x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მცირეწლოვანი ბავშვის გატაცების მცდელობა გორში
კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტი დაფიქსირდა გორში, რომელიც მცირეწლოვანი ბავშვების საიდუმლოებით მოცულ გატაცებას ეხება. რამდენიმე თვეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ინტერნეტ-გამოცემებში აქტიურად იწერებოდა, რომ გორის რაიონის რამდენიმე სოფელში ბავშვები გაურკვეველ ვითარებაში იკარგებოდნენ,

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ ფაქტებს არ ადასტურებდა თუმცა, ამ დრომე ეს საკითხი პრობლემად რჩება.

image

გუშინ ქალაქ გორში, კიდევ ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, უცნობმა ქალბატონმა, 8 წლის ბიჭუნას გატაცება, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან სცადა.


მიწისქვეშა გადასვლელი, რომელიც მოვაჭრეებს უკავიათ, ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილია, აღნიშნული შემთხვევის დროს, ბიჭუნა ბებიასთან და ბიცოლასთან ერთად იმყოფებოდა, საბედნიეროდ გამტაცებელმა ბავშვის მოტაცება ვერ მოახერხა, რადგან ბიცოლამ ის დროულად შენიშნა.

ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ბავშვის დედას სოციალური ქსელით დავუკავშირდი:


"დედაჩემს ჰყავდა ბავშვი წაყვანილი, ბიძაშვილის ცოლთან ერთად, ხელი ბიცოლას ჰქონდა ჩაკიდებული, თუმცა ვერ მიხვდა, რა დროს და როგორ გააშვებინეს. როცა ბავშვი მოიკითხეს, დაინახეს რომ შავებში ჩაცმულ ქალს, დაახლოებით 60 წლამდე იქნებოდა, ჭაღარა თმით, ბავშვი გვირაბის ბოლო კიბემდე ჰყავდა აყვანილი,

იმ წამს რომ არ დაენახათ ალბათ ვეღარც ვიპოვიდით."

დედა ბავშვის მონაყოლის მიხედვით ამბობს, რომ უცნობმა ქალმა მას ზურგში რაღაც

ჩაარტყა და ხელი ისე გააშვებინა.


"ეკითხებოდა, ვინ ხარ? სად მიგყავარო? მას უთქვამს, მამასთან მიმყავხარო. ხელზე

რაღაც გამიკეთა და ძალიან მეტკინა, მოვიხსენი და გადავაგდეო."

ბიჭუნა მომხდარის გამო ჯერ კიდევ ემოციურ სტრესსშია.

საბედნიეროდ, გამტაცებელი მალე შენიშნეს და ბიჭის გატაცება ვერ მოახერხა, როგორც

ბიცოლა ამბობს, როდესაც დაედევნა და ბავშვს ხელი მოჰკიდა, უცნობი ქალბტონი

უეცრად გაქრა.

შემთხვევის შესახებ პოლიციასაც ეცნობა, მაგრამ როგორც ჩანს ამ ფაქტების ზედმეტად გახმაურებას ერიდებიან, შესაძლოა საიდუმლო გამოძიებაც მიმდინარეობს, რის გამოც

მოსახლეობაში პანიკის დანერგვა არ უნდათ, თუმცა აუცილებელია ასეთი ფაქტები გაშუქდეს, რადგან სიფრთხილე გამოვიჩინოთ.

სინამდვილეში, ვინ არიან ეს ხალხი კაცმა არ იცის, ფაქტი ისაა, რომ

ისინი დღისით, მზისით სრულიად უპრობლემოდ მოქმედებენ, ცხადია აქ მხოლდ ერთ ან რამდენიმე ადამიანთან არ გვაქვს საქმე.

რა თქმა უნდა, სამართლებრივ შეფასებებს ვერ გავაკეთებ და ვერც იმის მტკიცებას დავიწყებ სერიოზულად იძიებს თუ არა ამ საკითხს პოლიცია, მთავარი ისაა, რომ

ამაზე სასწრაფო რეაგირებაა საჭირო.


მსგავსი ფაქტების შესახებ ტელევიზიებიც არაერთხელ დაინტერესდნენ.





2
8130
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
8130
  
2016, 30 აგვისტო, 19:07
მაგით არ დამთავრებულა, პოლიცია საქმის კურსშია
2016, 30 აგვისტო, 12:12
ვერ ვიგებ მაგდენი რამ თუ მოხდა და დაინახეს ქალი რომელსაც ბავშვი მიჰყავდა გააშვებინეს ხელი და მაგით დამთავრდა?მითუმეტეს ეხლა როდესაც ასეთი მითქმა მოთქმა???რატო არ დაიჭირეს ეგ ქალი?ეგეთხალხმრავალ ადგილას ხმა ამოეღოთ და დაეჭირათ
0 1 2