x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კაცი, რომელმაც სტალინს შვილი გადაურჩინა, ხოლო თავად მისი სიკვდილი დააჩქარა

ვოლფ მესინგი იყო წინასწარმეტყველი, ექსტრასენსი და ჰიპნოზიორი, რომელმაც პირველი და მეორე მსოფლიო ომების დაწყების და დამთავრების ზუსტი თარიღები დაასახელა. იწინასწარმეტყველა გერმანიის დამარცხება, ჰიტლერის სიკვდილი და საბჭოთა ჯარების ბერლინში შესვლა. 1943 წელს თქვა, რომ ომი 1945 წლის 8 მაისს დამთავრდებოდა და რომ რაიხსტაგზე წითელი დროშა აფრიალდებოდა. ყოველივე ამის გამო, მის დაჭერაზე, ჰიტლერმა ჯილდოც კი დააწესა...


image

ვოლფ მესინგი

image

ვოლფ მესინგი 1899 წელს პოლონეთში, ვარშავის გუბერნიაში (იმ დროს ეს ტერიტორია რუსეთის შემადგენლობაში იყო) დაიბადა. ის წინასწარმეტყველი იყო და მომავალთან დაკავშირებით, დასმულ შეკითხვებს, ყოველთვის პირდაპირ პასუხობდა. გერმანიის მიერ პოლონეთის ოკუპაციის შემდე, მესინგი იძულებული გახდა პოლონეთი დაეტოვებინა და თავი საბჭოთა კავშირისთვის შეეფარებინა. მან თავისი კონცერტებით მალე მიიპყრო საბჭოთა ხელისუფლების ყურადღება და სულ მალე, სტალინის კაბინეტში აღმოჩნდა. მან, პირველსავე შეხვედრაზე, გააფრთხილა სტალინი მოსალოდნელი ომის შესახებ, მაგრამ მას ისე სჯეროდა გერმანიასთან დადებული პაქტის, მსოფლიოს გადანაწილების და თავდაუსხმელობის შესახებ, რომ წინასწარმეტყველის სიტყვები სერიოზულად არ მიიღო. სტალინმა მას პირობა წაუყენა: თუ სსრ კავშირში თავისი მოღვაწეობის გაგრძელება უნდოდა, უნდა დაემტკიცებინა, რომ შარლატანი არ იყო. მესინგი ექსპერიმენტის ჩატარებაზე დათანხმდა. წინასწარმეტყველი უშიშროებაში დაიბარეს, ცარიელი ფურცელი მისცეს და უთხრეს, რომ ამ «ჩეკით» ბანკიდან 100 000 მანეთი უნდა გამოეტანა.

მესინგი უშიშროების აგენტების თანხლებით, ბანკში შევიდა და მოლარეს ცარიელი ფურცელი გაუწოდა. ამ უკანასკნელმა, «ჩეკს» თვალი გადაავლო და მას 100 000 მანეთი გადასცა. მაგრამ, ბერიას წინასწარმეტყველი არ მოსწონდა და მისთვის კიდევ ერთი გამოცდის მოწყობა გადაწყვიტა. მან მესინგს უთხრა, რომ თავის კაბინეტში სტალინი ელოდებოდა. მაგრამ, კრემლში შესასვლელი საშვი არ მიუცია და არც გამცილებელი გამოუყვია. მესინგი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შევიდა სტალინის კაბინეტში და მაშინ სტალინმა უთხრა, რომ მას შეეძლო კონცერტების (მასობრივი სეანსების) ჩატარება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და უფლება მისცა, რომ მასთან, ნებისმიერ დროს, როდესაც საჭიროდ ჩათვლიდა, მისულიყო. როგორც ამბობდნენ, ომის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგაც, სტალინი და მესინგი ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრილან.

