x
image
ლევანი სიჭინავა
10 ყველაზე სახიფათო ქალაქი სამოგზაუროდ

დღესდღებით ძალიან მარტივია ეწვიო ნებისმიერ ქალაქს
მსოფლიოს მაშტაბით, მაგრამ არის ადგილები რომლებსაც უმჯობესია თავი ავარიდოთ იქ არსებული
სახიფათო მდგომარეობის გამო. თუ მაინც გადაწყვეტთ ეწვიოთ ამ ადგილებს უკეთესი იქნება
თუ მაქსიმალურად ფრთხილად იქნებით . წარმოგიდგენთ ყველაზე სახიფათო ქალაქების ტოპ ათეულს.





10. კარაკასი, ვენესუელა
image


ეს გახლავთ ვენესუელას დედაქალაქი რომელიც ამჟამად დგას
ისეთი საფრთხეების წინაშე როგორებიც არის
: ნარკო დაჯგუფებები და ქურდობები. სწორედ ეს მიზეზები ხდის კარაკასს ერთ–ერთ ყველაზე
ნაკლებად სასურველ ადგილად. ასევე ვენესუელის სხვა ქალაქების უმრავლესობა გამოირჩევა
დანაშაულის მაღალი მაჩვენებელით





9. კიუდად ჯუარეზი, მექსიკა
image


ზოგადად მექსიკა განთქმულია მსოფლიო მასშტაბით თავისი
დანაშაულების მაღალი მაჩვენებელით. აღნიშნული ქალაქი სადაც ნარკოტიკებით ვაჭრობა და
პროსტიტუცია ყველაზე მეტად გავრცელებულია სიაში მე 9 ადგილს იკავებს. ეს არის ქალაქი
სადაც შეგიძლიათ პოლიციელები უბრალოდ მოისყიდოთ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას თავის
მარტივად აარიდოთ





8. კეიპ თაუნი, სამხრეთ აფრიკა
image


სიღარიბისა და სოციალურად დაბალი დონის ქონის გამო კეიპ
თაუნი დანაშაულის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, მიუხედავად ამისა აღნიშნული ქალაქი
მრავალ ტურისტს იზიდავს საკუთარი განსაკუთრებულად ლამაზი ბუნებისა და ღირშესანიშნაობების
გამო. თუ გადაწყვეტთ კეიპთაუნში მოგზაურობას გაითვალისწინეთ რომ განსაკუთრებით საშიშია
მარტო სიარული დღე–ღამის ნათელ დროსაც კი .





7. რიო დე ჟანეირო, ბრაზილია
image


უამრავ ქალაქს ბრაზილიაში დანაშაულების მაღალი მაჩვენებელი
აქვს ზოგიერთი ქალაქის დანაშაულების სტატისტიკა ბევრად უფრო შემაშფოთბელია ვიდრე თავად
რიო–სი. მუდმივი ძარცვა ქუჩებში და პროსტიტუცია რიოს ერთ–ერთ სახიფათო ქალაქად აქცევს, განსაკუთრებით
სახიფათოა მოძრაობა ღამით. მიუხედავად ამისა რიო ტურისტების ერთ–ერთო საყვარელი ქალაქია
მისი მრავალი ღირშესანიშნაობების გამო.





6. გუატემალა სითი, გუატემალა

image

მიუხედავად იმსა რომ გუატემალა როგორც ცენტრალური ამერიკის
ერთ–ერთი ულამაზესი ქვეყანა მრავალი ტურისტის საყვარელი ადგილია, უნდა ითქვას რომ
ეს ქალაქი ღრმად არის ჩაფლული ნარკო–დანაშაულებში. ასევე მაღალია მკველობების მაჩვენებელი,
მანქანის ქურდობები, ყაჩაღობა. 2015 წლის დანაშაულებრივი სტატისტიკა კი უბრალოდ შემაშფოთებელია.





