x
image
ციცი
Mediator image
ვის ემუქრება დაბლოკვით ნინი ონიანი და რაზე წყდება გული მას(+ცხელი ფოტოები ქვიშიანი სანაპიროდან).

image
ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური და სკანდალური ქართველი არაპროფესიონალი მსახიობი და მოდელი ნინი ონიანი პირველად ეკრანებზე ტელესერიალ "დეტექტივში" გამოჩნდა, სადაც სრულიად შიშველი წარსდგა მაყურებლის წინაშე. მიუხედავად მისი თამამი სცენებისა, ამ სერიალს ონიანისთვის პოპულარობა არ მოუტანია. ცნობადი ნინი კომედიური ჟანრის ქართული ტელესერიალიდან "ქალთა სახეებიდან" გახდა. თამამი და სექსუალური იმიჯის გამო ნინი ონიანი ხშირად ექცევა ყვითელი პრესის ფურცლებზე.

მსახიობი ცოტა ხნის წინ გათხოვდა და საყვარელი მეუღლის გვარზე გადავიდა, ახლა იგი ნინი მახვილაძეა. ნინიმ, მათ ვინც გვარის შეცვლასთან დაკავშირებით, ზედმეტ უაზრო კითხვებს უსმევს, სოციალური ქსელით მიმართა და დაბლოკვით დაემუქრა:

"ესე იგი, ონიანი აღარ არის ოფიციალურად ჩემი გვარი, გადავედი ჩემი მეუღლის გვარზე და ვარ მ ა ხ ვ ი ლ ა ძ ე!! ზედმეტ უაზრო კითხვებს ნუ სვამთ ამ თემასთან დაკავშირებით!! ჩემიანი, უცხო, ყველა დაიბლოკება ვინც ამ თემით შეიწუხებს თავს და ეცდება შემაწუხოს მეც!! უაზრო კომენტარების ავტორებიც! ყველაზე მაგარი ბიჭის გვარს ვატარებ და ერთადერთი კაცია ვინც იმსახურობს რომ მისი გვარი ვატარო..! ასე რომ Keep Calm ქართველებო!!! დაკავდით საკუთარი საქმეებით! ბედნიერი დღე ყველას... პატივისცემით: ნინი მახვილაძე..."imageნინი ონიანი პირად გვერდზე საცურაო კოსტიუმში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და გული წყდება, რომ ზაფხული მალე დამთავრდება:

"მიყვარს ზაფხული... მიყვარს ადამიანები რომლებსაც უყვართ ზაფხული... გული მწყდება, რომ ასე მალე დამთავრდა და ვისაც ზამთარი და სიცივის მოსვლა გახარებთ, მალე გნახავთ გაყინულებს და შეციებულებს.. მერე თქვენი ხმა არ გავიგო..."imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

1
1560
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1560
  
2016, 6 სექტემბერი, 0:04
იდი ნა..
0 1 1