x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან

image

image

1. ნაპოლეონი 26 წლის იყო, როდესაც იტალია დაიპყრო.

2. ბაღდათის უნივერსიტეტმა უდეის — სადამ ჰუსეინის უფროს ვაჟს — პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭა. თუმცა, მას საშუალო განათლებაც კი არ ჰქონდა. მისი დისერტაციის თემა «ამერიკული ძლიერების დაცემა 2016 წ.» იყო.
3. 1938 წელს ჟურნალმა «ტაიმმა» ჰიტლერი «წლის ადამიანად» დაასახელა.
4. უშიშროებაში მსახურობის დროს, ვ. პუტინის ზედმეტი სახელი «ჩრჩილი» იყო.
5. ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო.
6. ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა თავისი შხამების ეფექტურობას ცოცხალ ადამიანებზე – მონებზე ამოწმებდა. ის ეძებდა შხამს, რომელსაც სწრაფად და ტანჯვის გარეშე, შეეძლო ადამიანის მოკვლა.
7. კლეოპატრა ცოლად საკუთარ ძმას — პტოლემეს გაჰყვა. საქმე იმაშია, რომ იმ დროს, ეგვიპტეში არსებული კანონის მიხედვით, ქალს არ შეეძლო ქვეყნის ერთპიროვნული მაერთველი ყოფილიყო და ამიტომ, საჭირო გახდა და-ძმის დაქორწინება.
8. კლეოპატრა არ იყო ეგვიპტელი. მას მაკედონურ-ბერძნული და ირანული ფესვები ჰქონდა.
9. ჟილბერ ლა ფაიეტი (1757 – 1834 წწ.) აშშ-ს გენერალი 19 წლის ასაკში გახდა. მისი სრული სახელი: მარი ჟოზეფ პოლ ივ როშ ჟილბერ დიუ მოტე, მარკიზ დე ლა ფაიეტი (ფრ. Marie-Joseph Paul Yves Roch Gilbert du Motier, marquis de La Fayette) იყო.
10. თემურლენგის (1336-1405 წწ.) მოკლული ადამიანების თავის ქალებით გართობა უყვარდა. მან ამ თავებით პირამიდაც კი ააშენა, რომლის სიმაღლე 9 მ. იყო.

image11. ლენინის სიკვდილის მომენტში, მისი ტვინის, საშუალო ზომის ტვინის ზომის, მხოლოდ მეოთხედს შეადგენდა.
12. იტალიის ეროვნული დროშა ნაპოლეონმა მოიგონა.
13. ამერიკის პირველი უმაღლესი მოსამართლე ჯონ ჯეი მონებს ყიდულობდა, მათი შემდგომი გათავისუფლების მიზნით.
14. უინსტონ ჩერჩილის წინაპრები, დედის მხრიდან, ინდიელები იყვნენ.
15. ელისაბედ I მეფობის დროს, ინგლისში მამაკაცის წვერის გადასახადი არსებობდა. თუმცა, არც პეტრე I წყალობდა წყეროსნებს.
16. დედოფალ ვიქტორიას ქორწილში აჩუქეს ყველი, რომლის დიამეტრი 3 მ. იყო და 500 კგ-ს იწონიდა.
17. ინგლისის მეფემ ჰენრი VIII თავისი 6 ცოლიდან 2 სიკვდილით დასაჯა.
18. ესპანეთის მეფის ალფონსო XIII კარზე არსებობდა სპეციალური თანამდებობა — ჰიმნიველი. საქმე იმაში იყო, რომ მეფეს საერთოდ არ ჰქონდა მუსიკალური სმენა და ის საკუთარი სამეფოს ჰიმნს, სხვა მუსიკისგან, ვერ არჩევდა. ჰიმნიველის მოვალეობაში მეფისთვის ნიშანი მიეცა შედიოდა, ჰიმნის დაწყების წინ.

