x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნაკლებად ცნობილი ფაქტები, ძველი მსოფლიოს ცნობილი ძეგლების შესახებ

image


მსოფლიოს 7 საოცრების სია, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში არის შედგენილი. მაგრამ ვიდრე ამ სიის კლასიკური ვარიანტი შეიქმნებოდა, მასში ცვლილებების შეტანა, პერიოდულად ხდებოდა. მაგ., ცნობილია, რომ იშთარის კარიბჭე ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად ითვლებოდა. მაგრამ ის ალექსანდრიის შუქურამ ჩაანაცვლა. რეალურად, ძველ მსოფლიოში, არქიტექტურის და ხელოვნების ბევრი შედევრი არსებობდა, მაგრამ იმის გამო, რომ ადგილები შეზღუდული იყო (7 ანტიკურ საბერძნეთში წმინდა ციფრად ითვლებოდა), მათი უმრავლესობა, აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდა ან იყო და სხვა ძეგლმა ჩაანაცვლა. საბედნიეროდ, ამჟამად, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ძველი მსოფლიოს არქიტექტურის უნიკალური ნიმუშები და ნაგებობები, რომლებიც ძველი ძეგლების მიხედვით არის შექმნილი.

გთავაზობთ საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ფაქტებს ძეგლების შესახებ, რომელთა ნახვა ძველ მსოფლიოში იყო შესაძლებელი.


10. ხეოფსის პირამიდა (ძვ. წ. აღრ. 2584-2561 წწ. — დღემდე)

image

imageპირამიდების მშენებლობის თარიღად, ოფიციალურად, ძვ. წ. აღრ. III ათასწლეული ითვლება, მაგრამ დღეს, დამატებითი კვლევების ჩატარების შემდეგ, მეცნიერთა ერთი ნაწილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ პირამიდები ბევრად უფრო ადრე, ჩვ. ერამდე X ათასწლეულში არის აშენებული. ეს ერთადერთი საოცრებაა, ძველი მსოფლიოს 7 საოცრებას შორის, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. თუმცა, ხეოფსის პირამიდის დღევანდელი სახე, ნამდვილად არ არის ისეთი, როგორც თავდაპირველად იყო. მაშინ ის გარედან მთლიანად თეთრი კირქვით იყო მოპირკეთებული და მზისგულზე სარკესავით პრიალებდა. სამწუხაროდ, 1300 წლის მიწისძვრამ პირამიდის ზედაპირი დაბზარა, დაამსხვრია და ჩამოშლილი კირქვის ნაწილები, სხვა ობიექტების შენებისას, სამშენებლო მასალად გამოიყენეს.

image9. იშთარის კარიბჭე (ძვ. წ. აღრ. 575 წ. — დღემდე)


image

imageიშთარის კარიბჭე ბაბილონის ციხე-ქალაქის გალავნის 9-დან ერთ-ერთი კარი იყო. ქალაქის გალავნის ნაწილი დღემდეა შემორჩენილი. ხოლო იშთარის კარიბჭეს, გასული საუკუნის 30-იან წლებში, ბერლინის მუზეუმში გაუკეთეს რესტავრაცია და დღეს მისი ნახვა გერმანიაში შეიძლება. ის რომ თავის ადგილზე დაებრუნებინათ, მსოფლიოს ახალი საოცრება იქნებოდა.


8. არტემიდას ტაძარი ეფესში (ძვ. წ. აღრ. 550 წ. — ახ. წ. აღრ. 262 წ.)


image

imageამ ფოტოსურათზე ტაძრის რეკონსტრუქტირებული მაკეტი არის წარმოდგენილი, რომელიც ზევსის ქალიშვილის, არტემიდას (რომაულ მითოლოგიაში დიანა) საპატივცემულოდ იყო აშენებული. სხვადასხვა პერიოდში, ტაძარი 3-ჯერ აღადგინეს, მაგრამ ბოლოს ის გუთებმა (სკანდინავიური წარმოშობის გერმანული ტომები) ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაანგრიეს და დაწვეს. დღეს ამ ტაძრის ნანგრევებიდან აღდგენილი, მხოლოდ ერთი სვეტი არსებობს.


7. ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში (ძვ. წ. აღრ. 435 წ. — ახ. წ. აღრ. V-VI სს)


image

imageეს უზარმაზარი ქანდაკება, ძველი ბერძნების უზენაესი ღმერთის, ზევსისადმი იყო მიძღვნილ და ტაძრების კომპლექსში მდებარეობდა. გადმოცემის მიხედვით, ის იმდენად დიდი და მასიური იყო, რომ ზევსი ფეხზე რომ ამდგარიყო, ტაძრის სახურავის ახდა გახდებოდა საჭირო. სხვადასხვა მონაცემებით, ქანდაკების სიმაღლე 12-17 მ. უნდა ყოფილიყო.

გადმოცემის თანახმად, ზევსის ქანდაკება 425 წ. ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა. თუმცა, ამ ინფორმაციის დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს.


6. ჰალიკარნასის მავზოლეუმი (ძვ. წ. აღრ. 351 წ. — ახ. წ. აღრ. 1494 წ.)


image

imageეს მაკეტი არ არის. ფოტოსურათზე სახლი-ტაძარია (House of the Temple), რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს და მასში «შოტლანდიური მასონების რიტუალების ოფისი» (Scottish Rite of Freemasonry) განთავსებული. მოკლედ რომ ვთქვათ, შენობა მასონების თავშეყრის ადგილია და ის ჰალიკარნასის მავზოლეუმის ზუსტი ასლია.

რაც შეეხება ორიგინალს, ის სპარსი გუბერნატორის — მავსოლესთვის (Mausolus) იყო აშენებულ და იმდენად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, რომ მისმა სახელმა («მავზოლეუმი»), სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი ჩვენს ცნობიერებაში.

ჰალიკარნასის მავზოლეუმი მიწისძვრის დროს დაინგრა და ჰოსპიტალიერმა რაინდებმა მისი ქვები საკუთარი ციხესიმაგრეების გასამაგრებლად გამოიყენეს.

5. როდოსის კოლოსი (ძვ. წ. აღრ. 292/280 წ. — ძვ. წ. აღრ. 226 წ.)


image

imageფოტოზე ყველასთვის ცნობილი თავისუფლების ქანდაკებაა, რომელიც მასშტაბებით და დიზაინით როდოსის კოლოსის ასლს წარმოადგენს (ყოველ შემთხვევაში, როგორიც გადმოცემებით არის ცნობილი).

მიწისძვრამ ქანდაკება კვარცხლბეკიდან გადმოაგდო და ნამსხვრევებად აქცია. მისი ნაწილები 800 წელი მიწაზე ეყარა. ბოლოს, არაბებმა, კუნძულის დაპყრობის შემდეგ, ქანდაკების ნამსხვრევები ჯართად, ებრაელ ვაჭარს მიჰყიდეს. ხოლო მან, ლითონი იქვე გადაადნო და 900 აქლემი დატვირთა ბრინჯაოს ზოდებით.

ასე დასრულდა შვიდიდან ერთ-ერთი საოცრების ისტორია.

4. ალექსანდრიის შუქურა (ძვ. წ. აღრ. 283 — ახ. წ. აღრ. 956-1480)


image

imageისევე, რგორც ძველი მსოფლიოს ძეგლების უმრავლესობა, ალექსანდრიის შუქურაც მიწისძვრის მსხვერპლი გახდა. მაგრამ, მსოფლიოს ამ საოცრების ნახვა დღეს ისევ არის შესაძლებელი. მართალია მისი რესტავრაცია არ მომხდარა და უფრო მეტიც, მის ადილას შუქურის ნანგრევებით კაიტ-ბეის ციხე-სიმაგრე ააშენეს. მაგრამ, პეკინის მსოფლიო მუზეუმში (Beijing World Park) ის ნატურალური ზომით არის წარმოდგენილი. ეს ფოტოსურათიც სწორედ იქ არის გადაღებული.

