x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ვატიკანის ბიბლიოთეკის საიდუმლო

კაცობრიობა, მთელი თავისი განვითარების ისტორიის მანძილზე, აგროვებდა მიღებულ ცოდნას: პირველად ადამიანები ქვებზე და თიხის ფილებზე წერდნენ, შემდეგ გაჩნდა ქაღალდი და გრაგნილები, მოგვიანებით – წიგნები. იქმნებოდა ბიბლიოთეკები, რომლებშიც დაცული იყო კოლოსალური რაოდენობის ხელნაწერები და წიგნები. სამწუხაროდ ძველი მსოფლიოს ყველა ბიბლიოთეკა განადგურებულია... ყველა, ერთის გარდა – გადარჩა ვატიკანის ბიბლიოთეკა, რომელიც ოფიციალურად 1475 წ. 15 ივნისს დაარსდა. თუმცა, წიგნების შეგროვება წმინდა ქალაქში ბევრად უფრო ადრე დაიწყეს.


image
ამ ბიბლიოთეკაში დაცულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ასობით და აღასობით ისტორიულ და დეტექტიური რომანების დაწერა შეიძლება. სწორედ აქ და არა სხვაგან, რადგან მსოფლიოში არ არსებობს სხვა ადგილი, სადაც კონცენტრირებულია და ამავდროულად, ხალხისგან უამრავი წიგინ, რუკა და სხვა სახის დოკუმენტია დამალული. აქ ინახება დოკუმენტები კაცობრიობის ჭეშმარიტ ისტორიის შესახებ, რომელიც არა 10 ათას წელს მოიცავს, როგორც ორთოდოქსი ისტორიკოსები გვარწმუნებენ, არამედ, სულ მცირე, – ათობით მლნ. წელს. ამის შესახებ მოწმობს როგორც არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი უძველესი არტიფაქტები, ისე მსოფლიო ხალხების მითები და ლეგენდები.
ოფიციალური მონაცემებით, ვატიკანის ბიბლიოთეკაში, დაახლოებით, 2 მლნ. ნაბეჭდი წიგნი (როგორც ძველი ისე თანამედროვე), 150 ათასი ხელნაწერი და საარქივო ტომი, 8300 პირველბეჭდვური წიგნი (1501 წლამდე დაბეჭდილი), რომელთაგან 65 პერგამენტზეა, 100 ათასზე მეტი გრავიურა, დაახლოებით, 200 ათასი რუკა და საბუთი, ასევე ხელოვნების უამრავი ნიმუში, 300 ათასი მედალი, მონეტა და ბევრი სხვა რამ არის დაცული.


image
არაოფიციალური მონაცემებით კი, უამრავი წიგნი, ხელნაწერი და არტიფაქტი ინახება ვატიკანის მიწისქვეშა საცავებში, რომელსაც უზარმაზარი ფართობი უკავია და ბევრი საიდუმლო ოთახი აქვს. ეს ადგილი იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ ბევრმა პაპმა, რომელმაც არაერთი წელი გაატარა ვატიკანში, მის შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა, არსებობს განდობილთა წრე, რომლებიც ფლობენ საიდუმლო ინფორმაციას და ხელიც მიუწვდებათ მიწისქვეშეთში გამოკეტილ დოკუმენტებზე.


image
იქ არის თავმოყრილი ძველი მსოფლიოს, პრაქტიკულად, ყველა ბიბლიოთეკა, მათ შორის, თითქოს დამწვარი და განადგურებული თებეს, კართაგენის და რა თქმა უნდა, – ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. ძველი წყაროებიდან ცნობილია, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ინახებოდა ყველა გამოჩენილი მეცნიერის თუ მწერლის ნაშრომი. ეგვიპტეში, იმ დროს მოქმედი კანონის მიხედვით, ყველა გემი, რომელიც მის სანაპიროსთან გამოჩნდებოდა, ვალდებული იყო, ბორტზე არსებული ყველა სახის წიგნი ბიბლიოთეკისთვის მიეყიდა ან ასლის გადასაღებად, დროებით გადაეცა. ხოლო, ხანძრის ისტორია, რომელმაც თითქოს ბიბლიოთეკა გაანადგურა, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები თვლიან, – მხოლოდ მითია, რომ კაცობრიობას ის ინფორმაცია დაუმალონ, რის «გადახარშვასაც» ვერ შეძლებს.


image
და ისევ, არაოფიციალურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, ვატიკანი ამონის ტაძრის ქურუმებმა შექმნეს, ამიტომ მისი ჭეშმარიტი რეზიდენცია არა იტალიაში, არამედ ეგვიპტეში – თებესში არის. რაც შეეხება ვატიკანის დანიშნულებას – ის კაცობრიობის საიდუმლო ცოდნის მცველია.