19. პეტრე პირველის სიმაღლე, დაახლოებით, 213 სმ. იყო. ეს იმ ფონზე, რომ იმ პერიოდში, მამაკაცის საშუალო სიმაღლე ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე დღეს არის.
20. სერ უინსტონ ჩერჩილი დღეში 15 სიგარას ეწეოდა.

image21. ბალზაკმა ჰალსტუხებს წიგნი მიუძღვნა, სახელწოდებით «ჰალსტუხის ტარების ხელოვნება».
22. საფრანგეთის მეფეს ლუი XIV «მეფე-მზეს» 413 საწოლი ჰქონდა.
23. ნაპოლეონს კატების ეშინოდა — მას აილუროფობია ჰქონდა.
24. ფრაზა «მეფე მოკვდა, გაუმარჯოს ახალ მეფეს» ეკატერინე მედიჩმა წარმოსთქვა, როდესაც გაიგო საკუთარი შვილის – შარლ IX გარდაცვალების შესახებ.
25. ართურ კონან დოილი, შერლოკ ჰოლმსის შესახებ დეტექტივების ავტორი, პროფესიით ოფთალმოლოგი იყო.
26. ბეთხოვენი ყავას ყოველთვის 64 მარცვლისგან ხარშავდა.
27. ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია (1819-1901), რომელიც ბრიტანეთს 64 წელი მართავდა, ინგლისურად აქცენტით საუბრობდა. მას გერმანული ფესვები ჰქონდა.
28. 1357 წელს პორტუგალიაშ დედოფლის გვირგვინი მიცვალებულს დაადგეს. გარდაცვალების შემდეგ დედოფლად პრინცესა ინეს დე კასტრო აკურთხეს, პედრუ I მეორე ცოლი. ამ მოვლენამდე 2 წლით ადრე, მისმა მამამთილამ ალფონსო «ამაყმა», რომელსაც სძულდა რძალი იმის გამო, რომ დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო, საიდუმლოდ უბრძანა თავის ხალხს, რომ ისიც მოეკლათ და მისი შვილებიც. როდესაც პედრო მეფე გახდა, მან ბრძანა, რომ ინესის გვამი საფლავიდან ამოეღოთ და პორტუგალიის დედოფლად ეღიარებინათ.
29. სპარსეთის დიდი ვეზირი აბდულ კასიმ ისმაილი (X ს.) არასოდეს შორდებოდა თავის ბიბლიოთეკას. თუ სადმე მიდიოდა, ბიბლიოთეკა კვალდაკვალ «მიჰყვებოდა». 117 ათასი წიგნი 400 აქლემს გადაჰქონდა. ამასთამ, წიგნები (აქლემებთან ერთად) ანბანური თანამიმდევრობით იყო დალაგებული.
30. ჰანს კრისტიან ანდერსენი, პრაქტიკულად, ყველა სიტყვას შეცდომით წერდა.

image31. როდესაც რუსეთის დედოფალი ელისაბედ I (1709 –1762) გარდაიცვალა, მის კარადაში 15 000 კაბა აღმოაჩინეს და კიდევ უფრო მეტი წყვილი ფეხსაცმელი.
32. მოცარტმა მუსიკის შექმნა 3 წლის ასაკიდან დაიწყო.
33. ვიდრე მუსიკის შექმნას დაიწყებდა, ბეთჰოვენი თავზე ერთ სათლ ცივ წყალს ისხავდა, თვლიდა რა, რომ ცივი წყალი ტვინის მუშაობას სტიმულირებას უწევდა.
34. ელექტრო ნათურაზე მუშაობის პროცესში, თომას ედისონმა 40 000 გვერდი დაწერა.
35. «ზაფხულის ღამის სიზმარი» ფელიქს მენდელსონმა 17 წლის ასაკში შექმნა და ის გახდა ყველაზე ცნობილი ნაწარმოები მის შემოქმედებაში.
36. იოჰან სებასტიან ბახის 100-ზე მეტი შთამომავალი ორღანისტი გახდა.
37. ZZ Top ჯგუფის მხოლოდ ერთ წევრს არა აქვს წვერი. მისი გვარია Beard, რაც თარგმანში ნიშნავს… «წვერს».
38. რადიარდ კიპლინგი ვერ წერდა, თუ მელანი შავი ფერის არ იყო.
39. ჩარლზ დიკენსი როდესაც წერდა, ყოველთვის სახით ჩრდილოეთით იჯდა და ძილის დროს, თავი ყოველთვის ჩრდილოეთით ჰქონდა.
40. რომის იმპერატორი გაიუს იულიუს კეისარი დაფნის გვირგვინს ატარებდა... რომ თავის გამელოტებული ადგილები შეენიღბა.

