x
image
natia.a
7 სკანდალი, რომლითაც რიოს ოლიმპიადამ თავი დაგვამახსოვრა
image
რამდენიმე დღეა რაც დასრულდა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადა, რომელსაც ისტორიაში პირველას ლათინურმა ამერიკამ, კერძოდ კი ბრაზილიის ქალაქმა, რიო დე ჟანეირომ უმასპინძლა. ამჯერად ყურადღებას არ გავამახვილებთ მასში მონაწილე სპორტსენებზე და აღებულ მედლებზე, არამედ ვისაუბრებთ რამდენიმე სკანდალურ ფაქტზე, რომლებსაც, ძირითადად საორგანიზაციო კუთხით ჰქონდა ადგილი.


1. აუზის ამოუხსნელი ფერიცვალება


image



წყალში ხტომისათვის განკუთვნილი აუზი ეჭვის ქვეშ დადგა მას შემდეგ, რაც წყალი გამჭვირვალე ცისფერიდან, მოულოდნელად მღვრიე მწვანედ გადაიქცა. ეს მოხდა შუაღამით, თუმცა რომელი ბოროტი ფერიის ჯადოსნური ჯოხით შეიცვალა ფერი, არავინ იცის. სამაგიეროდ ყველამ იცის, რომ საღამოს ყველაფერი მზად იყო, დილით კი სპორტსმენებს აი, ასეთი სიურპრიზი ელოდათ. რიოში მომუშავე მედიკოსები არწმუნებდნენ სპორტსმენებს, რომ წყალი საშიში არ იყო, თუმცა ფაქტის ახსნას მანიც ვერ ახრეხებდნენ.


2. სულ რაღაც 2 სანტიმეტრი


image


მეორე აუზს სულ რაღაც 2 სანტიმეტრი დააკლდა ოლიმპიურ სტანდარტებამდე, რაც 50 მ-ს შეადგენს. ჟურნალისტებმა გამოითვალეს, რომ ეს ფაქტი მოცურავეებს 100 მეტრიანი დისტანციით ცურვაში 0.08 წამის "ეკონომიას" გაუკეთებს. ასე რომ, არ გამორიცხავენ, რომ რიოში მიღწეული რეკორდები შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს.


3. მე-3 ადგილი


image

ბელგიელი ძიუდოისტის, დიკ ვან ტიხელტისთვის მესამე ადგილი, ცოტაც და უკანასკნელი აღმოჩნდებოდა. წარმატების აღსანიშნავად სპორტსმენმა კოპაკაბანას სანაპიროს მიაშურა და ატლანტიკის ოკეანეში საბანაოდ შევიდა. წყალში შესულმა დაინახა რომ ვიღაცამ მისი მობილური ტელეფონი მოიპარა. ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ქურდს გამოეკიდა, დაეწია კიდეც, მაგრამ ამ უკანასკნელმა წინააღმდეგობა გაუწია და სასტიკად სცემა.


4. 4 პატარა ვარსკვლავი


image

როგორც იცით, ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის დროშაზე 4 პატარა ვარსკვლავი ისეა განთავსებული, რომ ქიმები დროშის კუთხეში მოთავსებულ დიდი ვარსკვლავისკენ ჰქონდეთ მიშვერილი. რიოში კი ჩინელ სპორტსმენებს სხვანაირი დიზაინის დროშის ქვეშ მოუწიათ მილოცვების მიღება. რატომღაც, ორგანიზატორების მიერ შემოთავაზებულ დროშაზე პატარა ვარსკვლავების ქიმები ერთმანეთის პარალელურად იყო განლაგებული.


5. ჩამონგრეული სანაპირო

image

ოლიმპიადის დაწყებამდე 5 დღე იყო დარჩენილი, როცა მარინა-და-გლორიაში იახტების სანაპირო ჩამოინგრა. იძულებული გახდნენ სასწრაფოდ შეეკეთებინათ.


6. 7 ქილა


image

7 მრგვალი ლაქა დაითვალეს ჟურნალისტებმა ამერიკელი მოცურავის, მაიკლ ფელპსის სხეულზე. ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს არც მეტი არც ნაკლები, ქილების მასაჟის კვალის იყო; ალბათ ყველას გახსოვთ, ძველი პროცედურა, რომელსაც ექიმები გაციების დროს ატარებდნენ ხოლმე -ცეცხლწაკიდებული ბამბის ჩხირებს ავლებდნენ სპეციალურ მომცრო ქილებში და ზურგზე გვამაგრებდნენ. როგორც ჩანს, ვაკუუმის მასაჟი ისევ მოდაში დაბრუნდა.


7. ლესბოსური რომანტიზმი


image

"The Daily Mail"-ის ცნობით, ბრაზილიის ქალ შვიდკაცა მორაგბეთა ეროვნული გუნდის წევრი ისადორა საერულო ოფიციალურად დაინიშნა ასევე სუსტი სქესის წარმომადგენელზე, მარჯორი ენიაზე. ეს უკანასკნელი შეჯიბრებას მოხალისე დამხმარის რანგში ესწრებოდა, სპორტსმენი ისადორა გულში ჩაუვარდა და თავად შესთავაზა მორაგბეს დაქორწინება. ცნობილი გახდა, რომ შეყვარებულები მალე იქორწინებენ, შემდეგ კი საქორწინო მოგზაურობაში გაეშურებიან.




0
2377
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
2377
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0