x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
Tesla-მ გამოუშვა ყველაზე სწრაფი სამომხმარებლო ავტომობილი მსოფლიოში
image

როგორც კომპანიის ოფიციალური ბლოგი იუწყება, ახალი მოდელი Model S P100D მხოლოდ ორ ავტომობილს ჩამორჩება ადგილიდან სიჩქარის აკრეფაში.ესენია: LaFerrari და Porsche 918 Spyder, სამაგიეროდ Tesla-ს ახალი მოდელი ამ ორ ავტომობილს ტევადობით სჯობნის და მისი ტირაჟი ისე შეზღუდული არ იქნება, როგორც ეს მისი სახელოვან კონკურენტებს აქვთ...და ბოლოს: Tesla ხომ მის კონკურენტებისგან განსხვავებით ელექტროავტომობილია.


კომპანიამ წარმოადგინა ორი გაუმჯობესებული მოდელი:Model S P100D და Model X P100D. მოდელი S-ი 100 კილომეტრ სიჩქარეს 2, 5 წამში ანვითარებს, რის გამოც იგი ყველაზე სწრაფ სამომხარებლო ავტომობილად ითვლება მსოფლიოში.ავტომობილი 4 კარიანია.მასში შესაძლებელი მოთავსდეს 5 ზრდასრული ადამიანი და 2 ბავშვი.


Model X P100D -ის მონაცემი შედარებით მოკრძალებულია, თუმცა შთამბეჭდავი: 100 კილომეტრ სიჩქარეს 2, 9 წამში ანვითარებს.სამაგიეროდ ავტომობილში 7 ზრდასრული მგზავრის მოთავსებაა შესაძლებელი.



ახალი მოდელების ერთ-ერთი მთვარი ღირსება ის არის კიდევ, რომ გაიზარდა აკუმლიატორის მოცულობა 100 კ.ვტ.საათამდე, რამაც გაზარდა ორივე მოდელის გადაადგილების ხანგრძლივობა.



ერთ დატენვაზე ახლა უკვე Model S შეუძლია 507 კილომეტრის გავლა(ადრე მაქსიმალური მაჩვენებელი 435 კილომეტრი იყო.)კომპანია აღნიშნავს, რომ Model S პირველი ელექტროავტომობილია მსოფლიოში, რომელსაც ერთი დატენვით შეუძლია300(483 კმ.) მილზე მეტის გავლა.


Model X-ის გადაადგილების მანძილი 465 კილომეტრია.

კომპანია Model S P90D და Model X P90D შეძენის მსურველებს სთავაზობს დამატებით 10 000 დოლარის გადახდას, რომელსაც ახალი მძლავრი ბატარეები აქვს ჩამონტაჟებული.

რაც შეეხება იმათ ვისაც ჰყავს Model S P90D და Model X P90D, კომპანია დამატებით გადაახდევინებს 20 000 დოლარს, -ეს თანხაა საჭირო იმისთვის, რომ ჩამონტაჟდეს ახალი აკუმლიატორი, ხოლო ძველის უტილიზაცია მოხდეს, რომლის სიმძლავრე 90კ.ვტ საათია.




0
247
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0