x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
შოკისმომგვრელი გრაფიტული ნამუშევრები ნაგვით
ხელოვნება ფართო გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებებში, რომელიც აერთიანებს სინამდვილისა თუ მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. სიტყვა ხელოვნება აღიქმება როგორც ბუნების საპირისპირო ცნება. ამ აზრით ხელოვნებას მიეკუთვნება ყველაფერი, რაც არაბუნებრივი წარმოშობისაა, ანუ შექმნილია ადამიანის მიერ. თანამედროვე ინტერპრეტაციით, ხელოვნების განსაზღვრებები ასახავენ ესთეტიკურ კრიტერიუმებს და ტერმინი ერთნაირად შეეხება ლიტერატურას, მუსიკას, ცეკვას, დრამატურგიას, მხატვრობას, სკულპტურასა და არქიტექტურას. სიტყვა ხელოვანს მეტაფორული მნიშვნელობითაც იყენებენ და იგი აღნიშნავს ცოდნის, ოსტატობის მაღალ დონეს ნებისმიერ საქმიანობაში.


ვინც არ იცით, აქვე განგიმარტავთ, რომ გრაფიტი ხელოვნების ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მოიცავს წარწერებს, ნახატებს კედლებზე ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ბოლო დროს თუ მსოფლიოს მთავარი ქუჩები სამ განზომილებიანმა (3D) თვალწარმტაცმა ნახატებმა მოიცვა, დღეს ძალზედ გამაოგნებელ გრაფიტულ ნაშრომებთან გვაქვს საქმე, რომლებიც არც მეტი და არც ნაკლები, ნაგვით იქნა შესრულებული.


image


პორტუგალიელი მხატვარი, ვინმე Artur Bordalo სპეციალიზირებულია ქუჩის ხელოვნებით. ის მთავარ მასალად მხოლოდ ნარჩენებს იყენებს და საოცარი ნიჭის წყალობით, მეორად ნაგავს ქუჩის საოცარ გრაფიტად აქცევს. არტური ქალაქის ნაგავსაყრელიდან აგროვებს ავტომობილების ბამპერს, საბურავებს, ელექტრო სადენებს და ყველა სახის პლასტმასს. ხედვის წყალობით აღადგენს მათ უზარმაზარი ცხოველების კონტურებად და ქმნის ჩვენი დროსი ქუჩის მხატვრობის უდიდეს კულტურად.




"გარემოს დაბინძურებით ეკოლოგიური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოხდა. სწორედ ეს ყოველივე ავსახე ჩემს მიერ გამოფენილი გიგანტური ცხოველების გრაფიტის სახის გამოსახულებებში ქუჩის კედლებზე"- ამბობს ნიჭიერი მხატვარი არტურ ბორდალო.


გთავაზობთ არტურის შოკისმომგვრელ გრაფიტულ შედევრებს:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

1
148
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
148
  
2016, 7 სექტემბერი, 12:14
მართლაც ძალიან კარგი ნამუშევრებია
0 1 1