x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ინტროვერტი ხარ თუ ექსტრავერტი ?
imageჰანს აიზენკის მიხედვით, არსებობოს განზომილება ექსტრავერსია-ინტროვერსია, როგორც კონტინიუმი, რომლის ერთ პოლუსზე ინტროვერტია, ხოლო საწინააღმდეგო პოლუსზე-ექსტრავერტი.ზოგიერთი ადამიანის ქულები შეილება აღმოჩნდეს ამ განზომილების უკიდურეს ბოლო წერტილებზე, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა ინტროვერსიისა და ექსტრავერსიის პოლუსებს შორის, შუაში თავსდება.

ტიპურ ექსტრავერტს უყვარს მხიარულება, სოციალურად გახსნილია, ჰყავს ბევრი მეგობარი, რისკიანია, ყველაფერს ახალს ადვილად ამჩნევს, სწრაფად რეაგირებს, ოპტიმისტია, უდარდელია, უშუალოა ემოციების გამოხატვაში, დიდად საიმედო არ არის და მისი მხრიდან შეიძელება ადგილი ჰქონდეს საზოგადოებრივი ნორმების დარღვევას.

ტიპური ინტროვერტი საწინააღმდეგო თვისებებით ხასიათდება:თავის თავში ჩაღრმავებული პიროვნებაა, არ არის ძალიან მხიარული, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, გარემო გამღიზიანებლებს თავს არიდებს, ენდობა ძალიან ცოტა ადამიანს და ისიც, ძალიან ახლო მეგობრებს, არ უყვარს რისკი, არ არის იმპულსური-სანამ რამეს გააკეთებდეს, კარგად დაფიქრდება, აკონტროლებს თავის ემოციებს, პესიმისტურად არის განწყობილი და, უფრო ხშირად, მოწყენილია.საიმედო პიროვნებაა და მისი ქცევა საზოგადოებრივ ნორმებზეა ორიენტირებული.

როგორ ხსნის აიზენკი ინტროვერსიასა და ექსტრავერისას შორის განსხვავებას? მისი აზრით, ამ განსხვავების მთავარი მიზეზი ტვინის ქერქის აგზნებადობის დონეა, რომელიც, ძირითადად, მემკვიდრეობითია და არა შეძენილი-ნასწავლი.ამ თვალსაზრისს აიზენკის აგზნება-შეკავების ჰიპოთეზა უწოდეს.ამ თვალსაზრისის თანახმად, ტვინის ღეროს მიდამოებში მდებარეობს ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია დიდი ტვინის ქერქში აგზნება-შეკავების დონის განსაზღვრაზე.ეს ცენტრი არის ე.წ. რეტიკურალური ფორმაცია, რომელიც გამოიმუშავებს აგზნება-შეკავების იმპულსებს.თუ ამ ცენტრიდან წამოვა შეკავებაზე მეტი აგზნების იმპულსი, მაშინ ტვინის ქერქის მგრძნობელობა გამღიზიანებლის მიმართ მატულობს.თუ შეკავების იმპულსები სჭარბობს, მაშინ ტვინის ქერქის აქტივობა მცირდება.მაშასადამე, ტვინის ქერქის აგზნების ხარისზხეა დამოკიდებული გამღიზიანებლები სწრაფად და იტენსიუარად თუ ნელა გადამუშავდება.


რამდენადაც აგზნებადობის ეს დონე ექსტრავერტებს უფრო დაბალი აქვთ, ვიდრე ინტროვერტებს, მათი სენსორული ზღურბლი უფრო მაღალია და ამიტომაც, სენსორული სტიმულაციების მიმართ უფრო ნაკლებ მგრძნობიარენი არიან.ინტროვერტებს კი, პირიქით, ტვინის ქერქის აგზნებადობის უფრო მაღალი დონე ახასიათებთ, შესაბამისად, სენსორული ზღურბლი უფრო დაბალი აქვთ და სენსორულ სტიმულაციაზე უფრო ძლიერ რეაგირებენ.იმისთვის, რომ სტიმულაციის ოპტიმალურ დონეს მიაღწიონ, ინტორვერტები, რომელთა სენსორული ზღურბლი დაბადებიასთანავე დაბალია, ავტომატურად თავს არიდებენ ისეთ სიტუაციებს, რომელთაც შეუძლია ძლიერი აგზნება გამოიწვიონ.ამიტომ ცდილობენ არ მიიღონ მონაწილეობა მჩქეფარე სოციალური მოვლენებში, არ უყვართ რისკიან საქმეებში მონაწილეობის მიღება და სხვა.

ექსტრავერტებისთვის კი, რამდენადაც თავის ტვინის ქერქის დაბალი აგზნებადობა ახასიათებთ, ოპტიმალურია სენსორული სტიმულაცისს მაღალი დონე.ამოტომაც იღებენ მონაწილეობას ამაგზნებელ საქმიანობაში.ექსტრავერტები სიამოვნებას იღებენ, მაგალითად, დელტაპლანით ფრენის ან პარაშუტით გადმოხტომის დროს, უყვართ მანქანის სწრაფი ტარება და დროსტარება, ქეიფი თუ მარიხუანას მოწევა.გარდა ამისა, სწორედ თავის ტვინის ქერქის აგზნებადობის დაბალი დონის გამო ექსტრავერტები სულ უფრო და უფრო ნაკლებად რეაგირებენ ერთსა და იმავე სტიმულებზე (იქნება ეს საქმიანობა თუ ადამიანებთან დამოკიდებულება)., მაშინ როდესაც ინტროვერტებისთვის ნაკლებადაა დამახასიათებელი მობეზრება ან ინტერესის დაკარგვა და შეუძლიათ დიდი ხნის მანძილზე აკეთონ ერთი საქმე ან ურთიერთობა ჰქონდეთ ერთ ადამიანთან.

0
448
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0