x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მოდელირებით სწავლება

image




ხშირად გამიგონია საკუთარი მშობლებისგან, მეგობრებისა

თუ უბრალოდ სრულიად უცნობი ადამიანებისგან, რომ მათ შვილები არ უჯერებენ და „ათასჯერ
ნათქვამიც“ კი არ ესმით, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის კარგი უნდათ და ამ რჩევებით
ცდილობენ შვილები უკეთესები გახადონ ან აარიდონ მათ საფრთხე. საინტერესო კი ის არის, რომ ძირითადად მშობლები ვერ
აანალიზებენ საკუთარ როლს. იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ქცევა ბავშვის სწორად
აღსაზრდელად. ბავშვები განვითარების პროცესში
ითვსებენ გარკვეულ უნარებს და ქცევას, რასაც მოდელირების გზით ანხორციელებენ. (ადამიანს, რომელსაც აკვირდებიან,
მოდელს უწოდებენ, ხოლო მოდელზე დაკვირვების გზით ადამიანის მიერ გარკვეული მოქმედებების
ან ქცევის ათვისების პროცესს - მოდელირებას). ბავშვები მოდელება ისეთ ადამიანებს ირჩევენ, ვინც
მათ შააგონებენ, დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ მათზე, არიან ავტორიტეტები ან პოპულარულნი,
ასე ვთქვეთ საყოველთაო ინტერესეის ობიექტები. აქვე უნდა ითქვას, რომ მოდელი შეიძლება იყოს როგორც რეალურ ადამიანი, ვის ქცევასაც ვაკვირდებით (ეს შეიძლება იყოს მეგობარი, მშობელი, და ან ძმა,
მასწავლებელი და სხვა ადამიანები), ასევე - ფილმის, ნაწარმოების გმირები და სხვ.
ეს სიმბოლური მოდელები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალური. მოზარდები ხშირად, სწორედ სიმბოლურ მოდელებს ბაძავენ. მოდელზე დაკვირვების
გზით ადამიანი არაპირდაპირ ითვისებს გარკვეულ ემოციურ რეაქციებსაც. სხვაგვარად რომ
ვთქვათ, ადამიანები დაკვირვების გზით სწავლობენ არა მხოლოდ კონკრეტულ ქცევებს, არამედ
ისეთ ემოციურ რეაქციებსაც, როგორიც არის შიში ან სიხარული, აგრესია და სხვა. მაგალითად,
თქვენ შეიძლება ათასჯერ უთხრათ თქვენს ბავშვებს, რომ მათ არ მოწიონ სიგარეტი. მაგრამ,
თუ ისინი ხედავენ, რომ თქვენ სიგარეტს ეწევით, ბავშვები ღებულობენ შეტყობინებას - სიგარეტის
მოწევა, არც ისე ცუდია. შესაბამისად თუ თქვენ გინდათ, რომ ბავშვები არ ანხორციელებდნენ
გარკვეულ ქცევას, დარწმუნდით იმაში, რომ თქვენ
თვითონ არ ახდენთ ამ ქცევის დემონსტრირებას. თუმცა, როგორც აღვნიშნე ბავშვები
მოდელებად მხოლოდ მშობლებს არ ირჩევენ. იმისათვის, რომ ბავშვი გარემოსთან ადაპტური,
ადეკვატური სოცილური უნარებით, თვითშებასებით
და ზოგადად ჯანსაღი ფსიქიკის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდეს საჭიროა მშობლებმა საკუთარი
ქცევა გააკონტროლონ ისევე როგორც, გარემო რომელშიც ბავშვი იზრდება(სამეგობრო/სამეზობლო წრე, ის თუ რას კითხულობს, უსმენს, უყურებს და
ა.შ). მართალია ეს ყველაფერი ძნელად მისაღწევია და ცოტა არ იყოს უტოპიურად ჟღერს,
მაგრამ არავის უთქვამს, რომ მომავალი თაობის ღირსეულ პიროვნებებად აღზრდა მარტივი დავალებაა.

0
59
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო არჯევანიძე
ნინო არჯევანიძე
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0