1950 წლის იანვრის დასაწყისში ვოლფ მესინგი სტალინთან მივიდა და უთხრა, რომ მის შვილს საფრთხე ელოდა. იმ დღეებში, ვასილი სტალინის მიერ შექმნილი ჰოკეის გუნდი მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო. სტალინმა ბრძანება გასცა – მისი შვილი, მატჩზე დასასწრებად, თვითმდრინავით კი არა, მატარებლით გაეშვათ. სტალინის ბრძანება შეასრულეს. ვასილი გადარჩა, ხოლო 11 სპორტსმენი, ექიმი და ეკიპაშის წევრები 7 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას შეეწირნენ.

image


image1950 წ. ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ჰოკეისტები

image

მოგვიანებით, მესინგს დაუსვეს კითხვა მომხდარი კატასტროფის შესახებ – იცოდა თუ არა მან, რომ თვითმფრინავი, ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, კატასტროფას განიცდიდა? რაზეც მან უპასუხა:

– მე სტალინს ვუთხარი, რომ უმჯობესია ვასილი მატარებლით გაემგზავროს, მაგრამ არ მითქვამს, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა. კატასტროფის შესახებ არ ვიცოდი, და რომ მცოდნოდა, მხოლოდ სტალინს კი არა, ყველას გავაფრთხილებდი... ეს ბედნიერი შემთხვევა იყო მისთვის, სხვა ადამიანების საშინელი ტრაგედიის ფონზე... (1968 წელი, გაზეთი «Молодежь Азербайджана»).

ვასილი სტალინის მსგავსად, არაერთი ადამიანი გადაარჩინა ვოლფ მესინგმა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1951 წელს საავადმყოფოში მარშალი ჟუკოვი მიიყვანეს, ინფარქტის დიაგნოზით. მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო და მთავარმა ქირურგმა ვერაფრით გადაწყვიტა, გაეკეთებინა თუ არა მისთვის ოპერაცია. ბოლოს მედდამ, რომელმაც იცოდა ჯუკოვის და მესინგის მეგობრობის შესახებ, წინასწარმეტყველს დაურეკა. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ოპერაცია ჩაეტარებინათ და ჟუკოვი აუცილებლად გადარჩებოდა. ყველაფერი მართლაც კარგად დასრულდა. ამის შემდეგ, მძიმე შემთხვევებში, ექიმები ყოველთვის გადიოდნენ კონსულტაციებს მესინგთან — გებულობდნენ, რა იქნებოდა პაციენტისთვის უკეთესი, ქირურგიული ჩარევა, თუ თერაპიის კურსი.

1953 წლის იანვარში, ვოლფ მესინგის ნაცნობი ექიმები, “სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით, დააპატიმრეს. წინასწარმეტყველი 1 მარტს სტალინთან მივიდა. დაცვამ ის ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაატარა, რადგან მესინგს ეს უფლება თავად სტალინმა, 1939 წელს, მისცა და მას შემდეგ, ის არაერთხელ მისულა ბელადთან გაფრთხილების გარეშე. წინასწარმეტყველმა სტალინს ექიმების გათავისუფლება სთხოვა.

– შენიანებისთვის მთხოვ, ებრაელებისთვის (დაპატიმრებული ექიმების უმრავლესობა ებრაელი იყო. მათ შორის იყვნენ პროფესორები: ბ. კოგანი, ალ. ფელდმანი, ალ. გრინშტეინი, ი. ეტინგერი და სხვა). ყველა თქვენგანს, ერთი ბედი გაქვთ... თუმცა, შენ ხიმ წინასწარმეტყველი ხარ და აუცილებლად გეცოდინება როდის მოკვდები – უთხრა სტალინმა.
– თქვენს შემდეგ – იყო პასუხი.

– ე. ი. შენთვის ცნობული არის როდის მოვკვდები...
– ძალიან მალე – უთხრა წინასწარმეტყველმა. – ებრაელების დღესასწაულის -“პურიმის“ დასრულების შემდეგ.
ამის შემდეგ, ვოლფ მესინგმა სტალინის აგარაკი დატოვა.
სამი დღის შემდეგ, რადიოთი გადმოსცეს ცნობა სტალინის ავადმყოფობის შესახებ. ინფორმაციის თანახმად, დიდ ბელადს ტვინში სისხლის ჩაქცევა ჰქონდა და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მომდევნო დღეს, 5 მარტს, საღამოს, ის გარდაიცვალა.
1974 წელს, ალექსანდრე ხარკოვსკი, მესინგის ბიოგრაფი დაინტერედა – მართალია თუ არა, რომ მან სტალინთან თავისი ვიზიტით, მისი სიკვდილი დააჩქარა?
რაზეც, მესინგმა უპასუხა:
– შესაძლებელია, ასეც იყო. მაგრამ, ამას მაინც არავინ დაიჯერებს.

1
3878
13-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3878
  
2019, 3 მარტი, 0:57
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1