x
image
ლევანი სიჭინავა
10 შემზარავი ისტორია ფილმების გადასაღები მოედნიდან
10. დაუ

image

დაუ გახლდათ ფილმი რომლის გადაღებებიც 2011 წელს დაიწყო, მაგრამ მალევე შეწყდა

გარკვეული მიზეზების გამო. ფილმის რეჟისორმა ილია ხრზანოვსკიმ გადაღების უჩვეულო მეთოდებს მიმართა რამაც მსახიობების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. რეჟისორმა


გადასაღებ მოედანზე მყოფ თითოეულ ადამიანს აიძულა ჩაეცვათ იმ დროის შესაბამისად

რა დროზეც ფილმს იღებდნენ, რომელიც 20 საუკუნის 40 იანი წლები იყო. გარდა ამისა

რეჟისორმა აკრძალა ყველანაირი თანამედროვე ტექნიკა გადასაღებ მოედანზე, სცენარისტებსაც კი სცენარის დაწერა ძველებურ საბეჭდ მანქანაზე დაავალა. რომელიმე ამ წესის

დარღვევის შემთხვევაში ისინი დაისჯებოდნენ და განთავისუფლებულები იქნებოდნენ . სწორედ ეს გახდა ფილმის შეწყვეტის მიზეზი, ვერც მსახიობებმა, ტექნიკურმა ჯგუფმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა ამ მკაცრ

რეჟიმს ვერ გაუძლო და ფილმის გადაღებაც საბოლოოდ ჩაიშალა.


9. საშლელთავა

image

საშლელთავა დეივიდ ლინჩის ერთ-ერთი ცნობილი ფილმია, რომელიც განსაკუთრებულად

გამოირჩევა თავისი შემზარავი სიუჟეტით და გადაღების უმაღლესი ხარისხით. ფილმი

მოგვითხრობს ერთ უიღბლო მამაკაცზე რომელიც მამობას უწევს ერთ უცნაურ არსებას

რომელიც საერთოდ არ გავს ადამიანის ნაშიერს. რამაც საზოგადოების გაოგნება და ხალხის დაინტერესება გამოიწვია იყო სწორედ ეს არსება. ბევრი ამჩნევდა რომ იგი ძალიან

რეალური იყო რეფლექსები, სახის მიმიკების მოძრაობა მაქსიმალურად რეალურს გავდა.

ხალხს ეს არსება რეალური ეგონა და რეჟისორს არაერთხელ ჰკითხეს ამის შესახებ, მაგრამ ყოველ ჯერზე დევიდ ლინჩი პასუხისგან თავს იკავებდა და ეს საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია.


8. ნოე

image

ზოგადად ხშირია ფანების მიერ მათი საყვარელი მსახიობის სიყვარული რომელიც ხშირ შემთხევებში ზომიერების ფარგლებს სცილდება. მსგავსი შემთხევეა მოხდა 2013 წელს გადაღებული ფილმის '' ნოეს'' გადასაღებ მოედანზე. როდესაც ფილმის

ვარკვლავმა ემმა ვოტსონმა იქვე გადასაღები მოედნის ახლოს ტყეში გასეირნება გადაწყვტა, იქვე მყოფმა ერთმა უცნობმა ადამიანმა იგი იცნო და იარაღით დაემუქრა.

საბედნიეროდ იქვე მყოფმა ტექნიკურმა ჯგუფმა ჩარევა მოასწრო და ემმაც დიდ საფრთხეს გადარჩა.


7. სკიპი

image

ფილმი რომელიც 1931 ნომინირებული იყო როგორც წლის საუკეთესო ფილმი. ფილმი

მოიცავს ერთ სცენას პატარა ბავშვზე რომელსაც სცენარის მიხედვით უნდა ეტირა. რათა ემოცია ნამდვილი ყოფილიყო რეჟისორმა ძალზედ საშნელი გადაწყვეტლება მიიღო, მან ბიჭის საყვარელი ლეკვი თავად მის წინ გამოასალმა სიცოცლეს რის შედეგადაც ცრემლები და ემოცია, რომელიც ფილმშია, საყვარელი მეგობრის გარდაცვალებით არის გამოწვეული.სინამდვილეში ცხოველის მკვლელობა დადგმული იყო და რეჟისორს მხოლოდ რეალური ემოციის დანახვა სურდა რაც ნამდვილად გამოუვიდა.


6.უცხო

image

ალბათ საშინელებათა ფილმების ყველა მოყვარულს გაუგია ''უცხოს '' შესახებ და არც ის

სცენა დაავიწყდება თუ როგორ ცდილობს უცხო არსება ადამიანის მკერდიდან ამოძრომას. რაც ყველაზე უცნაურია თავდაპირველად ეს სცენა დაინტერესების სფეროს არ წარმოადგენდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა როდესაც გაირკვა რომ ის მასალა რისგანაც ეს უცხო არსება შეიქმნა ნამდვილი ადამიანების თავის ქალაა, რომლის იმპორტსაც ერთ-ერთი

ფილმის არტისტი ინდოეთიდან ახდენდა. ამ ინფორმაციის გავრცელებისა და უკეთესი დაკვირვების შემდეგ გაირკვა რომ ფილმში გარდაცვლილი პატარა ბავშვების თავის ქალებსაც იყენებდნენ.


5.აგირე, ღვთის რისხვა

image

ცნობილ ფილმად ქცეული ნამდვილი ისტორია, რომელიც 1972 წელს ვერნერ

ჰერცოგმა გადაიღო. ეს უკანასკნელი გამოირჩეოდა სისასტიკით, გადასაღებ მოედანზე

მსახიობებს ხშირად იარაღით ემუქრებოდა რათა სცენა უშეცდომოთ გამოსვლოდათ.

