x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
შვეიცარიის ალპებში დაიღუპა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ექსტრემალი
imageშვეიცარიის ალპებში დაიღუპა მსოფლიოში სახელგანთქმული იტალიელი ექსტრემალი, ული ემანუელე.


როგორც ცნობილი გახდა, ბერნის კანტონში, ლაუნტენბრუნერის ველზე ცნობილი ექსტრემალი GoPro-ს მორიგ ვიდეორგოლზე მუშაობდა.როგორც გაზეთი Alto Adige აღნიშნავს, ვიდეოს მთავარი გმირი უნდა გამხდარიყო რობერტა მანჩინო, იტალიელი მოდელი და ექსტრემალი.


როგორც Swissinfo იუწყება, ემანუელე 14:00 საათზე ვერტმფრენით "Black Line" -ის მწვერვალზე დაჯდა, რომელიც სოფელ შტეხელბერგის სიახლოვეს არის.მასთან ერთად კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა.


ემანუელი თან ვიდეოოპერატორი უნდა ყოფილიყო.რობერტა მანჩინის გადახტომის შემდეგ, რამდენიმე წამში ულიც გადახტა, თუმცა გაურკვევლი მიზეზის გამო უცებ მარჯვნივ გადაიხარა, ჰაერში ბრზიალი დაიწყო, საბოლოოდ კი კლდეს შეასკდა.სპორტსმენი 30 წლის იყო.



აღსანიშნავია, რომ არაოფიციალური მონაცემებით ამ რაიონში უკვე ორმოცამდე ბეისჯამპერი დაიღუპა.


ემანუელმა უკანასკნელი ფოტო 17 აგვისტოს დადო "ფეისბუქზე", რომელიც იტალიის ალპებშია გადაღებული.


image



ული ემანუელის ანგარიშზე 2 000-ზე მეტი გადახტომაა დაფიქსირებული, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია 2014 წელს ვინგსიუტში, კლდის ორმეტრიან ნახვრეტში გაძვრომა.




1
700
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
700
  
2016, 23 აგვისტო, 11:44
როცა თავი სხეულს მოსვენებას არ აძლევს ასე მთავდება მუდამ...
0 1 1