x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
ინკლუზია და მისი გამოწვევები

imageინკლუზია საკმაოდ აქტუალური თემაა დღესდღეობით . მის ირგვლივ ყოველთვის არსებობდა და არსებობს მრავალი მომხრე თუ საწინააღმდეგო არგუმენტი და დღემდე არ დაბადებულა ჭეშმარიტება. მანამ, სანამ მის ავკარგობაზე გადავალთ, საჭიროა, განვიხილოთ ინკლუზიის არსი.


ინკლუზია გულისხმობს სპეციალური საჭიროების მქონე პირის სასწავლო გარემოში/პროცესში სრულ ჩართვას და ის შეგვიძლია განვიხილოთ 3 ზოგადი სტრატეგიიდან (სპეციალური სკოლები; ინტეგრაცია; ინკლუზია) ერთ-ერთად. ასეთ ბავშვებს აქვთ სპეციალურად მათთვის შემუშავებული ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც ეხმარებათ ისწავლონ ჩვეულებრივ ბავშვებთან ერთად.
რა თქმა უნდა, ჯანმრთელ ბავშვებთან ურთიერთობა წამახალისებელი უნდა იყოს თითოეული შშმ ბავშვისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ მათ მაქსიმალურად აითვისონ სოციალური უნარ-ჩვევები, არ იყვნენ იზოლირებულნი, რაც შეიძლება კიდევ უფრო დამამძიმებელი იყოს მათი მდგომარეობისთვის. ინკლუზია დაეხმარება მათ გარემოსთან ადაპტირებაში, რათა ისწავლონ თავიანთი თანატოლებისგან და მათი მდგომარეობა არ იყოს მასტიგმატიზებელი, პირველ რიგში, თვითონ ბავშვისთვის.


თუმცა, ამ აუცილებლად გასათვალისწინებელ საკითხებთან ერთად დგას მრავალი კონტრარგუმენტიც, რატომაც რთულდება ოქროს შუალედის პოვნა.
ასეთ ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უჭირთ კლასში წარმატების მიღწევა, ამან შეიძლება იმოქმედოს მათ თვითშეფასებაზე, რაც თავის მხრივ იზოლაციის საწინდარია. ცალკე საკითხია ისიც, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას უნდა შეეძლოს სპეციალურად მომზადებული მასწავლებლებით უზრუნველყოფა. ცხადია, საქართველოს რეალობაში ეს ასპექტი სრულიად უგულებელყოფილია (გამონაკლისების გარდა). მასწავლებლები ხშირად ზედაპირული ინფორმაციის დონეზე ცდილობენ მსგავსი ინტერვენციების განხორციელებას, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელია.
ხშირად, ასეთ ბავშვებს თვითონ მასწავლებელიც არ აქცევს ყურადღებას, რატომღაც ფიქრობენ, რომ ის სხვებს "ჩამორჩება შესაძლებლობებით" და მაინც ვერ გააკეთებს, ამიტომ აზრი არ აქვს ზედმეტი ენერგიის გაცემას. მსგავსი დამოკიდებულება აუცილებლად დასაგმობია. ამგვარი მიდგომა თავისთავად იარლიყის ტოლფასია.


აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ დიდი მატერიალური რესურსი უნდა ჩადოს ამ სფეროში, რათა მომავალ თაობებში ჯანსაღი, ეფექტური ინკლუზიის პროცესი განახორციელოს და ამით იზრუნოს როგორც ჯანმრთელი ბავშვების სწავლის დონეზე, აგრეთვე სპეციალური საჭიროებების მქონე პირებზეც.

0
55
შეფასება არ არის
ავტორი:ann mshvildadze
ann mshvildadze
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0