x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
«ნულოვანი» მსოფლიო ომი

შვეიცარიელმა მეცნიერებმა, ებერჰარდ ცანგერის ხელმძღვანელობით, წამოაყენეს ჰიპოთეზა «ნულოვანი» მსოფლიო ომის შესახებ. მათი აზრით, ჩვენთვის ცნობილი 2 მსოფლიო ომების წინ, კიდევ ერთი მსოფლიო ომი იყო.

image
I და II მსოფლიო ომების გარდა, დედამიწაზე კიდევ ერთი მსხვილმასშტაბიანი შეტაკება მოხდა — ე. წ. «ნულოვანი ომი», წერს New Scientist, შვეიცარიელი მეცნიერების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ხსენებული კონფლიქტი, დაახლოებით, 3, 2 ათასი წლის წინ, ძვ. წ. აღრ. XII-XIII საუკუნეში უნდა დაწყებულიყო. მსოფლიო ისტორიაში, იმ დროის მოვლენები, ცნობილია როგორც «ზღვის ხალხების შემოსევა». დაპირისპირებაში, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებთან მიმდინარეობდა, მონაწილეობდნენ ეგეოსის ზღვვის აუზში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ტომები ე. წ. «ზღვის ხალხები» (მათ შორის: გარამანტები, სიკულები, ფილისტიმელები, ფრიგიელები და ეტრუსკები - ვიკიპედია) და სამხრეთის ცივილიზაციები: ძველი ეგვიპტე და ხეთების იმპერია. «ნულოვანი ომის» საკვანძო მომენტი ტროას ომი იყო – ასე თვლის თანამედროვე ისტორიკოსების ერთი ნაწილი. მათი აზრით, სწორედ ტროას ომმა (ზუსტი თარიღი უცნობია. სახელდება: 1198 – 1188; 1194 – 1184 და 1240 – 1230 წლები), უფრო სწორედ, მისმა დასრულებამ, გამოიწვია «ზღვის ხალხების» მიგრაცია სამხრეთის რეგიონებში. მათ მიზანი ხანგრძლივი ომით დასუსტებული რეგიონების დაპყრობა იყო.

image

image«ზღვის ხალხების» შემოჭრა

თავიაანთ კვლევებში მეცნიერებმა თანამგზავრიდან გადაღებული სურათები გამოიყენეს და მცირე აზიის ტერიტორიაზე, 340-მდე მსხვილი, ქალაქის ტიპის დასახლება აღმოააღმოაჩინეს. ისინი აღნიშნავენ, რომ ე. წ. «ნულოვანი ომის» დაწყებამდე, ეს ტერიტორია მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს წარმოადგენდა. მაგრამ, ტროას დაცემის შემდეგ, ხმელთაშუაზღვისპირეთიდან – მესოპოტამიამდე (ანატოლია (ხეთების სამეფო), კვიპროსი, ლევანტი (ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმ. სანაპიროზე მდებარე ქვეყნების (სირია, ლიბანი, ისრაელი, იორდანია, პალესტინა) საერთო სახელი), საბერძნეთი, მესოპოტამია, ეგვიპტე) ბრინჯაოს ხანამ კოლაფსი განიცადა: განადგურდა ქალაქი-სახელმწიფოები, დაიწყო რეგრესი ცხოვრების ყველა სფეროში, შეწყდა ვაჭრობა, მატერიალური და კულტურული ძეგლების შექმნა. ფერწერა, გემთმშენებლობა, ქსოვის ხელოვნება ... და წყალსადენების გაყვანა ხანგრძლივი დროით შეჩერდა. მიკენის კულტურამ და ცივილიზაციაც თანდათანობით დაცემა დაიწყო და ბოლოს, საერთოდ განადგურდა. ასეთი დიდი კატასტროფის სავარაუდო მიზეზებად ტექტონიკური აქტივობა, გვალვა, სისტემური კრიზისი და მიგრაციები სახელდება. მაგრამ, როგორც მეცნიერები ამბობენ, ესოდენ განვითარებული ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი, მხოლოდ ომი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო.

image

image«ზღვის ხალხები» ხეთების იმპერიაში

image

imageეგვიპტე – ბრძოლა «ზღვის ხალხებთან», რამზეს III მმართველობის დროს

image

image«ზღვის ხალხები» ძვ. წ. აღრ. 1150 წელი

0
1010
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1010
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0