x
image
melody_inside
არავის მოკვლა არ მინდოდა - ბანკში მძევლების ამყვანი ბიზნესმენის პირველი განცხადება
image


რა მოხდა?
„ მე თქვენი ბანკის გასაძარცვად არ მოვსულვარ, მოვედი მის დასაპყრობად“ - ასეთი სიტყვებით შეიჭრა მამაკაცი 24 აგვისტოს მოსკოვის ცენტრში ნიკიტსკის ქუჩაზე მდებარე სითიბანკის შენობაში.

55 წლის არამ პეტროსიანი იმუქრებოდა თავის აფეთქებით: მას კისერზე ეკიდა ყვითელი ლენტით გადახვეული მავთულებიანი კოლოფი. თანამშრომლების დიდმა ნაწილმა შენობიდან გამოქცევა მაშინვე მოახერხა. ოთხი მათგანი მძევლად აიყვანა. შენობაში აღმოჩნდა სამი თანამშრომელი და ერთი მომხმარებელი. პეტროსიანმა ბანკის ფანჯარზე დადო წერილი, სადაც იტყობინებოდა, რომ ის ითხოვდა პოლიციის
გამოძახებას და სურდა მოლაპარაკების დაწყება.


რა მოიმოქმედა სპეცსამსახურმა?

ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდა ყველა ოპერატიული სამსახური. ბანკის მოპირდაპირე მხარეს მორიგეობნენ სნაიპერები. მოლაპარაკების საწარმოებლად მივიდა დედაქალაქის პოლიციის უფროსი ანატოლი იაკუნინი, აქვე იმყოფებოდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი ვლადიმერ კოლოკოლცევი.

image


image



ნახევარსაათიანი მოლაპრაკების შემდეგ პეტროსიანმა შენობიდან გამოუშვა ორი მძევალი, მოგვიანებით - კიდევ ერთი.

საღამოს 10 საათისთვის პეტროსიანი თვითონ ჩაბარდა პოლიციას. გაირკვა, რომ კისერზე ჩამოკიდებულ კოლოფში იყო არა ასაფეთქებელი მოწყობილობა, არამედ მარილი. რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტმა უკვე აღძრა საქმე მუხლით „ მძევლების აყვანა“. თავდამსხმელს ემუქრება 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.


რა მოტივი ჰქონდა თავდამსხმელს?

თავდამსხმელზე ჯერ ცოტა რამაა ცნობილი. პოლიციამ მისი ვინაობა დაადასტურა:
55 წლის არამ პეტროსიანი. აღმოჩნდა, რომ ბანკზე თავდასხმამდე მან ჩაწერა
ვიდეომიმართვა, რომელშიდაც იუწყებოდა, რომ ის არის მაიორი-თადარიგში, მუშაობდა სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მრჩევლად. შემდეგ- ბიზნესს მიჰყო ხელი, მაგრამ გაკოტრდა.


არამ პეტროსიანის თქმით, მას აქვს 32 პატენტი და 5 საავტორო უფლება.

ამბობს, რომ მას სხვა გზა არ აქვს ფართოდ გააშუქოს პრობლემა- იურიდიული და ფიზიკური პირების გაკოტრება. ეს მან შეადარა ქოლერას და ჭირს.



1
1121
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1121
  
2016, 25 აგვისტო, 18:42
სომეხი "მესია". :))
0 1 1