x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პაულო კოელიო - 11 წუთი ( ამონარიდები )
"11 წუთი" ცნობილი ბრაზილიელი მწერლის - პაულო კოელიოს მსოფლიო ბესტსელელრია. ამ წიგნში მოთხრობილი ამბავი არის ზღაპარი, რომელსაც არ ჰყავს ზღაპრული პერსონაჟები... ეს არის ზღაპარი მეძავზე, რომელსაც არ დაუკარგავს ნამდვილი სიყვარულის პოვნის იმედი...

“მე უნდა ვილაპარაკო იმაზე, რაც მაფიქრებს და მაწუხებს და არა იმაზე, რისი გაგონებაც სურთ ჩემგან. ზოგი წიგნი ოცნებას გვაიძულებს, ზოგი რეალობასთან გვაახლოებს, მაგრამ ყოველი მათგანი ავტორისათვის უმთავრესი გრძნობით — გულწრფელობით — არის განმსჭვალული'' - ასე იწყებს ავტორი თავის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წიგნს, “11 წუთს''.

გთავაზობთ ამონარიდებს ამ ძალზედ საინტერესო წიგნიდან და თუ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ. image* სიყვარულს უფრო მძაფრად სატრფოსთან ყოფნის დროს კი არ განიცდიდა, არამედ მაშინ, როცა ის მისგან შორს იყო.

* ყველაფერი მკარნახობს, რომ მზად ვარ, შეცდომა დავუშვა, არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. რა უნდა ჩემგან ქვეყნიერებას? რისკზე რომ არ წავიდე? რომ დავბრუნდე იქ, საიდანაც მოვედი და არ გავბედო, ვუთხრა ცხოვრებას „დიახ“?


* იმათი დაკარგვა, ვინც მყვარებია ადრე გულს მტკენდა. ახლა დარწმუნებული ვარ: ვერავინ ვერავის დაკარგავს, იმიტომ, რომ არავინ არავის არ ეკუთვნის. აი, ჭეშმარიტი თავისუფლება — გქონდეს ის, რაც შენთვის ყველაფერზე ძვირფასია, მაგრამ არ ფლობდე მას. image* მთელი ცხოვრების მანძილზე სიყვარულს აღვიქვამდი, როგორც გაცნობიერებულ და ნებაყოფლობით მონობას... და ვტყუვდებოდი. თავისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, როდესაც ის ხილულია. ის, ვინც უკანმოუხედავად მიეცემა გრძნობას, ის, ვინც გრძნობს, რომ თავისუფალია, სწორედ მას უყვარს მთელი ძალით. და ის კი, ვისაც უყვარს მთელი ძალით, თავისუფალია.

* საშველი გულის მიერ დაგებულ ხაფანგზე ნებაყოფლობით უარის თქმაშია.

* სახლში შუქი როგორ შედის? — ღია ფანჯრებიდან. ადამიანში? — თუ სიყვარულის კარი დახშული არ არის. image* სამყარო აზრს მხოლოდ მაშინ იძენს, როცა ჩვენი გრძნობების ვინმესთვის გაზიარება შეგვიძლია.

* არ უნდა გვეშინოდეს ოკეანის სიღრმეებისა, რომელშიც ნებაყოფლობით ვეშვებით. შიში აფუჭებს თამაშს.

* ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა (ან მეტისმეტად ხანგრძლივი) იმისათვის, რომ თავს ცუდად ცხოვრების უფლება მისცე.
* როცა ვინმეს რამეს ასწავლი, რაღაცას შენც სწავლობ.

* საკუთარი თავი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ შეიცნო, რაც აღმოაჩენ მისი შესაძლებლობების ზღვარს“
* ტკივილი არ არსებობს. არის მხოლოდ ის, რაც იდუმალ სიამოვნებად გადაიქცევა.

image* ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებს აწყობენ სულები გაცილებით ადრე, ვიდრე მათი ხორციელი გარსი.
* ზოგჯერ ცხოვრება საოცრად ძუნწია. მთელი დღეების, კვირების, თვეების, წლების განმავლობაში ადამიანი ახალ შეგრძნებებს მოკლებულია, მერე კარს გამოაღებს და მოულოდნელად მთელი ზვავი დაატყდება თავს.

0
249
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
249
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0