x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ინსომნია
imageინსომნია ყველაზე გავრცელებული ძილის აშლილობაა, რომლის სიმპტომები ვლინდება როგორც ღამით, ასევე დღის განავლობაში. ღამის სიმპტომებია - დაძინებაში ქრონიკული წარუმატებლობა, სწრაფად ვერდაძინება, წყვეტილი, ზედაპირული ძილი ან ადრე გაღვიძება. როგორც კვლევები აჩვენებენ დღის განმავლობაში ის ნეგატიურად მოქმედებს სამუშაო აქტივობებზე, მისი შესრულების ხარისხზე, აბრკოლებს გადაწყვეტილების მიღებას და ანგრევს (აზიანებს) პირად ურთიერთობებს. იგი კომპლექსური დარღვევაა, რომელსაც ფსიქოლოგიური, გარემო პირობები და მრავალი ბიოლოგიური ფაქტორი განაპირობებს. ინსომნია გავლენას ახდენს მრავალ ასპექტზე, უმეტეს შემთხევვაში ის აუარესებს ცხოვრების საერთო ხარისხს.

"ლაბორატორიულ პირობებში, ინსომნიის მქონე პაციენტების შესწავლისას მათი რეალური ძილის ხარისხი და რაოდენობა მნიშვნელოვნად იცვლებოდა, ნორმალური ძილიდან დარღვეულამდე. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ინსომნიის მქონე მრავალი ინდივიდი, რომელიც უძილობას უჩიოდა რეალურად ძილის სრულიად ნორმალურ ფიზიოლოგიურ პატერნს ავლენდა, თუმცა, ეს მდგომარეობა სუბიექტურად ინსომნიად აღიქმებოდა და აღიწერებდა.ასევე, კურიოზულია აღმოჩენა, რომ ძილის დარღვევის მქონე ზოგიერთი ადამიანი არ უჩივის ინსომნიას (Trinder, 1988). ამგვარი განსვლა იმის შედეგია, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარად ახდენენ ძილის ინტერპრეტირებას, მაგ: შეიძლება მოცემულ ადამიანს ფხიზელი ძილი ადრინდელთან შედარებით უფრო ხშირი და სტრესული ეჩვენებოდეს და არ ახსოვდეს ღრმად რომ ეძინა"


სტატისტიკური მონაცემებით მოზარდთა 30-35%-ს აწუხებს ინსომნია. ის ყველაზე მეტად გავრცელებულია უფროს მოზარდებში, ქალებში, სტრესის მქონე ადამანიებში და გარკვეული სამედიცინო და ფსიქიკური პრობლემების, როგორიცაა დეპრესია, მქონე ინდივიდებში.


პერიოდულობის, ძილის ხანგრძლივობისა და დღიური სიმპტომების მიხედვით გამოჰყოფენ 3 ტიპის ინსომნიას:


1) დროებითი ინსომნია - გრძელდება 1 კვირაზე ნაკლებს;
2) მოკლევადიანი ინსომნია- გრძელდება 1-დან 3 კვირის განმავლობაში და გვხვდება 15-20%-თან.

3) ქრონიკული ინსომნია- თავს იჩენს კვირაში მინიმუმ 3-ჯერ და გრძელდება სულ ცოტა 3 თვის განმავლობაში, აღენიშნება 10%-ს.


მოკლევადიანი ინსომნიის მიზეზებია:


ცხოვრებისეული სტრესი (მაგ: სამსახურის დაკარგვა ან მისი შეცვლა, განქორწინება, ახლობლის დაკარგვა);

ავადმყოფობა;

ემოციური ან ფიზიკური პრობლემები;

გარემო ფაქტორები, როგორიცაა: ხმაური, განათება, ექსტრემალური ტემპერატურა ( უკიდურესი სიცივე ან სიცხე), რომლებიც ხელს უშლიან დაძინებას;

ზოგიერთი მედიკამენტი, რომელსაც იყენებენ გაციებისას, ასთმის საწინააღმდეგოდ, დეპრესიისას, წნევის დასარეგულირებლად;

ჩვეული ძილის რეჟიმის რღვევა ( მაგ: Jet Lag).

image


ქრონიკული ინსომნიის მიზეზებია:
დეპრესია ან შფოთვა;

ქრონიკული სტრესი;

ტკივილი ან დისკომფორტი ღამით.

ინსომნიის ტიპებიდან ასევე ასხვავებენ: პირველად ( ინსომნია, რომელიც არ არის დაკავშირებული სხვა დაავადებებთან ) და მეორად იგივე კომორბიდულ ინსომნიას (რომელიც თანაარსებობს სამედიცინო თუ ფსიქიატრიულ დაავადებებთან ( მაგ: ასთმა, ართრიტი, გულძმარვა, დეპრესია და ა.შ.).


ინსომნია შეიძლება გამოიწვიოს, როგორც დეპრესიამ, შფოთვამ და სხვა ფსიქიკურმა აშლილობებმა, მედიკამენტებმა, ანტიდეპრესანტებმა და სტმულატორებმა, ასევე არასწორი ცხოვრების წესმა და ძილის რეჟიმმაც. აღსანიშნავია, რომ ყველას, ვისაც უჭირს დაძინება ან ღამით ცუდად სძინავს, არ აქვს ინსომნია. სიმპტომატიკა სხვადასხვა ადამიანთან მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა ძირითადად იგი გამოიხატება შემდეგნაირად:

დაღლილობა;

ყურადღების, კონცენტრაციისა და მახსოვრობის პრობლემები;

მოწყენილობა და გაღიზიანება;

დღის განმავლობაში ძილიანობა;

იმპულსულობა და აგრესია;

ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობა;

ხშირი შეცდომები;

ძილთან დაკავშირებული შფოთვა და ფრუსტრაცია.


ინსომნიის მკურნალობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპიაა(CBTI), რომელიც ეხმარება პაციენტს ისწავლოს ახალი სტრატეგიები უკეთ დასაძინებლად. იგი მოიცავს სტრესის შემცირების ტექნიკებს, რელაქსაციასა და ძილის რეჟიმის მართვას, ეხმარება მათ ვისაც ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, დაძლიონ აგზნებულობა და დააკავშირონ საძინებელი ოთახი დადებით ემოციებთან.

ინსომნიის მკურნაობა ასევე შესაძლებელია მედიკამენტებით (სპეციალური საძილე აბებით), რომელთა მიღების შედეგად მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება, თუმცა შეიძლება გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს. მისი მიღება ექიმის ნებართვის გარეშე დაუშვებელია.


0
292
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ჯალაბაძე
ანი ჯალაბაძე
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0