x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ნანგრევებიდან გამოყვანილი ფეხმძიმე ქალი! გმირი სირიელი ექიმები!

image

სამწუხაროდ, ყველა ომში სწორედ მშვიდობიანი მოსახლეობა იტანჯება ყველაზე მეტად.
ამ ვიდეოში სირიაზეა ისტორია.

ალეპოს საცხოვრებელ უბნებზე მორიგი საჰაერო თავდასხმის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს ცხრა თვის ორსული მაისა. დაზარალებული ქალი სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში და ჭურვის ნამსხვრევები ამოუღეს ხელიდან და ფეხიდან. მაგრამ ეს ცოტა იყო, სასწრაფოდ იყო ბავშვი გადასარჩენი!

მაისას გაუკეთეს საკეისრო კვეთა, ამოიყვანეს ბავშვი, რომელსაც სიცოცხლის არანაირი ნიშანი არ ჰქონდა. ექიმები არ დანებდნენ და აგრძელებდნენ პატარას სიცოცხლისთვის ბრძოლას! როდესაც ეგონათ, რომ ყველაფერი უშედეგო იყო, საოპერაციოში ბავშვის ტირილის ხმა გაისმა! ეს იყო ნამდვილი სასწაული!


1
163
13-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
163
  
2016, 27 აგვისტო, 21:15
ორივე დედაშვილი მაინც სიკვდილისთვისაა განწირული,იმ ყოფაში რომელშიც არიან :(
0 1 1