x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ნაპოვნია უცხოპლანეტელის თავის ქალა (+ ვიდეო)

image

image

დანიაში, კუნძულ ზელანდიაზე, არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი თავის ქალა, ისე გამოიყურება, როგორც უცხოპლანეტელის თავის ქალა. ასეთი განცხადება გააკეთეს უფოლოგებმა, მათ შორის, დღესდღეობით, ამ პროფესიის ყველაზე ცნობილმა წარმომადგენელმა სკოტ უორინგმა.

image

image

image

თავის ქალა, რომელიც უფოლოგების მიერ წარმოდგენილ ვიდეოზეა აღბეჭდილი, ჩვენთვის კარგად ცნობილ, «კლასიკური» გარეგნობის უცხოპლანეტელს ძალიან ჰგავს. განსაკუთრებით, თვალშისაცემია მისი დიდი თვალები. ასეთი «უცხოპლანეტელი» არაერთხელ გვინახავს ფანტასტიკური ჟანრის კინოფილმებში.

image


ნაპოვნი თავის ქალია, ადამიანის თავის ქალაზე ბევრად დიდია (0, 5 - ჯერ). კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ის, დაახლოებით, 800 წლის არის. მართალია, ნაპოვნი ქალა ადამიანის ქალას ძალიან ჰგავს, მაგრამ მეცნიერები ჯერ-ჯერობით ზუსტ პასუხს ვერ იძლევიან კითხვაზე – ეს მართლაც ადამიანის მსგავსი არსება იყო, თუ სხვა ბიოლოგიური სახეობის წარმომადგენელია? ერთადერთი, რაზეც კონსენსუსი მიღწეულია, ის არის, რომ თავის ქალა ძუძუმწოვრების კლასის წარმომადგენელს ეკუთვნის.


image


უფოლოგებმა, ამ აღმოჩენის შესახებ, განცხადება ჯერ კიდევ გასულ წელს გააკეთეს. ხოლო წელს, ეს ინფორმაცია ყურადღების ცენტრში იმის გამო მოექცა, რომ კვლევის შედეგად გამოიკვეთა ვერსია, რომლის თანახმად, აღმოჩენილი თავის ქალა, შესაძლებელია, ჰიბრიდულ არსებას – ადამიანის და უცხოპლანეტელის შვილს ეკუთვნოდეს.

0
910
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
910
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0