x
image
Lerato
კაცი, რომელიც +19 გრადუსზე გაიყინა – დაუჯერებელი რეალური ისტორია

image


XX საუკუნის 50-იან წლებში სატვირთო ხომალდი, რომელსაც პორტუგალიიდან ღვინო მოჰქონდა, მივიდა დანიშნულების ადგილზე, შოტლანდიაში. ერთ-ერთი მეზღვაური ცივ სატვირთო განყოფილებაში შევიდა, იმ მიზნით რომ შეემოწმებინა ყველა ბოთლი გადმოიტვირთა თუ არა. მეორე მეზღვაურმა, რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, კარი გარედან ჩაკეტა. უნებურად დატყვევებული ამაოდ ცდილობდა ხმა მიეწვდინა გარეთ მყოფთათვის. სამწუხაროდ მისი არავის ესმოდა... გემი კი ისევ პორტუგალიაში გაბრუნდა.

მეზღვაურმა საკმარისი რაოდენობის საკვები აღმოაჩინა, თუმცა, იცოდა რომ ასეთ ტემპერატურაზე დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მან აიღო რკინის ნაჭერი და მთელი თავისი ენერგიითა და დიდი ძალისხმევით გემის ტიხრებზე თავისი საშინელი ტანჯვის შესახებ ამოკაწრა. მან მეცნიერული სიზუსტით აღწერა ის გაუსაძლისი აგონია, რასაც განიცდიდა – თუ როგორ ახდენდა სიცივე მისი სხეულის პარალიზებას, როგორ მოეყინა ცხვირი, თითები ხელებსა და ფეხებზე, რამდენად აუტანელი იყო ყინულოვანი ჰაერით სუნთქვა და დამწვრობის შედეგად მიყენებული ტკივილის ატანა.

როდესაც გემმა ლისაბონში ღუზა ჩაუშვა და საბარგო განყოფილება გახსნეს, მეზღვაური უკვე გარდაცვლილი იყო. იქ მყოფებმა მის მიერ კედლებზე ამოკაწრული ისტორია წაიკითხეს. თუმცა, ყველაზე წარმოუდგენელი ამ ისტორიაში სულ სხვა რამ იყო – თერმომეტრი +19 გრადუსს აჩვენებდა. ვინაიდან გემი უკან საქონლის გარეშე ბრუნდებოდა, გაციების სისტემა გათიშული იყო. ადამიანი მხოლოდ იმიტომ გარდაიცვალა, რომ ეგონა სციოდა. ის საკუთარი წარმოსახვის მსხვერპლად იქცა.


11
606
15-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
606
  
2016, 13 სექტემბერი, 16:54
:-D ნუ გეშინიათ, თქვენი მეცც მეშინია
2016, 13 სექტემბერი, 16:40
უკვე გვეშინია :D
2016, 13 სექტემბერი, 16:31
დაგიჭირო ჯერ! ვერ გადამირჩები:-D
2016, 13 სექტემბერი, 16:29
შე ჭორიკანა. შენ მე არ გელაპარაკები. ნაწყენი ვარ. სულ დაიკარგე და მასე არ შეიძლება
2016, 13 სექტემბერი, 16:27
:D ალექს, არ გვიწყინო :P
2016, 13 სექტემბერი, 16:25
Ehehe ra dgeshi yofilan eseni da chemtan ar achvenebda am komebs rato. Netav..gavitvalisiwmeb gogoeboo:-D
2016, 13 სექტემბერი, 14:59
არ მიკვირს :D
2016, 13 სექტემბერი, 9:16
რა გითხრა აბა, ხატი, გველებთან და რეპტილიებთან შესახვედრად დაბინტული კი გარბოდა ამას წინათ :D:D
2016, 13 სექტემბერი, 9:11
მაგას ფსიქოსომატური აშლილობა ჰქვია. არ იდარდო – ნახევარ მსოფლიოს ეგ ჭირს ან გამოვლილი აქვს :) აღმოსავლეთში ამბობენ: "ყველაზე დიდი მტერიც კი ვერ უსურვებს ადამიანს ისეთ საშინელ უბედურებას, როგორც მის საკუთარი აზრებს შეუძლია მოუტანოს." ასე რომ, დილით რომ გაიღვიძებ თქვი – რა ჯანმრთელი, ბედნიერი, წარმატებული და მდიდარი ვარ !!! P. S. ჰო კიდევ... ლამაზი არ დაგავიწყდეს, ადრე რომ არ ჩამობერდე :D:D:D
2016, 13 სექტემბერი, 8:08
შენ და შენი პანიკები რა :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10