x
image
ციცი
Mediator image
რას წერენ სანდრა რულოვსს ემიგრანტები-"მათ ძალიან აღელვებთ საქართველოს ბედი ..."

image
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, სადაც იგი ემიგრანტების ბედზე და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს:


"ბევრი ემიგრანტი მწერს, რომ ძალიან აღელვებთ საქართველოს ბედი და საქართველოში არსებული სიტუაცია. ქართველი ემიგრანტები იმედოვნებენ, რომ მათი დაბრუნების შემთხვევაში უცხოეთში დაგროვილი გამოცდილება და უნარები სწორად
იქნება გამოყენებული. სოციალური პირობების, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესება თანამედროვე ქართული საზოგადოების მთავარი გამოწვევაა.უამრავ ემიგრანტს ვიცნობ და ვიცი, როგორ უჭირთ ოჯახებისგან, შვილებისა და შვილიშვილებისგან შორს ყოფნა. ისინი იძულებულნი არიან, შეეგუონ ბედს, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში სხვა გზა არ აქვთ. ბევრი ქართველი ემიგრანტი
მუშაობს ოჯახებში, სადაც ავადმყოფ, ან ხანშიშესულ ადამიანებს ისეთი სიყვარულით უვლიან, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, იმ ოჯახების წევრებიც კი ხდებიან. ემიგრანტები თავს სწირავენ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისთვის.
მათი მიზანია, ადამიანურად გაზარდონ და სათანადო განათლება მიაღებინონ საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს, რადგან ნათლად ხედავენ, რომ მხოლოდ განათლებაშია მომავალი.
ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი პრიორიტეტი იქნება გაყინული, გაუბედურებული და უსუსური ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს ამომრჩეველს შევთავაზოთ ისეთი
ეკონომიკური განვითარების ტემპი, რომელსაც ის ჩვენგან მოელის. ამისათვის საჭიროა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის განუხრელი ზრდა, ეროვნული ვალუტის გამყარება, 2017 წლისთვის ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა და ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესება. უმოკლეს ვადებში უნდა დავძლიოთ ბოლო ოთხი
წლის ჩამორჩენა. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი გუნდი უარს ამბობს პოლიტიკურ შურისძიებაზე!!! ჩვენ ვირჩევთ საქართველოს აღმშენებლობას ერთობლივი
ძალებით და მის დასავლურ ინტეგრაციულ პროცესში უფრო ღრმად ჩართვას."
image

0
546
1-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
546
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0