x
image
მანჩო 777
რატომ სვამენ შტამპს ბიბლიოთეკარები ყოველთვის მეჩვიდმეტე გვერდზე? - ეს საინტერესოა
თქვენი არ ვიცი, ძვირფასო მკითხველო, მაგრამ მე ბავშვობაში ძალიან ცნობისმოყვარე ვიყავი. მაგალითად, თანაკლასელებიდან პირველმა შევნიშნე, რომ წიგნებს, რომელიც სკოლის ბიბლიოთეკიდან გამოგვქონდა, შტამპი ყოველთვის მეჩვიდმეტე გვერდზე ესვა. რა თქმა უნდა, მე მაშინვე ვიკითხე, რატომ მაინდამაინც მეჩვიდმეტე გვერდი? - თუმცა არც მასწავლებლებმა, არც მშობლებმა ეს არ იცოდნენ, ინტერნეტი და ''გუგლი'' კი, მოგეხსენებათ, იმ დროს არ არსებობდა. ასე რომ, ჩემი კითხვა უპასუხოდ დარჩა.


image


ჩავთვალე, რომ სკოლის ბიბლიოთეკარს ეს რიცხვი ძალიან უყვარდა და სწორედ ეს იყო მეჩვიდმეტე გვერდზე წიგნების დაშტამპვის მიზეზი.

კითხვა ისევ გამიჩნდა, როცა სტუდენტური ბიბლიოთეკიდან გამოტანილ წიგნებზეც ზუსტად მეჩვიდმეტე გვერდზე აღმოვაჩინე შტამპი. სამწუხაროდ, არც ლექტორებმა არ იცოდნენ ამ საკრალური რიცხვის-ჩვიდმეტის წარმომავლობა. ასე, რომ, ჩემს დაჟინებულ კითხვაზე პასუხი კარგა ხნით გადაიდო.



image


როცა ინტერნეტი და მასთან ერთად, ყოვლისმცოდნე ''გუგლი'' გაჩნდა, რა თქმა უნდა, კვლავ ვეცადე მეპოვნა პასუხი ბავშვობისდროინდელ კითხვაზე. ''გუგლი'' ჩემს მასწავლებლებსა და ლექტორებზე ჭკვიანი გამოდგა და არ დაიზარა დაეკმაყოფილებინა ჩემი ცნობისმოყვარეობა:

როგორც აღმოჩნდა, ამ ტრადიციის საფუძველი საკმაოდ შორეული წარსულიდან მოდის. როგორც კი წიგნების ქაღალდზე ბეჭდვა დაიწყეს, აკინძვის პრინციპი სტანდარტულად ასე ჩამოყალიბდა: ოთხჯერ ოთხი, ანუ თექვსმეტი ფურცელი იკინძებოდა ერთად და ეს ითვლებოდა ერთად შეკრულ საავტორო ფურცლად, ანუ როგორც მაშინ ეძახდნენ, ერთ რვეულად. ასეთი, ეგრეთწოდებული ბლოკებით იკვრებოდა წიგნი. როგორც მიხვდით, მეორე ბლოკი მეჩვიდმეტე გვერდიდან იწყებოდა.

როცა ბიბლიოთეკები გაჩნდა, რა თქმა უნდა, წიგნები ხელიდან ხელში გადადიოდა, ამიტომ ისინი ხშირად ზიანდებოდა და ფურცლები (ხანდახან კი მთელი ბლოკი) იკარგებოდა. იმ შემთხვევაში, თუ დაიკარგებოდა წიგნის პირველი ბლოკი სატიტულო ფურცლით, სადაც მითითებული იყო წიგნის ავტორი, დასახელება და ბიბლიოთეკის შტამპი, წიგნის იდენტიფიკაციისათვის სათადარიგო შტამპს აკეთებდნენ მეორე ბლოკის პირველ ფურცელზე, ანუ მეჩვიდმეტეზე. ეს ფურცელი ახლოს იყო წიგნის დასაწყისიდან, ამავე დროს ის შედარებით საიმედო იყო და უსაფრთხო.

სხვათა შორის, სახელმწიფო ბიბლიოთეკების სტანდარტული შტამპები მდებარეობს სატიტულო ფურცელზე, აგრეთვე მეჩვიდმეტე და ოცდამეცამეტე გვერდებზე, ხოლო შედარებით მცირე ზომის ბიბლიოთეკები პირველი ორი შტამპით კმაყოფილდებიან. მეჩვიდმეტე გვერდზევე ისმება წიგნის ინვენტარული ნომერიც.


16
7747
21-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
7747
  
2019, 9 იანვარი, 0:24
მართალი ხარ. ჩვენ დროს არ იყო არც ინტერნეტი, არც კომპიუტერი და არც ელექტრონული წიგნები, ამიტომ შენ წარმოიდგინე და ბიბლიოთეკით ხშირად გვიწევდა სარგებლობა. :)
2019, 9 იანვარი, 0:17
სხვათაშორის ბიბლიოთეკის წიგნი არ მკავებია ხელში, ასე რომ პირველად მესმის
2019, 8 იანვარი, 21:37
შენ იცოდი, რატომ სვამენ? :)
2019, 8 იანვარი, 11:01
თავიდან დავიწყე თუ არა სტატიის კითხვა, პირველივე სიტყვებიდან მივხვდი ვინ იქნებოდა ავტორი ????????
2017, 25 სექტემბერი, 9:37
წაგეკითხა სტატია და მიხვდებოდი, რომ ვკითხე და პასუხი ვერ გამცეს. :)
2017, 25 სექტემბერი, 9:25
ეგ კითხვა მეც რომ გამიჩნდა სკოლის ასაკში, ამომწურავი ინფორმაცია ბიბლიოთეკამ მომცა (გეკითხა შენც ვინ გიშლიდა)... :)
მაგრამ ცუდი სტატია მართლა არ არის, ვინც არ იცის უთუოდ ინფორმირებული გახდება.
2017, 2 მაისი, 16:43
წიგნის ავტორიც ყოველ მე-17 გვერდზე ეწერა წიგნებში.. 17, 33, 49 და ა.შ. და უბრალო მათემატიკით ადვილი იყო ჩემთვის მაგის დადგენა,რომ 16 გვერდი ერთ მთლიან გვერდს ქმნიდა... ახლა სულმოუთქმელად გადავიკითხე სტატია იმის დასადგენად, მართალი ვიყავი თუ არა ბავშვობაში, რასაც ჩემთვის ვფიქობდი :)
2016, 10 ოქტომბერი, 23:11
არც მათ იცოდნენ, გენიოსო :)
2016, 10 ოქტომბერი, 23:05
ყველა რომ დებილი გამოიყვანე ბიბლიოთეკარებს ვერ შეეკითხე? ჭკვიანო!
2016, 6 სექტემბერი, 22:23
გაიხარეთ:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10