x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
უკვდავებისთვის განწირული, ანუ გრაფ სენ-ჟერმენის საიდუმლო

image

image

გადმოცემის თანახმად, როდესაც ქრისტე ჯვარცმის ადგილზე მიჰყავდათ, იმისთვის რომ ის ტანჯვით მოეკლათ, დიდი და მძიმე ჯვარი, მას ზურგით თავად მიჰქონდა. მის მიერ გასავლელი გზა გრძელი და რთული იყო... ძალაგამოცლილ იესოს უნდოდა ერთ-ერთი სახლის კედელს მიყრდნობოდა, რომ ცოტა დაესვენა და ამოესუნთქა. მაგრამ, მისმა პატრონმა, სახელად აგასფერმა, ამის უფლება არ მისცა.
– წადი! წადი! – დაუყვირა მან იესოს. – აქ დასასვენებელი ადგილი არ არის!
– კარგი, – გახსნა სიმწრისგან შეწებებული ტუჩები ქრისტემ. – მაგრამ შენც, მთელი ცხოვრების მანძილზე ივლი. შენ მარადიულად იხეტიალებ მსოფლიოშ და არც დასვენება და არც სიკვდილი არ გეღირსება...
არსებობს ამ ლეგენდის კიდევ ერთი ვერსია. რომლის თანახმად, თითქოს, აგასფერმა უთხრა ქრისტეს, რომ თუ ის მართლაც ღმერთის შვილი იყო, ჯვარცმის შემდეგ, მკვდრეთით აღმსდგარიყო, უკანა გზაზე მასთან შეევლო და მაშინ, აუცილებლად დაასვენებდა. და ამაზე ქრისტემ უპასუცა, რომ ის, მის მეორედ მოსვლას აუცილებლად მოესწრებოდა და სანამ ეს არ მოხდებოდა, ამ უკანასკნელს, სიკვდილი არ ეღირსებოდა.
შესაძლებელია ეს ამბავი დავიწყებასაც მისცემოდა, რომ არა ადამიანი, რომელიც საუკუნიდან საუკუნეში, ხან ერთ და ხან მეორე ადგილზე ჩნდებოდა და რომელსაც მისი უცნაური პიროვნული თვისებების გამო, ქრისტეს მიერ დაწყევლილ, უკვდავ აგასფერთან აიგივებდნენ...

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ყველაზე იდუმალებით მოცული ადამიანი გრაფი სენ-ჟერმენი არის. მისი წარმომავლობის შესახებ არავისთვის არაფერია ცნობილი. მის თანამედროვეებს შორი, ხმები დადიოდა, რომ გრაფს ასაკი არ ემატებოდა და არავის ენახავს, რომ მას საჭმელი ეჭამოს. რაღაც მომენტში, ის საიდუმლოდ ქრებოდა და მის სახელთან დაკავშირებით, ისევ ჭორები ჩნდებოდა. ზოგი ამბობდა, რომ ის დიდი ხნის წინ მოკვდა, ხოლო სხვები – ამტკიცებდნენ, რომ გრაფი სხვაგან ნახეს და რომ ის იქ, სხვა სახელით ცხოვრობდა. ისეთებიც იყვნენ, რომ იფიცებოდნენ, «სულ ცოტა ხნის წინ», ვნახეთო.
ჭორები-ჭორებად, მაგრამ ჩვენ ამ სტატიაში, გრაფის ცხოვრების შესახებ, მხოლოდ იმ ადამიანების მიერ მოწოდებული ფაქტები წარმოვადგინოთ, რომლებიც სენ-ჟერმენს პირადად იცნობდნენ. მაშ, ასე:
ცნობილია, რომ XVIII საუკუნის შუა წლებში, გრაფი სენ-ჟერმენი ინგლისიდან გამოაძევეს, სხვა ქვეყნის სასარგებლოდ, ჯაშუშობის ბრალდებით. გარკვეული დროის შემდეგ, ის საფრანგეთში გამოჩნდა, საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკ XV გარემოცვაში. მალე გაირკვა, რომ ეს ადამიანი ისეთი სულაც არ იყო, როგორც ერთი შეხედვით შეიძლებოდა ვინმეს მოსჩვენებოდა. ისინი, ვინც მას პირადად იცნობდნენ, ამტკიცებდნენ, რომ გრაფმა ყველა ევროპული ენა იცოდა, რაც კი არსებობდა იმ მომენტისთვის. გარდა ამისა, იცოდა არაბული, ჩინური, სანსკრიტი და აზიის სხვა ენებიც. ის კარგად ერკვეოდა ხელოვნებაში, უკრავდა ვიოლინოზე და იყო რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სენ-ჟერმენი, თავისი დახვეწილი მანერებით, ყოველთვის ყურადღებას იქცევდა და წარსულის შესახებ, არასდროს ლაპარაკობდა. მხოლოდ ერთხე, ხუმრობით აღნიშნა, რომ ის 500 წლის გახდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გრაფი ზღაპრულად მდიდარი იყო. მას ყოველთვის ჰქონდა ფული, მაგრამ არავინ იცოდა და ვერც ხვდებოდნენ, თუ რა იყო მისი შემოსავლის წყარო. მისი ნაცნობები, ასევე ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ არასდროს უნახიათ, რომ მას საკვები ან სასმელი მიეღოს და რომ გრაფი, მხოლოდ თეთრი და შავი ფერის სამოსს ატარებდა.
გასული საუკუნის დასაწყისში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც თითქოსდა «ნახეს» გრაფი. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ სენ-ჟერმენი მასონთა ორდენის წევრი იყო. ასევე ამტკიცებდნენ, რომ მან სხვადასხვა სახის ოკულტური მეცნიერებები, მათ შორის ალქიმია და კაბალა შეისწავლა და ფილოსოფიური ქვის ფორმულა ანუ მარადიული ახალგაზრდობის რეცეპტი შექმნა.

ამრიგად, სენ-ჟერმენი სავსებით შესაძლებელია, რომ აგასფერი ყოფილიყო. ამ თეორიის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ გრაფი კარგად ფლობდა ძველ ენებს. და თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, მაშინ სავსებით შესაძლებელია, რომ ის ისევ ჩვენ შორის, ანუ იმ 7 მილიარდ ადამიანს შორის იყოს, რომელიც დღეს ცხოვრობს დედამიწაზე.

5
750
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
750
  
2016, 2 სექტემბერი, 17:53
გეთანხმები :)
2016, 2 სექტემბერი, 13:31
მეც! ვისაც ღმერთის სწამს, სასწაულებისაც უნდა სჯეროდეს
2016, 2 სექტემბერი, 11:55
მე მჯერა სასწაულების :))))
2016, 1 სექტემბერი, 12:38
მადლობა
2016, 1 სექტემბერი, 10:39
ძალიან საინტერესოა!
0 1 5