ვატიკანის ბიბლიოთეკა მეცნიერებს მაგნიტივით იზიდავს. მაგრამ იმისთვის, რომ საიდუმლო ამოიხსნას, მის ფონდებში მუშაობა არის საჭირო. ეს კი, არც ისე მარტივია. მკითხველების არქივებთან წვდომა მკაცრად შეზღუდულია. გარდა ამისა, დოკუმენტებზე მუშაობის მოთხოვნას თან უნდა ერთვოდეს ახსნა-განმარტება, თუ რისთვის არის საჭირო ინფორმაციის მოძიება. ამასთან, ისტორიკოსი (სავარაუდოდ, სხვას არც შეუშვებენ) უმწიკვლო რეპუტაციის პატრონი უნდა იყოს.


image
რაც შეეხება ვატიკანის საიდუმლო არქივებს, ანუ ბიბლიოთეკის დახურულ ფონდებს, იქ მოხვედრა საერთოდ შეუძლებელია: ის ხელმისაწვდომი მხოლოდ ვატიკანის ხელისუფლებისთვის არის.
და მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიოთეკა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, ოფიციალურად ღიაა, ყოველწლიურად მასში მოხვედრა მხოლოდ 150 ადამიანს შეუძლია. მომავალშიც ასე თუ გაგრძელდა, ბიბლიოთეკის საგანძურის შესწავლისთვის 1250 წელი იქნება საჭირო, რადგან წიგნის თაროს საერთო სიგრძე, რომელიც 650 ნაწილისგან შედგება, 85 კმ-ს შეადგენს.


image
ვატიკანის ბიბლიოთეკა – ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია მსოფლიოში. მას უფრო მეტად იცავენ, ვიდრე ატომურ სადგურებს და გასიადუმლოებულ სამხედრო ობიექტებს. შვეიცარიის მრავალრიცხოვანი გვარდიის გარდა, ბიბლიოთეკას რამდენიმე დონის ულტრათანამედროვე ავტომატური სისტემაც იცავს.
უკვე ხსენებული წიგნების და დოკუმენტების გარდა, ბიბლიოთეკაში უამრავი არქივია, რომლიც დღემდე შეუსწავლია. მათ შორის, ბევრი ღირებული ნივთიც არის, რომლის ნახვის უფლების მოპოვება, მხოლოდ თეორიულად შეიძლება.

მაგ., ლეონარდო და ვინჩის ზოგიერთი ხელნაწერი, ფართო საზოგადოებისთვის დღემდე დაფარულია. ბიბლიოთეკის განსაკუთრებული გამოცანა კი, ძველი ტოლტეკების (აცტეკების წინამორბედი ინდიელთა ტომი) წიგნებია.


image
2012 წელს ვატიკანის ბიბლიოთეკამ პირველად გასცა უფლება, თავისი ფონდებიდან ზოგიერთი წიგნის და დოკუმენტის წმინდა სახელმწიფოდან გატანის და რომის კაპიტოლიუმის მუზეუმში გამოფენის შესახებ.
საჩუქარი, რომელიც ვატიკანმა რომს და მთელს მსოფლიოს გაუკეთა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა: «უნდა დამსხვრეულიყო მითები და ლეგენდები, კაცობრიობის ცოდნის ამ უდიდესი საგანძურის შესახებ».
მუზეუმში წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი ნამდვილი იყო და 1200 წლიან ისტორიას მოიცავდა. იქ იყო: ერეტიკოსებზე ჩატარებული სასამართლო პროცესების განაჩენები, დაშიფრული წერილები, პონტიფიკების და იმპერატორების პირადი მიმოწერები. გამოფენის ექსპონატებს შორის, იყო გალილეო გალილეის სასამართლო პროცესის ოქმი და რომის პაპის ბულა, მარტინ ლუთერის ეკლესიიდან მოკვეთის შესახებ. თუმცა, რთული მისახვედრი არ არის, რომ «გამომზეურებული» დოკუმენტები ვატიკანისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს – მათ შესახებ, მეტ-ნაკლებად, ადრეც იყო ცნობილი.

ვატიკანის ამგვარი ქმედების ფონზე, მხოლოდ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ოდესმე მაინც გავიგებთ, თუ რას მალავენ წმინდა ქალაქის ბიბლიოთეკის დახურულ ფონდებში და მიწისქვეშა საცავებში.

imageimageimageimageimageimageimage







1
1635
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1635
  
0 1 1