x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ამბები, რომლებიც გაგახალისებთ
image

ერთხელ ნოდარ დუმბაძე ინგლისელ კოლეგას შეხვდა და მშობლიურ ენაზე დაუწყო საუბარი. მწერალი უხერხულად შეიშმუშნა და თარჯიმანს გადაულაპარაკა:"-გადაეცით, რომ სკოლაში მხოლოდ გერმანულს მასწავლიდნენ". სტუმარი მაშინვე გერმანულად ალაპარაკდა. ნოდარ დუმბაძემ თარჯიმანს კვლავ თხოვნით მიმართა:"-ახლა ისიც უთხარით, რომ ისინი კი მასწავლიდნენ, მაგრამ მე არ ვსწავლობდი!".


ძველი ბერძენი პოეტი ბიონი მდიდარ ათენელ ვაჭრებთან ერთად მგზავრობდა, როცა მათი ხომალდი მეკობრეებმა ჩაიგდეს ხელში. "დავიღუპეთ, თუ გვიცნეს", -მოთქვამდნენ ვაჭრები. პოეტი კი ამბობდა:"დავიღუპე, თუ ვერ მიცნეს".


აღმოსავლურ სიბრძნეთა კრებულში შესულია ერთი ახალგაზრდა ჩინელი გლეხის ამბავი, რომელმაც ქვეყნის დედაქალაქი მოინახულა და იქიდან დაბრუნებულმა ყურები გამოუჭედა თანასოფლელებს, პეკინში რაღა არ ვნახე, ეს ქალაქი საოცრებათა სამყარო ყოფილაო. თხრობასა და საუბარში დაღამდა კიდეც, ცაზე მთვარე ამოვიდა და მსმენელთა ყურადღება მიიპყრო. ამით უკმაყოფილო გლეხმა წამოიძახა: ეს რა მთვარეა, თქვენ პეკინში უნდა გენახათ რა მთვარე ანათებდაო!.. ამის თქმა იყო და მოთმინებადაკარგულმა მამამისმა სილა გააწნა: "შე, ტუტუცო, რა გგონია, პეკინში სხვა მთვარე ანათებს?!". ახალგაზრდა გლეხმა კი იხტიბარი არ გაიტეხა: "ეს რა სილა იყო, უნდა გენახათ პეკინში რა სილა გამაწნეს!..."



დავით სარაჯიშვილი საანგარიშოზე ანგარიშისას ხშირად სომხურ ენაზე ხმამაღლა წარმოთქვამდა რიცხვებს. ამ ამბავს ერთხელ ილია ჭავჭავაძე შეესწრო და ღიმილით ჰკითხა, ქართულს რატომ გაუწყერი, დათიკოო? სარაჯიშვილმა უპასუხა:" რა ვქნა, ჩემო ილიკო, არ ესმის ამ ოხერს ქართული!.."


ერთ კომპანიაში მუშაობის დასაწყებად მისულ კაცს უთხრეს:-შესანიშნავი რეზიუმე გაქვთ, მალე შეგატყობინებთ როდის მოხვიდეთ სამსახურში. კაცმა უპასუხა:– ეგ რაა, თქვენ ფხიზელი უნდა მნახოთ...

8
795
9-ს მოსწონს
ავტორი:-გიჟი
-გიჟი
795
  
2016, 6 სექტემბერი, 10:58
მარტო ფოტოზე არ გეუბნები :DD
2016, 5 სექტემბერი, 22:13
გენაცვალე კიჭებში)))))
2016, 3 სექტემბერი, 9:40
მიმამგვანე ხომ? :D
2016, 2 სექტემბერი, 21:23
ჯერ ფოტომ გამახალისა, მერე ამბებმა)))
2016, 31 აგვისტო, 20:15
დიდი მადლობა პირველი და ბოლო ჩემი ფავორიტებია :)
2016, 31 აგვისტო, 18:45
ძალიან კარგი და სახალისო სტატია არის :), განსაკუთრებით პირველი მომეწონა
2016, 31 აგვისტო, 12:04
შენიშვნა: პირველ მონათხრობში შეცდომა მომივიდა, უნდა დამეწერა: ნოდარ დუმბაძე ინგლისელ კოლეგას შეხვდა, მან კი მშობლიურ ენაზე ( ინგლისურად) დაუწყო საუბარი.
0 1 8