x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134045
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
20 ალბომი,რომლის ჩანაწერის ხარისხიც აგღაფრთოვანებთ
image


შეიქმნა მუსიკა, ტექსტი.შემდეგი პროცესი უკვე არანჟირება და ხმის ჩამწერ სტუდიაში რეალიზებაა.რაც არ უნდა შესანიშნავი მელოდია იყოს, ან უმაღლესი კლასის მუსიკოსები უკრავდნენ, მაინც უდიდესი მნიშვნელობაა(თუ გადამწყვეტი არა) ხმის ინჟინრის ტალანტს.

ქვემოთ შემოგთავაზებთ 20 სხვადასხვა ჟანრის გამოჩეულ ალბომს, რომელიც ჩანაწერის ხარისხით განსაკუთრებით გამოიჩევა და აღაფრთოვანებს ნებისმიერ მელომანს.


რა თქმა უნდა მოსმენის დროს სასურველია სახლში გაგაჩნდეთ მაღალი ხარისხის აპარატურა, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი ალბომების ჩანაწერები იმდენად ხარისხიანია, მის უზადო ეფექტს კომპიუტერის მცირე დინამიკებითაც კი იგრძნობთ.





1)My Mine-«Stone(1985)იტალიური დისკო ჯგუფი, რომელიც 1983 წელს ჩამოყალიბდა ცოტა ხანი იარსება და სულ ორი ალბომი გამოუშვა, განსაკუთრების ყურადღების ღირსია პირველი ჩანაწერი «Stone», რომელიც 1985 წელს გამოიცა.ალბომის ჩანაწერის ხარისხი უდიდეს სიამოვნებას განიჭებს.ჟღერადობა შესანიშნავზე შესანიშნავია.





2)Double «Blue» (1985)-smooth jazz-ის ახალი ტალღის და სინთიპოპის ერთდროული ნაზავი, სრულიად უნიკალური ჟღერადობა.ალბომი ერთი ამოსუნთქვით ისმინება.ჩანაწერის შესანიშნავი ხარისხი : რბილი და ჰაეროვანი ბგერები.






3)Perry Como «And I Love You So» (1973)-ულამაზესი ალბომი ვოკალური ჯაზიდან და თბილი აკუსტიკური ჟღერადობა, რომელიც უდავოდ ხმის ინჟინრის დამსახურებაა.







4)Nazareth -«Snakes ’n’ Ladders» (1989)-შოტლანდიური ჯგუფის მე-17 ალბომი, კომპოზიციებში დამატებულია იშვიათი აკუსტიკური ინსტრუმენტები, რომელიც ჩანაწერს ძალზე ეფექტურს ხდის.




5)Caterina Valente «in London»-უდარდელი 50-იანი წლების შესანიშნავი განწყობა და ხალასი ჩანაწერი.





7)The Puppini Sisters «Betcha Bottom Dollar» (2006)-ვოკალური ტრიოს თანამედროვე ჩანაწერი ჯაზის, სვინგის და პოპ-მუსიკის ნაზავით გასული საუკუნის 30-იან 40-იან წლებში გადაგაგდებთ, რაც უდავოდ ხმის ინჟინრის დამსახურებაა.





7)Deep Purple «In Rock» (1970)-კოლორიტული ალბომი ლეგენდარული ჯგუფისა, გიტარის არქაული ჟღერადობა და კლავიშების "კვაკები".




8)Parov Stelar «The Art Of Sampling» (2013)-შესანიშავი ელექტროსვინგი რომელსაც თითქოს დროის მანქანით წარსულში გადაყავხარ. ჩანაწერის ხარისხი უნაკლოა.




9)Michael Jackson Thriller (1982)-მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი ალბომის საუნდის მხარეც მათლაც რომ უნაკლოა. ჟღერადობა ფანტასტიურია.




11)Peter Gabriel «So» (1986)-80-იანი წლების კიდევ ერთი ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი ჩანაწერი.პიტერ გაბრიელის ალბომმა არა მარტო უნაკლო ჟღერადობით დაგვამახსოვრა თავი, არამედ კლიპებით, რომელმაც დროს 10-15 წლით გაუწრო.




12)Daft Punk «Random Access Memories» (2013)-თანამედროვე ელექტრონული მუსიკის შესანიშნავი ნიმუში.ჩანაწერი ბრწყინვალე ხარისხის.განსაკუთრებით განმასხვავებელი ნიშანია რობოტული ხმის ვოკალაიზერით გატარება.





13)the Beatles -Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band(1967)-რევოლუციური ალბომი ხმის ჩაწერის ტექნოლოგიის მხრივ.ალბომის ჩაწერაში პირველად ყოველი ინსტრუმენტი ცალ-ცალკე იწერებოდა.აგრეთვე ეს ალბომი გახდა ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში სადაც გამოყენებული იქნა ხმის შიშინის ჩამხშობი სისტემა Dolby NR.-ი.




14)Jay-Z: The Blueprint (2001)-უდავოდ ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ალბომია რეპის ისტორიაში, თუმცა ჩანაწერის ხარისხი კიდევ უფრო მეტ შექებას იმსახურებს.






15)Joni Mitchell: Blue (1971)-კანადელი ავტორ-შემსრულებელის საკულტო ალბომი, რომელიც ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომების სიაშია შესული და უნიკალური, საოცრად ინტიმური აკუსტიკური ჩანაწერი, თითქოს მომღერალი შენს გვერდით იმყოფება(ალბომის მოსმენის დროს ყურსასმენებში ფორტეპიანოს სატრფულის ხმაც კი მოგესმებათ).





16)Miles Davis: Kind of Blue (1959)-თავის დროისთვის ნოვატორული ალბომი და ჩანაწერი, რომელმაც ზეგავლენა მოახდინა არა მარტო ჯაზზე, არამედ სხვა მუსიკალურ ჟანრებზეც.






17)Radiohead: OK Computer (1997)-ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატიული ალბომი, სადაც მუსიკოსებმა ექსპერიმენტებს მიმართეს.რეპეტიციები და ჩაწერა ხდებოდა ვაშლის შესანახ ფარდულში, შემდეგ 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სტუდიების გამოყენება.ჩაწერის დროს გამოყენებული იყო არაორდინალური ჩაწერის მეთოდები.





18)Dusty Springfield: Dusty in Memphis (1969)-ალბომი ჩაწრილი იქნა American Sound Studios-ში (მემფისი).






19)David Bowie «The Rise and Fall of Ziggy Stardust and the Spiders from Mars» (1972)-ჩანაწერი ყველა დროის 100 საუკეთესო ალბომთა სიაშია მოხვედრილი.შესანიშნავი საუნდი, სადაც აკუსტრიკურ რიტმებს გიტარის მძიმე რიფი სცვლის.




20)Pink floyd -dark side of the moon-მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ალბომი და ხმის ჩაწერის ტექნოლოგიის შედევრი. ჩაწერის დროს გამოიყენებოდა ბოლო თაობის ხმის ტექნიკა. სტუდია აღჭურვილი იყო მრავალ, კერძოდ, 16 ფირიანი ხმის მიქსის მომზადების საშუალებით, ჩაწერის დროს გამოყენებული იყო სხვადასხვა ეფექტები.




1
31
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
31
  
2016, 23 აგვისტო, 19:46
უმაგრესია სტატიაც და შერჩეული ვიდეო მასალაც.
0 1 1