x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გაიხსენეთ ბნელ-ტკბილი 90ანები. ეს სტატია თქვენს ბავშვობასა და ახალგაზრდობაში გამოგზაურებთ!
ო, რა მწარე იყო პურის რიგში დგომა. ვინ მოთვლის რამდენჯერ ვმდგარვართ დაუსრულებელ რიგში, პურის ტალონებით ხელში და მაინც არ შეგვხვედრია პური. რამდენჯერ გაგვითბია ხელები “კერასინკასთან'', რამდენჯერ გვტკენია თვალები სანთლის ან ლამფის შუქზე კითხვით და წერით მხოლოდ იმიტომ, რომ შუქი ძალიან იშვიათად მოდიოდა და თუ მოდიოდა, ხმამაღალი შეძახილების, ტაშის, სტვენის და სხვა სახის აღნიშვნების შემდეგ, მალე (მაქს. 1 საათში) ისევ მიდიოდა. რამდენჯერ გვიტირია კასანდრას ყურებისას, რომელსაც ჩვენ გარდა ყველა უყურებდა, უყურებდა ერთად, ერთი ტელევიზორის წინ, იმიტომ, რომ მხოლოდ ამ ტელევიზორის პატრონს ჰქონდა “დვიჟოკი''. რამდენი მეგობრობის დღიური გაგვიკეთებია და შეგვივსია. ეს და კიდევ ბევრი “რამდენი'' რამ, რაც 90-ან წლებს გვახსენებს. და თუ ის ყველაფერი რაც შენ ახლა წაიკითხე მართლაც გგვრის ნოსტალგიას და თვალწინ გიდგება შენი ტკბილი ბავშვობა და ახალგაზრდობა, ეს ნიშნავს, რომ შენც ჩემსავით ბნელი, მაგრამ ძააალიან ტკბილი 90-ანების შვილი ხარ. imageახალგაზრდა თაობას გაუკვირდება, თუკი ასეთი საშინელი იყო ეს პერიოდი, მაშ რატომ გვენატრება ის? ეს იმიტომ, რომ ბევრი ჩვენთაგანის ყველაზე კარგი წლები - ბავშვობისა და ახალგაზრდობისა, სწორედ ამ ეპოქას დაემთხვა.
ახლა კი, ჩართეთ ამ სიმღერებიდან რომელიმე და თვალი გადაავლეთ სურათებს, რომლებიც გამოგზაურებენ ტკბილ წლებში და 20-25 წლით უკან დაგაბრუნებენ.


1) ეს ნივთი ალბათ ყველამ იცანით, თუმცა მათთვის ვინც 90-ანებს არ მოსწრებია გეტყვით, რომ ეს არც მეტი არც ნაკლები - სარეცხის მანქანაა.image2) და აი, ეს ჯადოსნური მოწყობილობა, რომელიც ზამთრის ცივ დღეებში გაყინულ ხელებს გვითბობდა - ჩვენი საყვარელი ნავთის ქურა, თუმცა “კერასინკა'' უკეთ ჟღერს.

image3) ეს იყო 90-ანებს მოსწრებული ყველა მამაკაცის ოცნება - ე.გ “ნოლშესწი''.

image4) აბა ვის ახსოვს ეს სუნამოები?

imageimage5) ქალბატონებო, არ თქვათ, რომ ასეთი კაბა-შარვალი არ გქონიათ.

image6) ვის არ უყვარდა ეს საღეჭი რეზინა და კიდევ უფრო მეტად ტურბოს ნაკლეიკები?image7) ეს გემრიელობა ყველაზე პოპულარული სასუსნავი გახლდათ, რა თქმა უნდა სიგუას ნამცხვრის შემდეგ, რომელიც შაქრისა და კარაქის გარეშე მზადდებოდა და რომელმაც თითქმის იხსნა ჩვენი ბავშვობა იმისგან, რომ არასოდეს გაგვესინჯა ნამცხვარი. image

image8) ესეც ჩვენი ლეგენდარული მაგნა, რომლის შეძენაც ნებისმიერ “ბუტკაში'' შეგეძლოთ.

