x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფრანგმა პოლიციელებმა მუსულმან ქალს აიძულეს პლაჟზე ბურკინი (მუსულმანური საცურაო კოსტიუმი) გაეხადა
საფრანგეთის ქალაქ ნიცის პოლიციელებმა მუსულმან ქალს, რომელიც პლაჟზე ბურკინით (მუსულმანური საცურაო კოსტიუმი) ირუჯებოდა, აიძულეს გაეხადა ის.



image


ოთხმა შეიარაღებულმა სამართალდამცველმა აგრეთვე აიძულა ქალი გადაეხადა ჯარიმა 38 ევროს ოდენობით მუნიციპალური კანონის დარღვევისათვის პლაჟზე რელიგიური ტანსაცმლის ტარების გამო.


image


ბურკინის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ კანიდან, ნიციდან, სენ-ტროპედან და ლაჟვარდოვანი სანაპიროს სხვა ქალაქებიდან ფრანგული საინფორმაციო საშუალებები რეგულარულად აწვდიან ინფორმაციან კანონდარღვვევების შესახებ.


image


ფრანგული ტელეარხის France 4 TV-ის ჟურნალისტი კანის პლაჟზე თავად გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ აიძულეს პოლიციელებმა გრძელ ტოპში, ლეგინსებში და ჰიჯაბში გამოწყობულ ქალს, რომელიც ასეთი სახით იღებდა რუჯს, გადაეხადა ჯარიმა და გამოეცვალა ტანსაცმელი, ან სასწრაფოდ დაეტოვებინა სანაპირო.


image


კანონის დამრღვევმა განაცხადა, რომ მან არაფერი იცოდა ბურკინის შესახებ მიღებული კანონის შესახებ და რომ პოლიციელების საქციელი რასიზმის გამოვლინებაა.

ბურკინის აკრძალვის პიონერი გახდა ქალაქი კანი - შესაბამისი კანონი 12 აგვისტოს იქნა მიღებული. ქალაქის მერმა მაშინ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკრძალებული საცურაო კოსტიუმები შეძლება გახდეს პლაჟებზე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის ადამიანებს შორის დაპირისპირების მიზეზი.


image


შეგახსენებთ, რომ პლაჟებზე მუსულმანური კოსტიუმების აკრძალვას მხარი დაუჭირა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა.


image

6
1049
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1049
  
2017, 3 მარტი, 12:46
ძალიანაც კარგი, განვითარების ეპოქაში დრომოჭმულ რელიგიებს არაფერი ესაქმებათ, და ვისაც ასე გულზე ხვდება და ფანატიკურად უდგება თავის რელიგიას და ფანატიკოსადაა ქცეული, წავიდეს და გამოქვაბულში იცხოვროს
2016, 29 ოქტომბერი, 9:45
გაიხარე განმარტებისთვის , ზუსტად მანდა ვარ მეც, იქ კანონი ყველასთვისაა (თუმცა ამ ბოლო დროს ლტოლვილების ფონზე ეგ აზრი ცოტა შემეცვალა , რადგანაც ცოტა მიშვებული ყავთ ნებაზე)და იმისა თქმა მინდოდა რომ საქართველოში უმცირესობის უფლებებს ისე იცავენ უმრავლესობა ავიწყდებათ
2016, 28 ოქტომბერი, 23:53
დემოკრატია სულაც არ ნიშნავს იმ წესების უგულებეყოფას, რაც საზოგადოებაში მიღებულია:)
2016, 28 ოქტომბერი, 10:46
ხედავთ დემოკრატიულ ქვეყანაში რეებს აკეთებენ,
აბა საქართველოში ესეთ ქმედებას მოყვებოდა ყაყანი და მიტინგები და 1000 უბედურება
2016, 25 აგვისტო, 15:48
ნამდვილად..პატივი უნდა სცენ იმ ქვეყანას, სადაც ცხოვრობენ.
2016, 25 აგვისტო, 15:46
კარგად მოიქცნენ
0 1 6