პოლიტიკა პოზნერმა სტალინს «ერთ–ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე» უწოდა 2021, 9 აპრილი, 15:51 რუსმა ტელეწამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა შეაფასა რა, სტალინის როლი სსრ კავშირის ისტორიაში, ქვეყნის ყოფილ ბელადს ერთ–ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე უწოდა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, სწორედ მან შექმნა გულაგის (ГУЛаг – Главное управление исправительно–трудовых лагерей и колоний (შრომითი–გამოსწორების ბანაკების და კოლონიები მთავარი სამმართველო) და მოსახლეობის იძულებითი დეპორტაცია განახორციელა. გულაგის რუკა. 1929 11 ივლისს სახალხო კომისართა საბჭომ «დამნაშავეების შრომის გამოყენების შესახებ» ადგენილება მიიღო, რომლის მიხედვით, ყველა გასამართლებულის საქმე, რომელსაც 3 წელზე მეტი ჰქონდა მისჯილი, უშიშროების სპეციალურ სამმართველოს – ОГПУ–ს (გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) გადაეცემოდა, რომელიც 1930 წლის 1 ოქტომბერს გულაგად გადაკეთდა. მისი არსებობის მანძილზე, კოლონიებში 1 606 748 ადამიანი დაიღუპა.
— თქვენი შეკითხვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სტალინს ისეთი საშინელი არაფერი ჩაუდენია, რაც სხვებს არ გაუკეთებიათ? ამ პრინციპით, ჰიტლერიც არ უნდა გავასამართლოთ, რაზეც ნიურნბერგის ტრიბუნალი ნამდვილად არ დაგეთანხმებათ, — დაწერა ჟურნალისტმა საკუთარ საიტზე. გარდა ამისა, პოზნერმა ყოფილი საბჭოთა ლიდერის სხვა ისტორიულ მოღვაწეებთან შედარებას არაკორექტული უწოდა და აღნიშნა, რომ ამგვარი პარალელები კრიტიკასაც კი ვერ უძლებს... — მე ვთვლი, რომ სტალინი, კაცობრიობის ისტორიაში, ერთ–ერთი ყველაზე დიდი დამნაშავე, რომელიც სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარსდგება — დაასკვნა მან. 122 4-ს მოსწონს
|