x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ფსიქოლოგიური მკურნალობა და ეთიკური საკითხები
იყო კარგი ფსიქოთერპევტი, მხოლოდ გარკვეული თეორიების და ცნებების ცოდნას არ გულისხმობს. ფსიქოლოგიური მკურნალობისას გასათვალისწინებელია მთელი imageრიგი ეთიკური საკითხები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია სეანსების დაწყება და ეფექტური დახმარება. მათ შორის არსებობს ძირითადი ეთიკური ნორმები.


პირველი და უმნიშვნელოვანესი პრინციპი არის ინფორმირებული თანხმობა. პაციენტს უნდა ესმოდეს მკურნალობის მიზნები და შედეგები, მას ავტონომიურობა უნდა მივცეთ. გარდა იმისა, რომ მსგავსი მიდგომა ეთიკურად გამართლებულია, აგრეთვე მსგავსი თანხმობა ამარტივებს თერაპიის დროს წარმოქმნილ პრობლემებს. კლიენტი, გარკვეული დოზით, თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას და თავიდანვე თანხმდება პროცედურების ავ-კარგობაზე, რაც ამცირებს შემდგომში სხვადასხვა გართულებებს.


თერაპიისას არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია კონფიდენციალობის დაცვა. თუკი, თერაპევტი ითხოვს, რომ კლიენტი მაქსიმალურად მოდუნებული და გულწრფელი იყოს მასთან - ეფექტური შედეგისათვის, მანაც - თავის მხრივ - უნდა "გაანებივროს" კონფიდენციალობის შენახვით. თერაპევტთან მისული ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ თერაპევტის ნდობა შეიძლება.


საკითხი იმის შესახებ, თუ როდის უნდა გაუმჟღავნოს თერაპევტმა კონფიდენციალური ინფორმაცია მესამე მხარეს, წყდება შემდეგნაირად: ამის


გაკეთება გამართლებულია, თუ მესამე მხარე სერიოზული რისკის ქვეშ იმყოფება.


აგრეთვე, კიდევ ერთი საკითხია ექსპლუატაცია. თერაპევტს შეუძლია ბოროტად გამოიყენოს კლიენტი და შეეცადოს რაიმე სახის სარგებელი მიიღოს მისგან - იქნება ეს მატერიალური თუ არამატერიალური. რადგან თერაპევტთან ურთიერთობა საკმაოდ ხანგრლივი პროცესია, ხშირად, პაციენტს მიჯაჭვულობა უყალიბდება მის მიმართ, რაც თავის მხრივ ექსპლუატაციისადმი მოწყვლადად აყალიბებს.


ექსპლუატაციაში შეგვიძლია განვიხილოთ კლიენტისათვის თერაპევტის ღირებულებების თავზე მოხვევა, რაც როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზით შეიძლება ხდებოდეს. მსგავსი ინციდენტები ნამდვილი ფსიქოთერაპევტის პრაქტიკაში არ უნდა
არსებობდეს. ფსიქოთერაპევტი სწორედ ის ადამიანია, ვისაც ყველაზე მეტად უნდა ესმოდეს სხვების.


სამწუხაროდ, საქართველოში ეთიკის სტანდარტების ერთიანი ბაზა ჯერ-ჯერობით არ მოიპოვება და არც შესაბამისი სანქციები გვაქვს.

0
78
შეფასება არ არის
ავტორი:ann mshvildadze
ann mshvildadze
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0