ერთ-ერთი მსახიობი აცხადებს რომ ჰერცოგი ერთადერთი იყო ვისაც იარაღი ქონდა და

მსახიობები ამის გამო მუდმივ შიშში იყვნენ. რეჟოსორი იმათ სიკვდილით ემუქრებოდა ვინც გადასაღები მოედნის დატოვებას გადაწყვეტდა. ერთხელ მსახიობზე

განრისხებულმა რეჟისორმა რომელსაც მისი შესრულებული სცენა არ მოეწონა თავში

ფილმისთვის განკუთვნილი რეალური ხმალი ჩაარტყა, ჩაფხუტის არ არსებობის

შემთხვევაში იგი მას თავს შუაზე გაუპობდა. ასევე ერთ-ერთი გვამი რომელიც ფილმში

იქნა გამოყენებული ნამდვილია, მის გამოსაყენებლად რეჟისორის ძმამ გვამი სამგზავრო

თვითმფრინავით როგორ მგზავრი ისე ჩამოიტანა თან ისე, რომ ეჭვი არავინ აიღო.


4.ევანგელიონი

image

ევანგელიონი 90იანების სწორედ ისეთი ანიმაცია სადაც მრავლად არის ძალადობა და სისხლი. ფილმში არის სცენა სადაც მთავარი გმირი ფიქრს მიეცემა და მის წინ რამოდენიმე ნახატი და

წერილი გამოისახება, სწორედ ეს წერილები და ნახატები შეიძლება მივიჩნიოთ

ყურადღების ღისრად, რადგან ნახატი რომელიც ჩანს ძალადობა გამოვლილი ბავშვების

მიერ არის დახატული, ხოლო წერილები კი სინამდვილეში სიკვდილის მუქარებია

, რომლებიც ფილმის რეჟისორმა მიიღო ფილმის გადაღების გამო.


3. მოდი და ნახე

image

მოდი და ნახე 1985 წელს საბჭოთა კავშირის მიერ გადაღებული ფილმია, რომელიც მე 2 მსოფლიო ომის სასტიკ რეალობას ასახავს. აღნიშვნის ღირსია ერთი სცენა სადაც

მსახიობი ტყვიების ქარცეცხლში ხვდება და ემოცია ამ დროს მინდა გითხრათ ნამდვილია, რადგან რეჟისორმა ამ სცენისთვის ნამდვილი ტყვიები და პროფესიონალი

მსროლელები დაიქირავა და მსახიობს ტყვიები რეალურად დაუშინა. მსახიობს სანტიმერებით სცდებოდა ისინი.



2.უკანასკნელი სახლი მარჯვნივ

image

ლეგენდარული ვეს კრეივენის ეს ფილმი ალბათ გაგონილი გექნებათ, მაგრამ ცოტამ თუ

იცის ის მოვლენები რაც გადასაღებ მოედანზე ვითარდებოდა. ფილმის ორი წამყვანი

მსახიობი მამაკაცი წამყვანი ქალბატონი მსახიობის სანდრა კასელის მიმართ განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდა. სანდარს ერთ-ერთი მსახიობი ხშირად ემუქრებოდა

კლდიდან გადაგდებით თუ სცენა არ გამოუვიდოდა, ხოლო მეორე ემუქრებოდა რომ ნამდვილად გააუპატიურებდა თუ სცენა სწორად არ გამოუვიდოდა. აქედან გამომდინრე ის ემოცია რომელიც სანდრას სახეზე აქვს აღბეჭდილი უდავოდ ნამდვილია.



1. მამაკაცი მზის უკან

image

ზოგადად 1986 წლის ამ ფილმში რეჟისორმა რეალურად ბევრი ამაზრზენი რამ გაკეთა რათა

ფილმი მაქსიმალურად რეალურად აღსაქმელი ყოფილიყო. ფილმი მე 2 მსოფლიო

ომის დროს არსებულ საექსპერიმენტო დაწესებულებაზეა, სადაც მრავლად ტარდებოდა

ექსპერიმენტები ადამიანებზე. აღნიშვნის ღირსია ერთი სცენა სადაც რეჟისორმა ასობით

ცოცხალ ვირთხას ცეცხლი წაუკიდა და მეორე, რომელიც განსაკუთრებით სასტიკია,

რეჟისორმა აუტოფსიის(გვამის გაკვეთა) სცენისთვის ნამდვილი პატარა ბიჭის სხეული გამოიყენა და ექსპერიმენტიც მასზე ჩაატარა.

2
688
3-ს მოსწონს
ავტორი:ლევანი სიჭინავა
ლევანი სიჭინავა
688
  
2016, 8 სექტემბერი, 21:27
ეს ბოლო მართლა რა საშინელი ფილმია რატო უნდა იღებდე ეგეთ ფილს და საერთოდ რატო უნდა ფიქრობდე ეგეთ რამეზე ნორმალური ადამიანი, კაი ეს რეჟისორი არ იყო ნორმალური დანარჩენი (ვითომ) მსახიობები ?

მართლა ყველაზე დიდი და საშინელი მტაცებელი და დაუნდობელი ცხოველი ადამიანია ეს დამანახა ამ ფილმა


პ.ს ბოლომდე ვერ ვუყურე მითუმეთეს ბევრჯერ დავსწრებივარ გაკვეთებს პროფესიის გამო .
2016, 7 სექტემბერი, 18:29
ბრავო, ძალიან საინტერესო სტატიაა. ზოგიერთი მართლა რა შემზარავია... :(
0 1 2