x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დეოდორანტთან დაკავშირებული ჩვევები, რომლებსაც დაუყოვნებლივ უნდა გადაეჩვიოთ

ოფლის გამოყოფა ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმის ფუნქციის რეგულაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემაა. ოფლი – საოფლე ჯირკვლებით გამოყოფილი მარილების და ორგანული ნივთიერებების წყალხსნარია. ორგანიზმი ოფლის გამოყოფით ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებს თავიდან იცილებს და სხეული მუდმივ ტემპერატურას ინარჩუნებს. ოფლს კანის მიკროორგანიზმები "ამუშავებენ" და სპეციფიურ სუნს აძლევენ, ჩვენ კი მისგან თავის დაღწევას სხვადასხვა საშუალებებით ვცდილობთ. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა დეოდორანტი. დეოდორანტი ბლოკავს სუნს, ის შეიცავს ანტისეპტიკურ საშუალებებს და ებრძვის ბაქტერიებს.
ალბათ ქვემოთჩამოთვლილთაგან ჩვენ ყველას გვაქვს რომელიმე ჩვევა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა დაივიწყოთ.

image1. ნუ გამოიყენებთ დეოდორანტს შხაპის შემდეგ
შხაპის შემდეგ დეოდორანტის გამოყენება ნიშნავს იმას, რომ კანი ჯერ კიდევ სველია და კარგად არ არის გამშრალი. ამ დროს სპრეი ფორებში ვერ აღწევს და კანის ზედაპირზე რჩება. ამ დროს კი ოფლის გამოყოფა არ იბლოკება.

image2. ნუ გამოიყენებთ დეოდორანტს ხელმეორედ
დეოდორანტის გამოყენება ხელმეორედ დასაშვები არ არის. კარგი იქნება თუ დეზადორის ერთხელ გამოყენების შემდეგ კანს დაიბანთ და ისე გამოიყენებთ.image3. ნუ გამოიყენებთ ანტიპერსპირანტს დაწოლის წინ
იმის გამო, რომ ანტიპერსპირანტი კეტავს ფორებს და ბლოკავს ოფლის გამოდენას, მიზანშეწონილი არ არის მისი დაწოლისას, ძილის წინ გამოყენება.image4. ნუ გამოიყენებთ დეოდორანტს დაბანის ნაცვლად
დეოდორანტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჰიგიენის დაცვაში, მაგრამ ეს ვერ შეცვლის შხაპს და სათანადოდ არ გაასუფთავებს კანს.image5. ნუ გამოიყენებთ ზედმეტად ბევრ დეზადორს
ზოგიერთი დეოდორანტი დიდი რაოდენობით ქიმიკატებს შეიცავს, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ქავილი იღლიებში, ან თუნდაც გამონაყარი.image

0
345
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0