x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
"არ გამოვა სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა!"
image
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია საზოგადოებას თხოვნით მიმართავს, რომ დაეხმარონ ორი შვილის დედას, რომელსაც მესამე შვილის სიკვდილის შემდეგ, ნერვიულობისა და ძლიერი დამამშვიდებლების შედეგად ტვინის შეშუპება განუვითრდა და ახლა იგი სიკვდილს ებრძვის. მისი მკურნალობისთვის 24 000 ლარია საჭირო:


"ხომ შეხვდები ხანდახან საარაკო უბედურებას, გამაოგნებელს... სწორედ მაშინ ხარ ღირსი გერქვას ადამიანი, როდესაც ასეთ მდგომარეობაში მყოფისთვის გადადებ პირად კომფორტს, სიამოვნებას, კაპრიზებს და დაეხმარები უფსკრულიდან ამოსვლაში. დაეხმარები, თუნდაც არსებობდეს შენი გადავარდნის საშიშროებაც... ჩათვალე, რომ მაშინ სამყაროს შემოქმედი ხარ.
ამ საწყალ გოგოს, ლეკვივით რომ იყურება, სამი თვის წინ პატარა დაეღუპა. დამამშვიდებელ წამლებს მიეძალა, იმდენად მძიმედ განიცადა უბედურება. ამდენი წამების შედეგად ტვინის შეშუპება განუვითარდა და დღეს უკვე თავად ებრძვის სიკვდილს! და ობლად რჩება კიდევ ორი პატარა...
არ გამოვა, სიკვდილო, ხელცარიელს მოგიწევს წასვლა! ამ გოგოს არ გაგატანთ, ჯერ კიდევ საჭიროა აქ... დილიდანვე გავაკეთებ ჩემ გასაკეთებელს, აბა, თქვენ იცით..."

image
"ყველას მოგმართავთ თხოვნით!

ნათიას მდგომარეობა მძიმეა, დღეს აპარატზეა შეერთებული და უტარდება ხელოვნური სუნთქვა, რომ დაუბრუნდეს ოჯახში შვილებს ჯანმრთელი გვესაჭიროება დახმარება სასწრაფოდ!


მკურნალობისთვის 24 000 ლარი, გთხოვთ დახმარებას! თქვენი მინიმუმით, მას ცხოვრება შეუნარჩუნდება..."

0
134
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0