x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 საინტერესო ფაქტი ჯალათების შესახებ

image


1. ჯალათის, ტრადიციული, ნიღბიანი თავსაბურავი გამოგონილეა. სინამდვილეში, ისინი სახეს არასოდეს მალავდნენ. ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავს რომელიმე მეფეს კვეთდნენ.


2. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჯალათს, ქორწინების მსურველთათვის, ჯვრისწერის რიტუალის ჩატარების უფლება ჰქონდა.


3. ჯალათის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო სიკვდილმისჯილები ქონება იყო. თავდაპირველად, მათ უფლება ჰქონდათ ის ფული აეღოთ, რაც დასჯის მომენტში ჰქონდა დასასჯელს, ხოლო შემდეგ, მათ იმის უფლებაც მიიღეს, რომ ფულთან ერთად, სიკვდილმისჯილის ტანსაცმელიც წაეღოთ.


4. ჯალათს უფლება ჰქონდა ბაზარში საკვები პროდუქტები უფასოდ აეღო. ეს უფლება მათ იმიტომ მიანიჭეს, რომ ბევრი უარს ამბობდა მათთვის რამის მიყიდვაზე და თავმოკვეთილი ადამიანის ფულის აღებაზე.

image

5. ჯალათს შეეძლო ეგზორცისტული ანუ სხეულიდან სულების განდევნის რიტუალის ჩატარება. საქმე იმაშია, რომ შუა საუკუნეებში, სხეულიდან ბოროტი სულის განდევნის, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ხერხად – წამება ითვლებოდა. ხალხს სჯეროდა, რომ სხეულისთვის ტკივილის მიყენებით, იქ ჩაბუდებულ დემინს მის დატოვებას აიძულებდნენ.

image

6. ეკლესიაში ჯალათი, კარებთან, ყველას ზურგს უკან უნდა მდგარიყო, ხოლო ზიარებაზე, სულ ბოლოს მისულიყო.


7. საფრანგეთში ქალი-ჯალათებიც იყვნენ. ლუი IX წმინდას 1264 წ. ბრძანებაში ნათქვამია, რომ «ის ვინც კანონს დაარღვევდა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, იმავე სქესის პირის მიერ გაიროზგებოდა. კერძოდ: კაცი — კაცის მიერ, ხოლო ქალი — ქალის მიერ, მამაკაცების დასწრების გარეშე».


8. თუ ჯალათი პენსიაზე გავიდოდა ან ამ საქმიანობის გაგრძელების სურვილი აღარ ჰქონდა, ის ვალდებული იყო, ქალაქისთვის თავისი შემცვლელის კანდიდატურა წარედგინა.


9. საზოგადოებაში, თავისი მდგომარეობით ჯალათი ისეთივე დაბალ საფეხურზე იდგა, როგორც მეძავი და მსახიობი. იყო შემთხვევები, როდესაც მათთან მიახლოვების სურვილიც კი არ ჰქონდათ ადამიანებს.


10. ჯალათები ქალაქის მაცხოვრებლებს ხშირად უწევდნენ სხვადასხვა სახის მომსახურებას. ისინი გვამის ცალკეული ნაწილებით და სიკვდილით დასჯის დროს გამოყენებული ნივთებით ვაჭრობდნენ. მაგ., ისეთებით, როგორიც იყო «დიდების ხელი» (დამნაშავისთვის მოკვეთილი ხელის მტევანი), თოკის ნაწილი, რომელზეც ჩამოახრჩეს სიკვდილმისჯილი და ა. შ. ამგვარი დეტალები, ხშირად იყო ნახსენები, იმ დროს, ევროპაში გავრცელებულ ალქიმიის და მაგიის წიგნებში.

3
2107
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2107
  
2016, 11 სექტემბერი, 16:51
როდის ჩამოახრჩეს საქართველოში უკანასკნელად?.... ილიაც ხო აღწერს...ამ პროცესს.....სახრჩობელაზედ...ესე ქვია იმ მოთხრობას......
2016, 8 სექტემბერი, 8:58
მადლობა, ალექს
2016, 8 სექტემბერი, 8:54
ძალიან საინტერესოააა
0 1 3