x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რატომ აქვს ქალის და მამაკაცის პერანგებს ღილები სხვადასხვა მხარეს - ეს ბევრმა არ იცის!

image

ალბათ ყველას შეუმჩნევია, რომ ღილები მამაკაცის პერნაგებს მარჯვენა მხარეს აქვს მიკერებული, ქალისას კი - მარცხნივ. რატომ? ნუთუ ეს უბრალოდ დიზაინერების ერთგვარი ახირებაა, ან, იქნებ, კიდევ ერთი ხერხია იმის ხაზგასასმელად, თუ როგორი განსხვავებულები ვართ?

არც ერთი და არც მეორე! ამ პატარა საიდუმლოს გასაღები ისტორიაში იმალება და გაცილებით საინტერესოა.

როგორც ჩანს, ქალისა და მამაკაცის პერანგს შორის ამგვარი განსხვავება ჯერ კიდევ XIII საუკუნეში გაჩნდა. სწორედ იმ დროს, როცა გამოიგონეს თავად ღილი.
image

თავიდან მხოლოდ მდიდარ ქალბატონებს შეეძლოთ საკუთარი თავისთვის უფლება მიეცათ ეს ახალმოდური გამოგონება ეტარებინათ. ყველა შეძლებულ ქალს კი იმ დროს მოახლე ჰყავდა, რომელიც ტანსაცმელს აცმევდა. როგორც ცნობილია, ადამიანთა (და მათ შორის მოახლეთა) უმრავლესობა მემარჯვენეა, ამიტომ იმისათვის, რომ მოახლეებს ქალბატონებისთვის ღილების შეკვრა გამარტივებოდათ, ქალის პერანგებზე (და ზოგადად ტანსაცმელზე) ეს ახალი გამოგონება მარცხენა მხარეს დააკერეს.
მამაკაცთა უმრავლესობა კი იმ დროს თვითონ იცმევდა, ღილებსაც თავად იკრავდა და ამიტომ მარჯვენა მხარეს იყო განლაგებული.


აი, ასეთი მარტივი ახსნა აქვს ამ პატარა განსხვავებას...


5
20191
12-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
20191
  
2023, 15 ნოემბერი, 12:36
საინტეესოა, მაგრამ სიმართლე არ არის. ისტორიიდან ნამდვილად არის, მაგრამ რა შუაშია მოახლე და ა. შ? შარვალზე ელვაშესაკრავსაც მოახლეები უკრავდნენ ? თუ მაშინ არ იყო ე.წ ,,ზმეიკა"?
2017, 24 სექტემბერი, 18:18
მართლაც საინტერესოა
2017, 24 სექტემბერი, 18:18
ეს ისტორია შეიდზლება სიმართლეს არ შეესაბამებდეს , მაგრამ საინტერესოა. ვერც შენს პასუხს დავჯერდები, რადგან თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ ისე გამოდის , რომ თქვენი ვერსიის თანახმად ყველა ქალი ცაცია იყო, რატომ მაინცდამაინც ქალის ჩასაცმელი იყო მარცხენა? :)
2016, 8 სექტემბერი, 15:35
არასწორია! ეგ ისტორია რაც მოთხრობილია ვიღაცის ფანტაზიაა და უბრალოდ მიაკუთვნა იმ ისტორიულ მოვლენას ... ხოლო რაც შეეხება სიმართლეს ძალზედ მარტივია... იგი შეიქმნა ცაციებისთვის! ;)
2016, 8 სექტემბერი, 8:55
მაგარია
0 1 5