image9) ეს კი იმ დროს, ჩვენთვის იყო ჯაკუზიც, დუშ-კაბინაც, აბაზანაც და საერთოდაც ყველაფერი. დიახ! ეს ბანაობის (რომელიც ძირითადად კვირაში ერთხელ ხდებოდა) განუყოფელი ატრიბუტი - “ლახანკა'' გახლავთ.image10) ნურც ამ საოცარ ნივთს დავუკარგავთ ზამთრის ცივ დღეებში გაწეულ ღვაწლს. ეს სათბურაა, ანუ ე.გ “გრელკა'' (ამასობაში ვაკვირდები და რამდენი ბარბარიზმი გამოვიყენე ამ სტატიაში თითებზე ვეღარ ვითვლი უკვე). image

9
714
10-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
714
  
2016, 10 სექტემბერი, 7:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 9 სექტემბერი, 17:54
მართლაც ბნელი და ტკბილი 90იანები :დ
2016, 9 სექტემბერი, 15:52
ნამდვილად, თავისი ხიბლი აქვს მაინც ძველ დროსაც,
2016, 9 სექტემბერი, 15:16
პიკნიკის პეჩენიას ჩემი უბნის ლოთები ხაშლამას ეძახდნენ. ყიდულობდნენ ერთ პიკნიკს რაც შეიძლება ბევრ სპირტს. გააზავებდნენ წყალში და მიდიოდა შარაფი ჩაჯ...დე
2016, 9 სექტემბერი, 11:27
ეე რა მაგარია... მართლა ძაან მაგარი იყო.. ჩემი ბავშვობა ცუდად არასოდეს არ მახსენდება, ხანდიხან ამ პერიოდს მირჩევნია, ეხლა ყველა კომპიტერზე არიან დამოკიდებულნი, ადრე მეგობრები სულ ერთად ვიყავით
2016, 9 სექტემბერი, 10:58
გეთანხმები 100 %ით
2016, 9 სექტემბერი, 9:21
ვაიმეე, არ დაიჯერებ გვანცა და სწორედ 2 დღის წინ ვნოსტალგიობდი ჩემთვის, ვინც არ უნდა თქვას ამ ბნელი წარსულიდან რა უნდა მოგენატროსო, მაგრამ ნამდვილად არის მოსანატრებელი ის ფაქტი, რომ ერთობა, მეგობრობა, თანადგომა იყო შიმშილისდა მიუხედავად, ხალხთან კომუნიკაცია მყარდებოდა და არ არსებობდა ბრენდული სამოსი, ბოლო მოდელის აიFონი, რომლის გამოც დღეს ბევრი არჩევს მეგობარს. რა თქმა უნდა განვითარების და კომფორტის მხრივ ვერ შეედრება, მაგრამ მაშინ იყო ბევრი ის ღირებული, რაც დღევანდელ, ასე განვითარებულ დროში აღარ არსებობს. (ან ძალიან მინიმალური)
2016, 9 სექტემბერი, 8:21
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 9 სექტემბერი, 7:51
მდაა რაც არ უნდა საშინელი ყოფილიყო ვინც ბავშვობა მაგ პერიოდში გამოიარა მაინც ტკბილად გაახსენდება,იმიტომ რომ ბავშვობის უდარდელ წლებს ემთხვევა,რომელსაც ვეღარასოდეს დაიბრუნებ....რაც შეეხება სიმღერებს,მართლაც კარგი ჰიტები იქმნებოდა..ჰო მანდ დადებული "ეს ეკლესია" გვიანდელი საზიზღარი კავერია..ორიგინალი დევს უი ტუბზე-"es eklesia(original)-ეს ეკლესია-(ორიგინალი) "
0 1 9