, რომელიც ყველაზე მარტივი და ამავდროულად, ეფექტურიც არის.

image

imageრეცეპტი №1. თუ ქვემოთ აღწერილ პროცედურას ყოველდღიურად ჩაიტარებთ, ერთი კვირის შემდეგ, თავს უკეთესად იგრძნობთ, ხოლო სრული ეფექტი - ერთი თვის შემდეგ მიიღწევა. მიუხედავად ამისა, ეს ნაზავი, შეგიძლიათ, მუდმივად მიიღოთ.
დილით, როგორც კი გაიღვიძებთ, ჩაასხით ჭიქაში 1-2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (მზესუმზირის ან სიმინდის ზეთიც შეიძლება), დააწურეთ ნახევარი ლიმონის წვენი და დალიეთ. შემდეგ, შეგიძლიათ ყველაფერი გააკეთოთ, რასაც ყოველ დილით აკეთებთ.

ეს ნაზავი აძლიერებს ღვიძლში ნაღვლის გამოყოფას. დიდი რაოდენობით ნაღველი კი, წმენს ღვიძლის ყველა სადენს, გამოყავს ორგანოდან მავნე ნივთიერებები.
თავის მხრივ, ზეითუნის ზეთი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, წმენდს სისხლძარღვების კედლებს ნადებისგან და ხელს უშლის გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებების განვითარებას.
ნაზავის მეორე კომპონენტი – ლიმონის წვენი, დადებითად მოქმედებს ფილტვებზე და სასუნთ გზებზე, ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს. ასევე, შლის მარილებს შარდსადენებში და აუმჯობესებს სახსრების ფუნქციონირებას.
ლიმონის წვენის ჩანაცვლება შეიძლება მოცვის (აქვს დეზიმფექციისა და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამაღლებს ორგანიზმის ენერგეტიკას) ან გრეიფუტის (აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ქვემოთ წევს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს გულის და სისხლძარღვების მუშაობას) წვენით.
ყოველდღიურად თუ მიიღებთ ზემოთ აღნიშნულ ნაერთს, ღვიძლის გაწმენდაასთან ერთად, გაგიუმჯობესდებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობა და კანი გაგისუფთავდებათ. ის უფრო გლუვი და ხავერდოვანი გახდება.
image
imageრეცეპტი №2. დილით უზმოზე მიიღეთ 0, 5 თბილი წყალი ან ნაღვლისმდენი მცენარეების ნაყენი;
– ნახევარი საათის შემდეგ, ისევ 0, 5 ჭიქა თბილი წყალი, რომელშიც გახსნილი იქნება 1 სუფრის კივზი თაფლი;
– დაიდეთ თბილი სათბურა ღვიძლის მხარეს და ასე იწექით 1, 5 საათი;
– ამ პროცედურის შემდეგ, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ, რამდენიმე ბუქნი გააკეთეთ და ისაუზმეთ.

აღნიშნული პროცედურა 3 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტაროთ, პროფილაქტიკის მიზნით. კარგი იქნება, თუ ამ სახის I პროფილაქტიკური წმენდის ნაცვლად, 1 თვის მანძილზე, პირველი რეცეპტის მიხედვით ჩაიტარებთ ღვიძლის სრულ წმენდას, ხოლო 3 თვის შემდეგ, II რეცეპტით გააგრძელებთ ღვიძლზე ზრუნვას.

P.S. ღვიძლის გაწმენდა მათთვის, ვისაც ნაღვლის ბუშტში ქვები აქვს, მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არის რეკომენდირებული.

0
6756
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6756
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0