3. აქსუმის ობელისკი (ახ. წ. აღრ. IV ს. — დღემდე)


image

imageაქსიუმის ობელისკი ნამდვილად რომ მსოფლიო საოცრებაა. მაგრამ იმის გამო, რომ ის ახ. წ. აღრიცხვით IV ს-ში შეიქმნა, ხოლო სია, რომელშიც ძველი მსოფლიოს საოცრებებია ჩამოთვლილი, ბევრად უფრო ადრეული პერიოდს ეკუთვნის, – მისი არსებობის შესახებ, ბევრმა არ იცის.

აქსიუმის ობელისკი ეთიოპიაში მდებარეობს. მისი სიმაღლე 24 მ-ია, წონა - 160 ტ. უძველესი ძეგლის ზედაპირი ნაკვეთი ფიგურებით არის დაფარული: აქვს ყალბი კარი და ფანჯრები.

1937 წელს, მას შემდეგ, რაც იტალიამ ეთიოპია დაიპყრო, ობელისკი დაანაწევრეს, იტალიაში წაიღეს და რომში აღმართეს. მიუხედ იმისა, რომ 1947 წელს გეო-მ რეზოლუცია მიიღო, რომელიც იტალიას ძეგლის დაბრუნებას ავალდებულებდა, ისტორიული ძეგლის ეთიოპიაში დაბრუნება მხოლოდ 2005 წ. მოხდა, მას შემდეგ, რაც თანამედროვე იტალიას და ეთიოპიასა შორის ურთიერთობა დათბა.

2. კოლოსეუმი (ახ. წ. აღრ. 70 – 80 წწ. — დღემდე)


image

imageამ ფოტოზე რომის კოლოსეუმი ისე არის გამოსახული, როგორიც ის 1349 წლამდე იყო. ძლიერმა მიწისძვრამ ძაგლის კონსტრუქციას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. დროთა განმავლობაში, თითქმის უფუნქციოდ დარჩენილი ძეგლი (მასში რელიგიური რიტუალები ტარდებოდა და ერთი პერიოდი სასაფლაოდაც იყენებდნენ) მრავალგზის გაიძარცვა და მის ქვებს სხვა ნაგებობების მშენებლობისთვის იყენებდნენ.

1. რომაული თერმები (ძვ. წ. აღრ. 836 წ. — დღემდე)


image

imageსომერსეტის (Somerset) საგრაფოში (ბრიტანეთი) მდებარე რომაული აბანოები სხვა ძეგლებისგან განსხვავებით, ერთადერთი ფუნქციონალური ძეგლია.

გადმოცემის თანახმად, ქ. ბათში (Bath) აბანოები ჯერ კიდევ მეფე ბლადუდის (Bladud – მეფე ლირის მამა) დროს, ძვ. წ. აღრ. IX ს-ში აშენდა, ხოლო რომაელებმა I ს-ის 70-იან წლებში მხოლოდ მისი დიზაინი შეცვალეს. თუმცა, ამის მტკიცებულება არ არსებობს და დღემდე მას რომაულად მოიხსენიებენ.

რომაული თერმების ნანგრევები 1775 წ. აღმოაჩინეს, ქალაქის ზედაპირის თანამედროვე დონიდან, 5 მ-ის სიღრმეზე. ძეგლის რეკონსტრუქცია XIX საუკუნის ბოლოს დასრულდა და დღეს ის ქალაქის და საგრაფოს მნიშვნელოვან ღირშსესანიშნაობად ითვლება.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageთამაში სიკვდილთან: გლადიატორები
კლეოპატრა სიცოცხლეში და კინოში: როგორ გამოიყურებოდა სინამდვილეში ეგვიპტის დედოფალი
«მეორედ დაბადება». რომი, ბაბილონი, კართაგენი და პალმირა – უძველესი ქალაქების 3D რეკონსტრუქციები (4 ვიდეო)

ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო

2
439
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
439
  
2018, 27 ივლისი, 15:16
დიდი მადლობა გაიხარე
2018, 27 ივლისი, 12:49
ლალი უმაგრესზე უმაგრესი სტატია ისევ და ისევ.
0 1 2