x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
პოზნერმა სტალინს «ერთ–ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე» უწოდა

image


რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა შეაფასა რა, სტალინის როლი სსრ კავშირის ისტორიაში, ქვეყნის ყოფილ ბელადს ერთ–ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე უწოდა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, სწორედ მან შექმნა გულაგის (ГУЛаг – Главное управление исправительно–трудовых лагерей и колоний (შრომითი–გამოსწორების ბანაკების და კოლონიები მთავარი სამმართველო) და მოსახლეობის იძულებითი დეპორტაცია განახორციელა.


imageგულაგის რუკა. 1929 11 ივლისს სახალხო კომისართა საბჭომ «დამნაშავეების შრომის გამოყენების შესახებ» ადგენილება მიიღო, რომლის მიხედვით, ყველა გასამართლებულის საქმე, რომელსაც 3 წელზე მეტი ჰქონდა მისჯილი, უშიშროების სპეციალურ სამმართველოს – ОГПУ–ს (გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) გადაეცემოდა, რომელიც 1930 წლის 1 ოქტომბერს გულაგად გადაკეთდა. მისი არსებობის მანძილზე, კოლონიებში 1 606 748 ადამიანი დაიღუპა.


imageimageimageimageimage


ჟურნალისტმა ასე უპასუხა ერთ–ერთი მაყურებლის კითხვას, რომელმაც სტალინი რუსეთის სხვა მმართველებს შეადარა და იკითხა, შეიძლება, თუ არა, ქვეყნის ყოფილი ბელადის, თანამედროვე პოზიციების გათვალისწინებით, გასამართლება და ეს იმ ფონზე, როდესაც არც ივანე მრისხანე და პეტრე პირველი ყოფილან ყოველთვის ჰუმანურები. თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ დამნაშავეებად არ მიიჩნევენ და დიდ მმართველებად თვლინ.

— თქვენი შეკითხვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სტალინს ისეთი საშინელი არაფერი ჩაუდენია, რაც სხვებს არ გაუკეთებიათ? ამ პრინციპით, ჰიტლერიც არ უნდა გავასამართლოთ, რაზეც ნიურნბერგის ტრიბუნალი ნამდვილად არ დაგეთანხმებათ, — დაწერა ჟურნალისტმა საკუთარ საიტზე.

გარდა ამისა, პოზნერმა ყოფილი საბჭოთა ლიდერის სხვა ისტორიულ მოღვაწეებთან შედარებას არაკორექტული უწოდა და აღნიშნა, რომ ამგვარი პარალელები კრიტიკასაც კი ვერ უძლებს...

— მე ვთვლი, რომ სტალინი, კაცობრიობის ისტორიაში, ერთ–ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე, რომელიც სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარსდგება — დაასკვნა მან.

imageimageimageimageimageimageimage





1
122
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
122
  
2021, 10 აპრილი, 5:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1