5.აკაპულკო, მექსიკა
image


არც ისე დიდი ხნის წინ აკაპულკო მიჩნეული იყო უსაფრთხო
და ულამაზეს საკურორტო ადგილად. მართალია აკაპულკო დღესაც პოპულარული კურორტია და ტურისტების
სიმცირეს არ განიცდის, მაგრამ ნარკო დანაშაულებმა ის უკვე გახადა ერთ–ერთ სახიფათო
ადგილად მსოფლიოში და რაც ყველაზე შემაძრწუნებელია ეს ქალაქი მსოფლიოში მეორეა მკვლობათა
მაჩვენებლით(ყოველი 100 000 დან 142 სიცოცხლეს სხვისი ხელით ასრულებს) . დამსვენებლებს
აკაპულკოში ხშირად ურჩევენ რომ იშვიათად გამოვიდნენ სასტუმროებიდან და მაქსიმალურად აარიდონ თავი მარტო ხეტიალს.





4. ბაღდადი, ერაყი

image



მუდმივი დაბომბვა, ხოცვა–ჟლეტა, ცეცხლსასროლი იარაღებით
შეტაკებები ერაყის ამ ქალაქში ძალიან გავრცელებული გახლავთ. ეს ქალაქი მრავალი წელია
ადგილს იკავებს არასასურველი ქალაქების სიაში. ერაყში მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა
ტერორისტთა აჯანყებისა, რომლებიც არავის ინდობენ. ასე რომ თუ ძალზედ მტიკიცე საბაბი
არ გაგაჩნიათ ამ ქალაქს ნურასოდეს ნუ ეწვევით.





3.ქაბული, ავღანეთი

image

ეს ქალაქი მრავალი წელია ითვლება ერთ–ერთ სახიფათო ადგილად მსოფლიოში მიზეზი კი ის
გახლავთ რომ ქაბულში ომია გაჩაღებული რასაც მრავალი უდანაშაულო მოქალაქის სიცოცხლე
ეწირება .ეს ცხელი წერტილი უკვე მრავალმა ადამიანმა დატოვა მათ შორის არიან ამერიკის
შეერთებული შტატების სამხედრო რაზმები. ქალაქი ხშირია დაბობმბვები და შეტაკებები და
როგორც ბაღდადში იქ ჩასული ადამიანი ნებისმიერ დროს შეიძლება გახდეს ტყვიებისა და ბომბების
მსხვერპლი.





2. კარაჩი, პაკისტანი

image

კარაჩ ამჟამად სერიოზული პოლიტიკური გადატრიალების წინაშე
დგას რასაც ზედ ემატება მომატებული დანაშაულების რიცხვი . ქალაქში მრავალი მკვლელობების
ფაქტი დაფიქსირდა, მრავლად არიან ტერორისტული დაჯგუფებები და მათგან შეგვიძლია გამოვყოთ
თვითმკვლელი ტერორისტები რომლებმაც წლების განმავლობაში მრავალი ადამიანის სიცოცხლე
შეიწირეს. აქედან გამომდინარე გირჩევთ ამ ქალაქში ჩასვლას თავი აარიდოთ.





1. სან პედრო სულა, ჰონდურასი
image

ქალაქი რომელიც
მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ქალაქად ითვლება მრავალი მიზეზის გამო უკვე ათწლეულებია.
ეს ქალაქი პირველი ადგილის ღირსად მხოლოდ იმიტომ
შეიძლება მივიჩნიოთ რომ სან პედრო მკვლელობათა მაჩვენებელით მსოფლიოში პირველ ადგილს
იკავებს. იარაღებით ვაჭრობა, საბრძოლო შეტაკებები და პოლიტიკური გადატრიალებები ამ ქალაქს
ნამდვილად ყველაზე სახიფათო ქალაქად ხდის. ალბათ მცირე თქვენგანს თუ გაუგია ამ ქალაქის
შესახებ და უკვე დანამდვილებით იცით თუ რატომ.

0
330
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლევანი სიჭინავა
ლევანი სიჭინავა
330
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0