x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
«მტერს» «სახეზე» უნდა ვიცნობდეთ!.. – სახიფათო მცენარეები

სარეველები, რომლებიც ჩვენი სახლის მახლობლად იზრდება, ზიანი მხოლოდ სასოდლო–სმეურნეო ნარგავებს კი არა, ადამიანის ჯანმრთელობასაც აყენებს. ბევრი მათგანი სახიფათო ნივთიერებას შეიცავს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. აქ სწორედ იმ შხამიან მცენარეებს წარმოგიდგენთ, რომლებსაც დანახვის შემთხვევაში, გვერდი უნდა ავუაროთ.


ხვართქლა


ეს ლამაზი მცენარე, რომელიც თვალს ახარებს, რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენთვის. ის ტოქსიკურ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, დიარეას და პირის და ცხვირის ღრუში წვის შეგრძნებას იწვევს.


image


image

დიყი


ამ მცენარის წვენი კანზე ანთებას და წყლულებს იწვევს, რომლებიც დიდი ხნის მანძლიზე არ ხორცდება. ხოლო, განსაკუთრებით რთულ შემთხვევაში – თავბრუსხვევის, თავის ტკივილის, ქავილის და გონების დაბინდვის მიზეზი ხდება.


image


image

ავშაფოთლიანი ამბროზია


ზაფხულში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ალერგენიული რეაქცია ამბროზიას მტვრიანებს უკავშირდება, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთებას და ცრემლდენას იწვევს.



image


image

კონიო


კონიოს მზაკვრობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი ახლად ამოსული ყლორტები ძალიან ჰგავს ოხრახუშს. შეცდომის დაშვების ეფექტი კი, ძალიან სავალალოა: იწვევს წნევის აწევას, სუნთქვის რიტმის დარღვევას და ცენტრალური ნერვული სისტემის პარალიზებას.


image


image

თეთრი ნაცარქათამა


ამ მცენარის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ის ძალიან ჰგავს თათაბოს, რომლითაც მხალს ამზადებენ და ცხოველების საკვებადაც იყენებენ. ხოლო, მცენარეების ერთმანეთში არევის შემთხვევაში, ადამიანი სერიოზული მოწამვლის რისკის ქვეშ დგება, რომელიც ორგანიზმის გაუწყლოვებაში ვლინდება.


image


image

ქრისტესისხლა


ეს მცენარე ძალიან პოპულარულია ხალხურ მედიცინაში – მას მეჭეჭების და კოჟრების მოსაცილებლად იყენებენ. თუმცა, ასეთი მკურნალობა შეიძლება ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახოს, რადგან ალკალოიდებს, რომელსაც მცენარე შეიცავს, ორგანიზმის სერიოზულად მოწამვლა შეუძლია. საუკეთესო შემთხვევაში, ეს შეიძლება კოლიკები, ღებინება და დიარეა იყოს. ხოლო, ქრისტესისხლას დიდი რაოდენობით გამოყენება, ლეტალურ შედეგს იწვევს.


image


image

ლენცოფა


ლენცოფა იწვევს ჰალუცინოგენურ ეფექტს, რომელსაც თან ტაქიკარდია, გახშირებული ოფლიანობა და სხეულის ტემპერატურის მომატება ახლავს. ამასთან, ტოქსიკურია ამ მცენარის ყველა ნაწილი. ამიტომ, არ შეიძლება მისი დაყნოსვა, ხელით შეხება და საკვებად გამოყენება. მასთან კონტაქტი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულ გართულებას იწვევს. ეს შეიძლება იყოს კრუნჩხვები, გონების დაკარგვა და სიკვდილიც კი.


image

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. რატომ იჩხუბეს სტალინმა და ჟუკოვმა ხალიჩების და დივნების გამო

2. ანტიდედამიწა – პლანეტა გლორია

3. შემთხვევები, როდესაც ბუნებამ თავისი ძლიერი და საშიში მხარე გვაჩვენა (20 ფოტო)

4. 10 მეტად უცნაური და მცდარი წარმოდგენა ძველი რომის შესახებ

5. ძილი ტვინს ტოქსინებისგან ასუფთავებს და ალცჰეიმერის დაავადების რისკებს ამცირებს

6. მხოლოდ ერთი ვარჯიში და... წელის ტკივილისგან გათავისუფლდებით






0
343
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
343
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0