image

41. 1778 წ. გარდაცვლილი ვოლტერის გვამი საფლავიდან მოიპარეს. მომხდარი ფაქტის შესახებ, მხოლოდ 86 წლის შემდეგ გახდა ცნობოლი. უფრო სწორედ, მისი გარდაცვალებიდან, 86 წლის შემდეგ. კონკრეტულად როდის მოხდა ქურდობა, უცნობია.

42. 35 წლის მანძილზე მოცარტმა 600-ზე მეტი ნაწარმოები შექმნა, მაგრამ გარდაცვალების მომენტში უღარიბესი ადამიანი იყო.

43. ალ. აინშტაინის უკანასკნელი სიტყვები უცნობია, რადგან მედდამ, რომელიც მასთან გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა, გერმანული არ იცოდა.

44. უარყოფითი ციფრები ხმარებაში, 1202 წელს იტალიელმა ვაჭარმა პიზანიმ შემოიღო. ის ამ ციფრებს ზარალის და ვალების ჩასაწერად იყენებდა.

45. სტივენ კინგის ნაწარმოების უმრავლესობაში, მოქმედება მენის შტატი ხდება. ეს პარადოქსულია, მაგრამ აღნიშნულ შტატში დანაშაულის დონე ყველაზე დაბალია, ამერიკის სხვა შტატებთან შედარებით.

46. ცნობილი მეწარმე ჰ. ფორდი სამუშაოზე ადამიანის აყვანის დროს, პრივილეგიას მათ ანიჭებდა, ვისაც ფიზიკური ნაკლი ჰქონდა. 1919 წელს მისი ქარხნის მუშებს შორის, ყოველ 4 ჯანმრთელ ადამიანზე, 1 ინვალიდი მოდიოდა.

47. 1759 წ. არტურ გინესმა წმ. გეითის ლუდსახარში 9 000 წლით იქირავა, წელიწადში 45 ფუნტად. იქ დაიწყეს, დღეს ყველასთვის ცნობილი ლუდის Guinness-ის წარმოება.

48. ცნობილი მეცნიერის ლუი პასტერის კვლევები ერთ ნაწილი, ლუდის ქარხანამ დააფინანსა. მათვე აუღეს მეცნიერს ბილეთი საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად. როდესაც მას სიტყვა მისცეს, პირველ რიგში, გამომსვლელმა ლუდის სარეკლამო პლაკატების გამოკვრა დაიწყო, ხოლო თავისი გამოსვლა, პლაკადზე წარმოდგენილი ლუდის ქებით დაიწყო – აღნიშნა, რომ ეს საუკეთესო ლუდი იყო ლუდებს შორის და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა მთავარზე.

49. ჯორჯ ვაშინგტონი შეხვედრის დროს, ხელს არავის ართმევდა — მისთვის უფრო მისაღები თავის დაკვრა იყო.

50. ბილ კლინტონმა მთელი თავისი პრეზიდენტობის მანძილზე, სულ 2-ჯერ ისარგებლა ელ. ფოსტით. ამასთან, ერთი წერილი სატესტო იყო, იმის გასარკვევად, რომ ყველაფერი კარგად მუშაობდა, ხოლო მეორე წერილის ადრესატი უცნობია.

image

2
265
12-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
265
  
2016, 12 სექტემბერი, 14:44
2016, 12 სექტემბერი, 14:30
ძალიან საინტერესო იყო!
0 1 2